ელიტ მედ გრუპი / Elite Med Group

  • Home
  • ელიტ მედ გრუპი / Elite Med Group

ელიტ მედ გრუპი / Elite Med Group სტომატოლოგიური მომსახურება

🔺 დასრულდა 4 დღიანი ლექცია მასტერკლასებით საინტერესოდ დატვირთული ევროპერიო 11 ქალაქ ვენაში.  🔺 ევროპერიო მსოფლიოში ერთ ე...
01/06/2025

🔺 დასრულდა 4 დღიანი ლექცია მასტერკლასებით საინტერესოდ დატვირთული ევროპერიო 11 ქალაქ ვენაში.
🔺 ევროპერიო მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი კონგრესია, რომელსაც 10 000 მდე სტომატოლოგი ესწრება. ჯეოპერიო EFP ის სრულუფლებიანი წევრია და წელს საქართველო 98 ექიმით იყო წარმოდგენილი და აქედან 3 ,,ელიტ მედ გრუპის” ექიმი სტომატოლოგი თამუნა ბეგლარაშვილი, ქეთი ნონიაშვილი და შორენა ხუციშვილი ესწრებოდნენ ევროპერიო 11-ს.
🔺 ევროპერიო 11 დატვირთული იყო სამეცნიერო პროგრამებით, საინტერესო პრეზენტაციებით, ვორქშოფებით,უახლესი ინოვაციებით…. შევხვდით და გავეცანით წამყვანი კლინიცისტი ექიმების ნამუშევრებს, დავესწარით ლაივ ოპერაციებს. ეს ყველაფერი კი გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში.
🔺 ერთ ერთი ემოციური ფაქტი იყო ვენაში ჯეოპერიოს პრეზიდენტის ანი თავათქილაძის მიერ აფრიალებული საქართველოს დროშა და თათია ქოჩლაძის პოსტერების სესიის მოდერატორად ყოფნა.
🔺ჩვენი ვენური მოგზაურობა დასრულდა ჯერ ევროპერიოს და შემდეგ ჯეოპერიოს მიერ ორგანიზებული ვახშამით ვენის ისტორიულ შენობაში, სადაც მოხვედრა დიდი ფუფუნებაა.
🔺 მადლობა ჯეოპერიოს ამ შესაძლებლობისთვის.
🔺 ჩავინიშნოთ ევროპერიო 12, რომელიც ჩატარდება გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში.

🔻დღეს ჩატარდა კონფერენცია ჯეოპერიოს ორგანიზებით ,, მულტიდისციპლინარული მიდგომა სტომატოლოგიაში” რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენ...
05/10/2024

🔻დღეს ჩატარდა კონფერენცია ჯეოპერიოს ორგანიზებით ,, მულტიდისციპლინარული მიდგომა სტომატოლოგიაში” რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი კლინიკის ექიმები თამუნა ბეგლარაშვილი, ქეთი ნონიაშვილი და შორენა ხუციშვილი.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ როგორც ქართველი, ისე იტალიელი და ფრანგი სპიკერები.
განხილული იქნა კავშირი სტომატოლოგიასა და ონკოლოგიას, კარდიოლოგიას და ენდოკრინოლოგიას შორის. განხილული იქნა კლინიკური შემთხვევები და თუ როგორ ვუმკურნალოთ პაროდონტიტით დაავადებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებებით, აგრეთვე პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა, აღინიშნული იქნა პაროდონტიტის როლი, როგორც დიაბეტის, კარდიოვასკულარული …. დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი.
‼️ჯანდაცვის რგოლში სტომატოლოგები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს დაავადების პირველადი კერების გამოვლენაში, და მოხარული ვართ, რომ ზოგადი განათლება მიღებული აქვთ ,,ელიტ მედ გრუპის” სტომატოლოგებს.
❤️ მადლობა ჯეოპერიოს და მის საორგანიზაციო გუნდს საინტერესო დღისთვის და ზოგადი სამედიცინო განათლების ამაღლებისთვის!

