Tupo Dental Barcelona

Tupo Dental Barcelona Información de contacto, mapa y direcciones, formulario de contacto, horario de apertura, servicios, puntuaciones, fotos, videos y anuncios de Tupo Dental Barcelona, Medicina y salud, Mercat Municipal de Morera/Pomar, Barcelona.

მოგესალმებით ყველას. დღეიდან კლინიკამ განაახლა მუშაობა.  whatsApp 643 772 334
03/10/2022

მოგესალმებით ყველას. დღეიდან კლინიკამ განაახლა მუშაობა.
whatsApp 643 772 334

კბილების პროფესიული წმენდა‼️პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრ...
26/04/2022

კბილების პროფესიული წმენდა‼️

პროცედურა გულისხმობს კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით.



რატომ არის სასურველი ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა, ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. გარდა ამისა, პროფესიონალური ჰიგიენა კარიესის, ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა და არსებული ბჟენების ხანგრძლივობის გარანტიაა.



რა ეტაპებისგან შედგება აპროფესიონალური წმენდა?
პროფესიონალური წმენდა ორი აპარატის Piezon Master-ის და Air Flow-ს გამოყენებით ხორციელდება.
პროცედურის პირველ ეტაპზე ულტრაბგერის და ანტისეპტიკური ხსნარის ჭავლის მეშვეობით შორდება კბილს მყარი ნადები, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენრტირებული ნადებისაგან.
შემდეგ ეტაპზე ხდება კბილის ზედაპირის პოლირება სპეციალური რეზინებით, ჯაგრისებითა და აბრაზიული პასტებით.
პროცედურა სრულდება რემინერალიზაციური თერაპიით – ფტორის შემცველი პრეპარატების აპლიკაციით.



რამდენად ზიანდება კბილის ემალი?
აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის ყოველგვარი დაზიანების გარეშე და კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.



რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებული?
ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ყოველ 4-6 თვეში რეკომენდირებულია ჩავიტაროთ პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა.



რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?
პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს.



აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?
პროცედურას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. ღრმად განლაგებული ნადების და ქვების მოცილებისას შესაძლებებლია ღრძილების მცირედი გაღიზიანება, რომელიც 1-2 დღეში სრულად აღდგება. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.



საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
პროცედურა არ საჭიროებს ინექციურ ანესთეზიას. ტარდება ზედაპირული ანესთეზია სპეციალური გელის მეშვეობით.

06/04/2022

‼️ შესაძლებელია კარიესეს შეჩერება? 🤔😉

საბედნიეროდ, კბილის დაშლის პროცესის შეჩერება, დემინერალიზაციის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ✅

ამ დროს აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. და მაინც, როგორ შევაჩეროთ კბილის დაშლის პროცესი: 👇

🔷️ დააკვირდით შაქრის მოხმარებას - შეზღუდეთ ზედმეტად ტკბილი საკვების მიღება ❌

🔷️ ხშირად გამოიხეხეთ კბილები - სულ მცირე, დღეში ორჯერ. უმჯობესია პტორიანი კბილის პასტის გამოყენება.

🔷️ გამოიყენეთ ფლოსი ყოველდღიურად 😉

🔷️ გაისუფთავეთ პირის ღრუ სპეციალური სავლებით ( პტორიანით ).

🔷️ პერიოდულად ეწვიეთ სტომატოლოგს და შეემოწმეთ. მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ 🙂

სამწუხაროდ, კარიესის ღრუს ფორმირების შემდეგ, კბილის სტომატოლოგიური მკურნალობა გარდაუვალი ხდება

📱 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 643 772 334

ტუჩი არის ჩარჩო, კბილები კი ნახატი.  👌პაციენტი 39 წლის.დასრულდა მკურნალობა ესთეტიკურ დისკომფორტზე. #ცირკონოკერამიკები 🎨B...
24/03/2022

ტუჩი არის ჩარჩო, კბილები კი ნახატი. 👌

პაციენტი 39 წლის.

დასრულდა მკურნალობა ესთეტიკურ დისკომფორტზე.

#ცირკონოკერამიკები 🎨B.1

თერაპევტ-ორთოპედი Tamara Tupuria

03/03/2022

‼როგორ გავიყუჩოთ ტკივილი

Დაგვეთქნხმებით, რომ სიბრძნის კბილით გამოწვეული ტკივილი, შესაძლოა ძალიან მძიმე და შემაწუხებელი იყოს, განსაკუთრებით თუ ის ღრძილშია ჩაბრუნებული. 😰

Დღეს გადავწყვიტეთ, ტკივილის შემამსუბუქებელი რამდენიმე საშუალება გაგიზიაროთ 😇

🔷 მარილიანი წყალი / სოდიანი წყალი - 2016 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ თბილ წყალში გახსნილი იოდიზირებული მარილი, ხელს უწყობს ღრძილების ჯანმრთელობას და კლავს ბაქტერიებს.

