01/08/2025
დღეს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო საზოგადოებამ, ქვეყანამ და ჩვენმა კლინიკამ დაკარგა უდიდესი ადამიანი – თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციონისტი, იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მეცნიერი, ლიდერი, მასწავლებელი და ადამიანი, რომელმაც
ეპოქა შექმნა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.
მისი წვლილი უდიდესია აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, COVID-19-ის კლინიკური მართვისა და მრავალი სხვა გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ის იყო და რჩება მაგალითად – პროფესიონალიზმის, ღირსების და თავდადების.
მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით, საქართველომ შეძლო:
🔹 აივ/შიდსის გავრცელების შეჩერება
🔹 C და B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამების შექმნა
🔹 COVID-19-ის კრიზისზე ორგანიზებული და კლინიკურად გამართული პასუხის გაცემა და მრავალი სხვა...
📚 ახალგაზრდა თაობისთვის ის იყო ადამიანი, ვინც სწავლას აზრს აძლევდა.
👨⚕️ კოლეგებისთვის – ლიდერი, ვის სიტყვასაც საქმე მოჰყვებოდა.
🇬🇪 სახელმწიფოსთვის – მედიცინის ის სახე, რომელსაც ხალხის ნდობა ჰქონდა.
თენგიზ ცერცვაძის მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია – ჩვენში, ჩვენს პაციენტებში, ჩვენს საქმეში.
სიყვარულითა და უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ უდიდეს ადამიანს - თენგიზ ცერცვაძეს.