20/11/2020
🇩🇪🇬🇪 Bauer MED-ის საჩუქარი საქართველოს ხელოვნების სასახლეს.
მადლობა, რომ იცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და ხართ გამორჩეულნი🙏💝
#ხელოვნებისსასახლე
ℹ თითქოს ნაცრისფერი დღეები მომრავლდა, პანდემიაც მომძლავრდა, თუმცა კარგი ამბები მაინც არსებობს და მინდა ერთ-ერთი მათგანი გაგიზიაროთ. 1850 წელს შეკერილი ეს უნიკალური სამეჯლისო კაბა დღეს უკვე ხელოვნების სასახლის საკუთრებაა, ასეთი ძვირფასი ნიმუში მუზეუმის კოლექციაში არ გვქონდა, არადა ასეთი კაბები ეცვათ წინანდლის ვარდს ეკატერინე ჭავჭვაძეს, მის დას ულამაზეს ნინოს, მაიკო ორბელიანს და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ ქართველ ბანოვანს, არადა ასეთი კაბებით დღემდე თავს იწონებს მსოფლიოს არაერთი გამოჩენილი მუზეუმი. ჩვენც უკვე მათ შორის ვართ, ეს კი ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა რომ არა გერმანიასა და საქართველოში აკრედიტირებული სამედიცინო კომპანია Bauer MED. სწორედ ამ კომპანიის მესვეურებმა (რომლებიც ამასთანავე უმნიშვნელოვანეს სამედიცინო მომსახურეობას უწევენ ქართველებს გერმანიის წამყვან კლინიკებში) ჩვენი მუზეუმისათვის ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ სიძველეების სალონში შეიძინეს ეს უძვირფასესი ნივთი და ხელოვნების სასახლეს გადასცეს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო კომპანია Bauer MED -ის ხელმძღვანელს, ჩემს მეგობარს, გამორჩეულ ქართველ ემიგრანტს მაკა ნაჭყებია ბაუერს, Maka Bauer რომელმაც ვინც იცის მერამდენედ საქართველოს ეროვნულ კოლექციას ძვირფასი საჩუქარი შესწირა. სამეჯლისო კაბა საექსპოზიციოდ მზადაა და პანდემიის დასრულებისთანავე სასახლის ერთ-ერთ დარბაზში დაიმკვიდრებს ადგილს.
#ხელოვნებისსასახლე
#გიორგიკალანდია