🔷 ალოე ვერა - ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ინფექციის ჩახშობასაც უწყობს ხელს. Ალოე ვერას გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრძილების გარშემო ინფექციის გასაქრობად. 🌿

🔷 დანაყული ნიორი და ჯინჯერი - როგორც ჩანს, მცენარეული საშუალებებიდან, დანაყული ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ღრძილების გარშემო წარმოქმნილ პათოგენებს კლავს. Დანაყეთ ნიორი, მიიყვანეთ ის პასტას კონსისტენციამდე და შემდეგ დაუმატეთ მას დაფშხვნილი ჯინჯერი.

🔷 ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია მისი დამამშვიდებელი და გამაყუჩებელი ეფექტით.

➡📱კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 643 772 334

09/02/2022

‼ 4 Რამ, რაც შეიძლება თქვენი კბილების შესახებ არ იცოდეთ 👇😱

🔷 თქვენი კბილები უნიკალურია - ჩვენი კბილები თითის ანაბეჭდივითაა. Ისინი უნიკალურია და სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად ადამიანის ამოსაცნონადაც გამოიყენება.

🔷 კბილები აისბერგივითაა - ჩვენი კბილების მესამედი ღრძილებში იმალება. Სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ღრძილების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც.

🔷 კბილების მინანქარი სხეულის ყველაზე მყარი ნივთიერებაა.

🔷 სიყვითლე კარგი ნამდვილად არაა - გაყვითლებული კბილები უბრალოდ ყავის ეფექტი არ არის. Კბილის სითეთრეს მინანქარიც უზრუნველყოფს, ამიტომ მისი გაცვეთა, კბილის გაყვითლებასაც იწვევს.

➡📱 კონსულტაციისთვის მოგვწერეტთ ან დაგვიკავშირდით: 643 772 334

04/02/2022

Ლამაზი ღიმილი ერთ ვიზიტში 👌

გაინტერესებს, როგორ შეგიძლია ღიმილის გალამაზება ერთ ვიზიტში?

ამ კითხვაზე პასუხი - მხატვრული რესტავრაციაა ✅

🔷 კბილების მხატვრული რესტავრაცია არის კბილის ბუნებრივი და შეძენილი დეფექტების გამოსწორების პროცედურა, რომელიც გულისხმობს კბილის ფერის, ფორმის, დგომის შეცვლას მაღალესთეტიური ბჟენის საშუალებით. 💎

🔷 აღნიშნული პროცედურა ტარდება ვიტალურ (ცოცხალი) და დევიტალურ (მკვდარ) კბილებზეც. Თუმცა, შედეგები ცაცხალი კბილების დამუშავებისას მეტად ეფექტურია. 😇

🔷 მხატვრული რესტავრაცია ერთ ვიზიტში სრულდება და საშუალოდ თითო კბილის დამუშავებას 1-1.5 საათამდე სჭირდება. Თუმცა, პროცედურის ჯამური ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩასატარებელი სამუშაოების სირთულესა და მოცულობაზე. 💙

➡📱 Კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 643 772 334

35 წლის პაციენტი.-Ლამაზი ღიმილი ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომლის გავრცელებასაც ყველას ვურჩევ.Ზედა ყბის სრული რეაბ...
02/02/2022

35 წლის პაციენტი.

-Ლამაზი ღიმილი ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომლის გავრცელებასაც ყველას ვურჩევ.

Ზედა ყბის სრული რეაბილიტაცია 👌

#მეტალოკერამიკა

🎨A.1.5

Ექიმი: Tamara Tupuria

📱Კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 643 772 334

32 წლის. 🎨 A.1Დავასრულე ესთეტიკურ დისკოფორტზე მკურნალობა. #ᲪირკონოკერამიკებიᲦიმილი  - სახის გამომეტყველება, რომელიც პირი...
31/01/2022

32 წლის.

🎨 A.1

Დავასრულე ესთეტიკურ დისკოფორტზე მკურნალობა.

#Ცირკონოკერამიკები

Ღიმილი - სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით.
Ღიმილი თვალების გარშემოც წარმოიქმნება. 😍

ექიმი: Tamara Tupuria

41 წლის პაციენტი. 🎨 A.2 #ᲛეტალოკერამიკებიᲔქიმი: Tamara Tupuria 📱კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 643 772 334
29/01/2022

41 წლის პაციენტი.

