საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სახელმწიფო კლინიკების მმართველი ჯგუფია.

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების მართვას. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მძლავრი სამედიცინო რესურსების არსებობა ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო კლინიკები ხარისხის, ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების უზურნველყოფის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. სახელმწიფო მართვის ფარგლებ

შია შესაძლებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ეროვნული სტანდარტების დაკმაყოფილება; სახელმწიფო კლინიკა არ არის ორიენტირებული ფინანსურ მოგებაზე, რის შედეგადაც მომსახურების ფასები მაქსიმალურად არის მიახლოებული მის ფაქტობრივ ღირებულებასთან, რაც, თავის მხრივ, ჯანდაცვას ბევრად ხელმისაწვდომს ხდის როგორც მოქალაქისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყაროა.

ჰოლდინგის მიზნებია:
· სამედიცინო სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი კონკურენციის შექმნა;
· სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების გაძლიერება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.
· მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა (მ.შ. მოწყვლად ჯგუფებში);
· უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმის დაგეგმვა და განხორციელება;
პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება;
· ტელემედიცინის დანერგვა-გაძლიერება.

08/05/2026
29/04/2026
29/04/2026
29/04/2026
სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფი...
08/04/2026

სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ახალი ამბულატორიები გაიხსნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის აღჭურვილი.

სოფლის ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე,პირველადი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯანიაშვილი, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონებში ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მინისტრის თქმით, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება აქტიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას, საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, ჰქონდეს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.

მიმდინარე წელს დაგეგმილია კიდევ 6 ახალი სოფლის ამბულატორიის გახსნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
#ჯანდაცვა2026

08/04/2026

სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ახალი ამბულატორიები გაიხსნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის აღჭურვილი.

სოფლის ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, პირველადი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯანიაშვილი, ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონებში ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მინისტრის თქმით, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება აქტიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას, საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, ჰქონდეს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.

მიმდინარე წელს დაგეგმილია კიდევ 6 ახალი სოფლის ამბულატორიის გახსნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
#ჯანდაცვა2026

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათ...
07/04/2026

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების პრიორიტეტი რეგიონებში, მაღალი ხარიხის, უწყვეტი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, ამ მიზნით კი, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა. კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე, კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე - იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალისტების გუნდი.

ექიმებთან შეხვედრაზე მინისტრმა მათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონის, ისე - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი.

Endereço

თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ, N29
Poti, CE
0177

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Prática

Envie uma mensagem para საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - Georgian Medical Holding:

Compartilhar