04/10/2024
🦷 ბავშვთა სტომატოლოგია განსაკუთრებული მიმართულებაა რომელიც გულთბილ მიდგომას საჭიროებს.მათი პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ...
30/09/2024

🦷 ბავშვთა სტომატოლოგია განსაკუთრებული მიმართულებაა რომელიც გულთბილ მიდგომას საჭიროებს.მათი პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან სასურველია ფსიქოლოგიური შემზადებით დავიწყოთ,ვინაიდან პირველ შთაბეჭდილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს მის შემდგომ დამოკიდებულებას სტომატოლოგიის მიმართ.
❗️ პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი სტომატოლოგთან არის 3-4 წელი,ამ დროს სრულყოფილად ვათვარიელებთ მის პირის ღრუს,ვასწავლით სწორ წმენდას,და რაც მთავარია სწორად შეურჩევთ კბილის პასტას და ჯაგრისს.🪥
❗️❗️❗️ ყოველთვის პრობლემურია მუდმივი მეექვსე კბილის ამოჭრის საკითხი,ვინაიდან დროებით კბილებთან ერთად ამოიჭრება,ზოგჯერ მშობლებს ისიც დროებითი სარძევე კბილი ჰგონიათ და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. მერე კი 9-10 წლის ასაკისთვის ეს კბილები უკვე დაზიანებულია და სამკურნალო,უფრო უარესი ზოგჯერ საექსტრაქციოც.

📣 ჩასაწერად დარეკეთ: 551253565;
599220330; 598111543
ექიმი: ნინი ნადირაშვილი

🦷 ეს  ნინი ნადირაშვილია მოზრდილთა და ბავშვთა სტომატოლოგი.💉👩‍⚕️  ✅ თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვ...
28/06/2024

🦷 ეს ნინი ნადირაშვილია მოზრდილთა და ბავშვთა სტომატოლოგი.💉👩‍⚕️
✅ თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც კარიესით,ისე არაკარიესული პროცესით ან ტრავმით.მათი აღდგენა ხდება ბჟენის(რესტავრაციის)საშუალებით თითოეული კბილის ანატომიისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.
🪄 ცხოვრების კრედო - ✅ ექიმი სულ უნდა იდგეს განვითარების გზაზე!

26/06/2024

წინ გამარჯვებისკენ!!!

🎨 მხატვრული რესტავრაცია მეცნიერებისა და მხატვრობის ნაზავს წარმოადგენს სტომატოლოგიაში და ის კბილების გარეგნობის აღდგენასა...
24/06/2024

🎨 მხატვრული რესტავრაცია მეცნიერებისა და მხატვრობის ნაზავს წარმოადგენს სტომატოლოგიაში და ის კბილების გარეგნობის აღდგენასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს,

👩‍⚕️ გთავაზობთ ,,ელიტ მედ გრუპის” ექიმი თერაპევტის, გვანცა შიუკაშვილის კლინიკურ შემთხვევას, როდესაც პაციენტმა მოგვმართა ესთეტიკური დისკომფორტით და ჩაუტარდა 36 კბილის რესტავრაცია.

დარეკეთ კონსულტაციის ჩასანიშნად:
📞 551253565

🩷მინდა გაგაცნოთ ,,ელიტ მედ გრუპის” ახალი ექიმი ქეთი ნონიაშვილი.   🩷ქეთი ახალგაზრდა, განათლებული, ჭკვიანი, ულამაზესი, თავ...
23/06/2024

🩷მინდა გაგაცნოთ ,,ელიტ მედ გრუპის” ახალი ექიმი ქეთი ნონიაშვილი.
🩷ქეთი ახალგაზრდა, განათლებული, ჭკვიანი, ულამაზესი, თავისი საქმის პროფესიონალი თერაპევტი და ქირურგია, რომელიც თავს არ ზოგავს თითოეული პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ისახავს მიზანს, აღწევს და კიდევ უფრო მეტს სთხოვს საკუთარ თავს.
🩷მიხარია, რომ ქეთი ჩვენი გუნდის წევრია.

