13/11/2025
5 გენეტიკური მიზეზი, რის გამოც კუნთები ვერ იზრდება:
1 კუნთოვანი ბოჭკოს ტიპი
მეორე ტიპის სწრაფად შეკუმშვადი კუნთოვანი ბოჭკო ანუ სწრაფი ტიპის კუნთი, არის უფრო ძლიერი და და უფრო ფეთქებადი, და მეტად ააქტიურებს ემტორს და უფრო ექვემდებარება ჰიპერტროფიას ანუ კუნთის გაზრდას.
ანუ უფრო სპრინტერული ვიდრე მარათონული.
პირველი ტიპის (ნელი) კუნთოვანი ბოჭკოები კიდე პირიქით.
კუნთოვანი ბოჭკოს ტიპი გენეტიკაზე დამოკიდებულია 45-55% ით. ვარჯიშის მეთოდიკას შეუძლია ამ მაჩვენებელის რაღაც დონით შეცვლა, მაგრამ მთლიანად ვერ შეიცვლება.
2 ტესტოსტერონის და ანდროგენული რეცეფტორების რაოდენობა ან სენსიტიურობა
ტესტოსტერონი დიდ როლს თამაშობს პროტეინ სინთეზში, და კუნთის ცილების დაშლის შემცირებაში. (Protein breakdown)-ს რასაც ეძახიან.
თუმცა ნორმალური დონის ტესტოსტერონი არის საკმარისი ამ პროცესებისთვის.
აქ კიდე მნიშვნელოვანია ანდროგენული რეცეფტორების სენსიტიურობა.
ზოგი ადამიანის კუნთები რეაგირებს უფრო ძლიერად ნორმალური ტესტოსტერონის დონეზე.
რეცეპტორების რაოდენობა და მგრძნობელობა (სენსიტიურობა) არის გენეტიკურად განსაზღვრული.
3 IGF-1 ის წარმოქმნა ან მისი უფრო მეტი რეცეფტორები
IGF-1 წარმოება იზრდება კუნთის მუშაობისას, განსაკუთრებით მისი ადგილობრივი ფორმა — MGF (Mechano Growth Factor).” და უკავშირდება მის რეცეფტორებს კუნთებში და ააქტიურებს ანაბოლურ პროცესებს. რაც უფრო მეტი რეცეფტორი და მათი სენსიტიურობაა მით უფრო მეტი ზრდაა.
4 mTOR ის მიერ სენსიტიურობა
mTOR-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი პროტეინ სინთეზში და კუნთის ზრდაში.
ზოგ ორგანიზმს აქვს გენეტიკურად უფრო მაღალი mTOR-ის აქტივაცია ან სენსიტიურობა და ვარჯიშის ან პროტეინის მიღების შემდეგ აქტიურდება უფრო ძლიერ, რაც შემდგომ იწვევს უფრო მეტ ზრდას.
5 მიოსტატინის დონე
ალბათ ყველას უნახავს ძალიან დაკუნთული ხარის სურათი, ამ ჯიშს ქვია belgian blue, რომელსაც მუტაციურად არააქტოური მიოსტატინი.
მიოსტატინი არის პროტეინი რომელიც აფერხებს კუნთის ზრდას,
ასრულებს ბარიერის როლს.
ვისაც ცოტა აქვს მიოსტატინის დონე უფრო სწრაფად და დიდი კუნთები ეზრდება.
მაღალი მიოსტატინის დონე ამცირებს ზრდის ტემპს, თუნდაც ვარჯიში და კვება ოპტიმალური იყოს. #ვარჯიში #ჯანმრთელობა