ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი Informações para nos contatar, mapa e direções, formulário para nos contatar, horário de funcionamento, serviços, classificações, fotos, vídeos e anúncios de ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, Health/Medical/ Pharmaceuticals, Poti.

10/10/2025

🔹ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

🔹იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™️) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

🔹განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

🌐 დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/ #/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

↘️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 116 001

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „დიომედში„ გამართეს. სა...
06/10/2025

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „დიომედში„ გამართეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე 2025 წლის მონაცემებით, გადამდები და არაგადამდები დაავადებების შესახებ რეკომენდაცია გაეწია, ექიმთა ჯგუფს, რომლებიც, უშალოდ პასუხისმგებლები არიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანთა ჯანმრთელობასა და კონტროლის უსაფრთხოებაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ზინაიდა გაგუამ ასევე
სამედიცინო ცენტრის ექიმებს, დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით, ბენეფიციართა გადამოწმება, უბნების მიხედვით, დაავალა.

ფოთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეპიდზედამხედველობის, C ჰეპატიტის ელიმინაციის ს...
01/10/2025

ფოთში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ეპიდზედამხედველობის, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოჯახის ექიმებთან გამართეს. სამუშაო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც, განხილული იქნა ადმინისტრაციული საკითხები.

28/08/2025
📌ფოთში სადეზინსექციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო!📌დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებ...
06/08/2025

📌ფოთში სადეზინსექციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო!
📌დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების მეორე ეტაპი ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორთა ჯგუფი ახორციელებს.

29/07/2025

• B ჰეპატიტი წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციურ დაავადებას, რომლის გამომწვევია B ჰეპატიტის ვირუსი (HBV). ვირუსული ინფექციის შედეგად ვითარდება ღვიძლის ანთებითი პროცესი, რომელიც შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ფორმით.
• B ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის გზით, სქესობრივი გზითა და ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე).
• დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებულმა ადამიანმა, შესაძლოა, არ იცოდეს საკუთარი სტატუსის შესახებ. მწვავე B ჰეპატიტის დროს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს დაინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში. შემთხვევათა 90%-ში მწვავე ჰეპატიტი გამოჯანმრთელებით სრულდება.
• ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში, კლინიკური ნიშნები შესაძლოა წლების შემდეგ გამოვლინდეს, როცა ღვიძლი უკვე მძიმედ არის დაზიანებული. დაავადების ქრონიკულმა ფორმამ, შესაძლოა, ღვიძლის ციროზი, კიბო ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს, რაც სიკვდილის მიზეზი ხდება.
• 2024 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს. 2025 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.

გაიგე, გაქვს თუ არა B ჰეპატიტი! დაიცავი საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა!
დავასრულოთ ჰეპატიტები!

28/07/2025

ჰეპატიტების მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 28 ივლისს აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ხელი შეუწყოს ძალისხმევის გაერთიანებას საერთო მიზნის - ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთის შემცირების მისაღწევად და ყურადღება გაამახვილოს ჰეპატიტების სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობაზე და ქვეყნების მიერ ძალისხმევის გაძლიერებაზე, რათა 2030 წელს მიღწეულ იქნას ჰეპატიტების ელიმინაცია.

ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ქვეყანაში 2015 წლიდან მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში (2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) ქვეყანაში ჩატარდა 6 მილიონზე მეტი ტესტირება, გამოკვლეულია 2 მილიონზე მეტი პირი, მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 91 300-ზე მეტი პაციენტი; განკურნების მაჩვენებელი - 98.5%-ია.

2024 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს. 2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.

სახელმწიფო, ასევე, უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, როგორც აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ასევე 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირთათვის, აცრის სტატუსის მიუხედავად.

მოდი, დავასრულოთ ჰეპატიტები!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH

18/07/2025

🥰

🩵
17/07/2025

🩵

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.

• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს ღებულობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
• თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).
• გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), სანამ სიგრილე იქნება.
• თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

17/07/2025

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ბავშვებზე. ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში, შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის პრობლემები (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებები, დიარეა, შეზღუდული შესაძლებლობები.

ბავშვების ძლიერი სიცხისგან თავის დასაცავად:
• დაგეგმეთ გარეთ გასვლა დღის გრილ პერიოდში;
• დაიცავით ბავშვის კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით;
• არ დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ; გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შესაძლოა ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. (ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, ტემპერატურამ მანქანაში შესაძლოა, 10 წუთში 6 გრადუსით მოიმატოს);
• გაიყვანეთ ჩრდილში ან დაიცავით ის მზისგან ფართოფარფლებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით.
• ჩააცვით ღია ფერის ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი.
• თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს.
• არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.
• დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.
• შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა.
• დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სითხე, სანამ მოწყურდება.
• ეცადეთ უზრუნველყოთ ბავშვის კვება ბევრი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

🩵
17/07/2025

🩵

ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები. ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. მზის სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, მხედველობის დარღვევებიც გამოიწვიოს; მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივების და სოლარიუმებში ზედმეტი დასხივების შემთხვევაში, ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, გულისრევა. ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, მიმართეთ ექიმს. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა.

მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:

o შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა პიკის საათებში, განსაკუთრებით, დილის 10 სთ-იდან 18 საათამდე. მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
o საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული, რადგან წყლის წვეთებს ლინზის ეფექტი აქვს და აძლიერებს მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
o ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
o გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.
o დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად.

გისურვებთ ზაფხულის ჯანსაღად გატარებას!

Endereço

Poti, CE

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Prática

Envie uma mensagem para ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი:

Compartilhar

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram