01/06/2025
🔺 დასრულდა 4 დღიანი ლექცია მასტერკლასებით საინტერესოდ დატვირთული ევროპერიო 11 ქალაქ ვენაში.
🔺 ევროპერიო მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი კონგრესია, რომელსაც 10 000 მდე სტომატოლოგი ესწრება. ჯეოპერიო EFP ის სრულუფლებიანი წევრია და წელს საქართველო 98 ექიმით იყო წარმოდგენილი და აქედან 3 ,,ელიტ მედ გრუპის” ექიმი სტომატოლოგი თამუნა ბეგლარაშვილი, ქეთი ნონიაშვილი და შორენა ხუციშვილი ესწრებოდნენ ევროპერიო 11-ს.
🔺 ევროპერიო 11 დატვირთული იყო სამეცნიერო პროგრამებით, საინტერესო პრეზენტაციებით, ვორქშოფებით,უახლესი ინოვაციებით…. შევხვდით და გავეცანით წამყვანი კლინიცისტი ექიმების ნამუშევრებს, დავესწარით ლაივ ოპერაციებს. ეს ყველაფერი კი გვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში.
🔺 ერთ ერთი ემოციური ფაქტი იყო ვენაში ჯეოპერიოს პრეზიდენტის ანი თავათქილაძის მიერ აფრიალებული საქართველოს დროშა და თათია ქოჩლაძის პოსტერების სესიის მოდერატორად ყოფნა.
🔺ჩვენი ვენური მოგზაურობა დასრულდა ჯერ ევროპერიოს და შემდეგ ჯეოპერიოს მიერ ორგანიზებული ვახშამით ვენის ისტორიულ შენობაში, სადაც მოხვედრა დიდი ფუფუნებაა.
🔺 მადლობა ჯეოპერიოს ამ შესაძლებლობისთვის.
🔺 ჩავინიშნოთ ევროპერიო 12, რომელიც ჩატარდება გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში.