05/09/2025
✨ რა ხდის თანამედროვე რაიხიანულ ფსიქოთერაპიას უნიკალურს? ✨
თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპია არის სხეულზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ეფუძნება ვილჰელმ რაიხის კონცეფციას.
📚 თუმცა ის უწყვეტად ვითარდება 1933 წლიდან დღემდე.
🌀 არსებული მოდელი ადამიანს განიხილავს, როგორც ერთიან, რთულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს:
▫️ ცხოვრებისეულ ისტორიას
▫️ ხასიათის ნიშან-თვისებებს
▫️ სხეულებრივ დონეებს
▫️ ნეირომედიატორულ პროცესებს
💡 ეს მიდგომა ეყრდნობა:
🔹 ფსიქოანალიზს
🔹 თანამედროვე ნეირომეცნიერულ მიგნებებს
🔹 უამრავი პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტის კლინიკურ გამოცდილებას
➡️ თანამედროვე რაიხიანულ ფსიქოთერაპიას ჯინო ფერი (მეოთხე თაობის რაიხიანელი თერაპევტი-იტალია) ასე აღწერს: „ეს მიდგომა ფსიქოანალიზს სხეულით ავსებს, ხოლო სხეულს – ფსიქოანალიზით.“
📌 თუ დაინტერესებული ხართ სამწლიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობით, დეტალებისთვის დაგვიკავშირდით მეილზე: gicrp.office@gmail.com