23/01/2026
ფინანსების უსაფრთხოება პატარა სწორი ნაბიჯებით იწყება
🔐 რჩევა #4 – ორმაგი ავთენტიფიკაცია (2FA)
🛡️ ერთი პაროლი კარგია. ორმაგი დაცვა - ბევრად უკეთესი
1️⃣ რა არის ორმაგი ავთენტიფიკაცია?
ეს არის დამატებითი დაცვა, როცა პაროლის შეყვანის შემდეგ საჭიროა მეორედ დადასტურება - მაგალითად, SMS-ით ან აპლიკაციაში მოსული კოდით.
2️⃣ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
▪️თუ ვინმემ შენი პაროლი გაიგო, მხოლოდ მისი გამოყენება საკმარისი აღარ იქნება
▪️მეორე ნაბიჯის გარეშე ანგარიშზე ვერავინ შევა
▪️შენ კი ყოველთვის გაიგებ, თუ ვინმე ცდილობს შესვლას
3️⃣ როდისაა მნიშნველოვანი მისი გამოყენება?
▪️ფინანსურ აპლიკაციებსა და საიტებზე
▪️ონლაინ გადახდებზე
▪️ნებისმიერ ანგარიშზე, სადაც პერსონალური ან ფინანსური ინფორმაციაა
📲 თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს – მალე გაგიზიარებთ ახალ უსაფრთხოების რჩევას!