🎨 A.2

#Მეტალოკერამიკები

Ექიმი: Tamara Tupuria

📱კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 643 772 334

➡  როდის ხდება საჭირო არხების მკურნალობა‼ კარიესის "ლოგიკური გაგრძელება" პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. Სწორედ ის, რ...
28/01/2022

➡ როდის ხდება საჭირო არხების მკურნალობა

‼ კარიესის "ლოგიკური გაგრძელება" პულპიტი ანუ კბილის ნერვის ანთებაა. Სწორედ ის, რომელიც არხების მკურნალობას, ანუ ენდოდონტიას საჭიროებს. Სამწუხაროდ, ეს შეიძლება საჭირო გახდეს კარიესის დროსაც, როდესაც "ნერვი" ჯერ კიდევ არ არის "ჩათრეული", თუკი კარიესი იმდენად ღრმაა, რომ მისი დამუშავება პულპის შეხების გარეშე შეუძლებელია.

Სიმპტომების გაჩენა კი კბილის ნერვის ანთებით დაზიანებაზე მიუთითებს, როდესაც მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია და არხების მკურნალობა არის საჭირო შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად.

➡ ეს სიმპტომებია:

🔷 Პერიოდული უმიზეზო ტკივილი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის მიღებას საჭიროებს, ზოგჯერ კი იგი არაეფექტურიც კია.

🔷 Მგრძნობელობის გაჩენა, განსაკუთრებით ცივ საჭმელზე ან სასმელზე. Მინანქრის ჰიპერმგრძნობელობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ტკივილი გარკვეული დროით რჩება და მიზეზის მოშორებისთანავე არ ქრება.

🔷 კბილის ფერის შეცვლა. Არცთუ იშვიათად პულპა ანუ კბილის ნერვი მკვეთრად გამოხატული სიმპტომების გარეშე ზიანდება და კარიესის ქრონიკულ პულპიტში გადადის. Აღსანიშნავია, რომ პულპის დაზიანება და "სიკვდილი" შეილება გამოიწვიოს კბილის ტრავმამაც, რაც ხშირად გარკვეული დროის შემდეგ მინანქრის გამუქებით იჩენს თავს.

🔷 ფისტულის ანუ ხვრელარხის არსებობა, რაც ნიშნავს, რომ ნერვი დანეკროზებულია, ინფექცია უკვე გავრცელდა ფესვის ირგვლივ ძვალში და იპოვა გზა ღრძილის ზედაპირზე გამოსასვლელად. Ასეთ დროს ჩირქოვანი გამონადენი მუდმივად გამოიყოფა პირის ღრუში ფისტულის გზით. Მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ მდგომარეობას არ ახლავს ტკივილი, რის გამოც ადამიანმა ექიმს შეიძლება მიმართოს. Ამიტომ, ფისტულის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია კბილის გადასარჩენად.

📱 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 634 772 334

27/01/2022

Ყველამ კარგად ვიცით, რომ კბილების გასუფთავება ყოველდღიურად არის საჭირო, თუმცა რამდენი ასუფთავებთ მსგავსად თქვენს კბილის ჯაგრისს ❓ ჯაგრისის მოვლა საკმაოდ მარტივია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ.

🔷 გაავლეთ წყალში

Კბილების გასუფთავების შემდეგ, თქვენს ჯაგრისზე შესაძლოა საკვები ნარჩენები ან ბაქტერიები დარჩეს. Ამიტომ, დაიბანეთ ხელები და შემდეგ თბილ, სუფთა და გამდინარე წყაში გაავლეთ თქვენი ჯაგრისი. Რბილად გადაუსვით თითები ზედაპირს, რათა საკვები ნარჩენები სრულად მოიშოროთ. 💎✅

🔷 გააშრეთ ჯაგრისი

Მისი გასუფთავების შემდეგ, ჯაგრისის გაშრობაც აუცილებელია. Ამისათვის ის მოათავსეთ ვერტიკალურად მრგვალ დამჭერში, სასურველია რაც შეიძლება მეტი სივრცე ჰქონდეს დამჭერს, რათა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. Ჯაგრისის ჩასადები გამოიყენეთ მხოლოდ მოგზაურობის შემთხვევაში. 😊✈🚗

🔷 გახსოვდეთ, რომ კბილების გასუფთავებამდე, აუცილებლად უნდა გაისუფთაოთ ხელები. 👏

➡📱 კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 643 772 334

Dirección

Mercat Municipal De Morera/Pomar
Barcelona
08915

Página web

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando Tupo Dental Barcelona publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Compartir

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Categoría