Jeki Kontaktní informace, mapa a trasa, kontaktní formulář, otevírací doba, služby, hodnocení, fotky, videa a oznámení od Jeki, Kurz první pomoci, kobyleti, Klasterec nad Ohri.

12/11/2021

ჩემო ქართველო!
რა ეკლიან გზებით გივლია.
ეცადნენ ,მაგრამ ვერ გაგხადეს ბრძოლით დაღლილი.
ქართველად ყოფნა სიხარული და ტკივილია
ქართველად ყოფნა არ ყოფილა ოდით ადვილი!

გმირო ქართველო!
სად ვეძებო შენი საფლავი?!
სად განისვენებ დაუჟანგავ ფარ-ხანჯლიანად?!
იქნებ მარტყოფთან გაგიცივდა გული მართალი,
იქნებ კრწანისთან მზის ამოსვლამ დაიგვიანა.

დიდო ქართველო!
ჯვარ-მზიდველო ქვეყნის ბედისა,
არ მოგასვენეს დუშმანებმა( ღმერთმა დალახვროს).
იქნებ ერთ -ერთი ვაჟი იყავ ქართველ დედისა,
შვილების საფლავს რომ ეძებდა უმისამრთოდ.

არ გირჩევ მტერო!
გასძახოდი ყველა მოსისხლეს.
როგორ გიყვარდა საქართველო ასე სათუთად?!
პატარა ბიჭი იქნებ დედას კალთას მოგწყვიტეს,
იქნებ გაყიდულს ცხრა მთას იქეთ გწვრთიდნენ მამლუქად;

დავბრუნდებიო!
მუხლი მაქვსო მგლისა,ძლიერი!
მითხარი, შენი დაპირება, გურჯო, რა იქნა?!
შენ იყავ იქნებ ის უცნობი ივერიელი,
სიკვდილის წინ რომ მუჭა მიწა გულში ჩაიკრა.

მაინც ვინ იცს,სად გეწია ბედი -მუხთალი?!
ქართველიაო!
იქნებ სწორედ ამად გაწამეს
და თუ რა გყავდა ცხრა მთას იქით ჭირისუფალი,
იქნებ წვიმა ან ქარი ერქვა შენს მესაფლავეს.

ჩემო ქართველო!
ვერ გაგხადეს ბრძოლით დაღლილი.
ქართველად ყოფნა არ ყოფილა ოდით ადვილი!

ელისო ფიჩხაია

07/11/2021
07/11/2021

Adresa

Kobyleti
Klasterec Nad Ohri

Telefon

+420598847001

Internetová stránka

Upozornění

Buďte informováni jako první, zašleme vám e-mail, když Jeki zveřejní novinky a akce. Vaše emailová adresa nebude použita pro žádný jiný účel a kdykoliv se můžete odhlásit.

Sdílet