♦️მე ვარ შორენა ხუციშვილი, ექიმი სტომატოლოგი. ჩემი მახსოვრობა ბავშვობიდან სამედიცინო სფეროს და მედიცინას უკავშირდება, რა...
23/06/2024

♦️მე ვარ შორენა ხუციშვილი, ექიმი სტომატოლოგი. ჩემი მახსოვრობა ბავშვობიდან სამედიცინო სფეროს და მედიცინას უკავშირდება, რადგან ექიმების გარემოცვაში გავიზარდე.
♦️ჩემი სტუდენტობა უკრაინას, ქ.პოლტავის სამედიცინო აკადემიას უკავშირდება. მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, ჯგუფელები. უკრაინაში გატარებულმა ამ წლებმა საფუძველი ჩაუყარა, ჩემი, როგორც ექიმის კარიესრის დასაწყისს.
🦷 სტომატოლოგია-ჩემი პროფესიაა, რომელიც უზომოდ მიყვარს და მის გარეშე ვერ ვცხოვრობ. ეს პროფესია მოითხოვს უდიდეს ენერგიას, პასუხისმგებლობას, შრომას…
♥️ საექიმო საქმიანობას უწყვეტად ვეწევი 2000 წლიდან, 24 წლის თითეოელი დღე მაქვს მიძღვნილი ჩემი პროფესიისთვის. ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, სულს, გულს და დიდ სიყვარულს ვუნაწილებ თითოეულ ჩემს თანამშრომელს და პაციენტს.
♥️ ჩემი მრავალწლიანი სამკურნალო გამოცდილება საფუძვლად დაედო სტომატოლოგიური კლინიკა ,,ელიტ მედ გრუპის” დაარსებას, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური, განვითარებაზე ორიენტირებული კადრით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
♥️ და ბოლოს, თუ გვერდით გყავს სანდო, ერთგული, პროფესიაზე შეყვარებული, განვითარებაზე ორიენტირებული და მშრომელი გუნდი, იქ წარმატება გარანტირებულია. და მე ზუსტად ასეთი გუნდი მყავს, და მე ამით ამაყი ვარ!
♥️,,ელიტ მედ გრუპი” ერთი დიდი და ლამაზი ოჯახია, სადაც მობინადრეებს ძალიან უყვართ ერთმანეთი, არიან პროფესიონალები , კეთილშობილები და უდიდეს ცოდნას, სითბოს და კეთილგანწყობას უნაწილებენ პაციენტებს და კოლეგებს.
🥰😊 ჩვენთან ბევრი ღიმილია და ყველაფერი კარგი ხომ ღიმილით იწყება.

22/06/2024

კლინიკა ,,ელიტ მედ გრუპი" არის პროვაიდერი შემდეგი სადაზღვეო კომპანიების:
🟢 ,,ალფა"
🟢 ,,პსპ დაზღვევა''
🟢 ,,ევროინსი"
🟢 ,,ირაო"
🟢 ,,არდი"
🟢 ,,პრაიმი''
გელოდებით სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად.

Send a message to learn more

‼️შორენა ხუციშვილის კლინიკამ რებრენდინგი განიცადა და გიბრუნდებით განახლებული სახელით ,,ელიტ მედ გრუპი” და ლოგოთი.♥️,,ელი...
22/06/2024

‼️შორენა ხუციშვილის კლინიკამ რებრენდინგი განიცადა და გიბრუნდებით განახლებული სახელით ,,ელიტ მედ გრუპი” და ლოგოთი.
♥️,,ელიტ მედ გრუპი” ის ადგილია, სადაც ჩვენი სტომატოლოგები შესაბამის მომსახურებას გაუწევენ პაციენტებს ისე, რომ მკურნალობის მიმდინარეობისას თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ.
❗️კლინიკა ახორციელებს უსაფრთხო, სანდო და უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებულ სტომატოლოგიურ მომსახურებას!
🥰ანდეთ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა ჩვენს სტომატოლოგებს!
😊ყველაფერი კარგი იწყება ღიმილით!

Address

ქ. კასპი კოსტავას 5

Opening Hours

Monday 09:30 - 20:00
Tuesday 09:30 - 20:00
Wednesday 09:30 - 20:00
Thursday 09:30 - 20:00
Friday 09:30 - 20:00
Saturday 09:30 - 17:00
Sunday 11:00 - 03:00

Telephone

599220330

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ელიტ მედ გრუპი / Elite Med Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ელიტ მედ გრუპი / Elite Med Group:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram