GT Evolution Center

GT Evolution Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GT Evolution Center, Psychologist, თბილისი.

🌟GT Evolution Cemter მისია:
3D მატრიციდან 5D ცნობიერებაში გადასვლის პროცესის ხელშეწყობა და ახალი ცნობიერების ფორმირება. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ძველი პროგრამები, აღმოაჩინონ შინაგანი კმარობა. ტრანსფორმაცია სიყვარულით.

🌟 შენში უზარმაზარი ძალაა. პირველქმნილი. წარუვალი.ძალა, რომელიც სამყაროებსა და ვარსკვლავებს ქმნის. 🌌მაგრამ შენ ის დაივიწყ...
19/05/2026

🌟 შენში უზარმაზარი ძალაა.
პირველქმნილი.
წარუვალი.
ძალა, რომელიც სამყაროებსა და ვარსკვლავებს ქმნის. 🌌

მაგრამ შენ ის დაივიწყე...
შენ ყოველდღე უჯერებ საკუთარ ფიქრებს, რომლებიც ჩაგჩურჩულებენ, რომ სუსტი ხარ, რომ არაფერი გამოგივა, რომ ამ მძიმე რეალობაში უმცირესი და უმწეო ნაწილაკი ხარ. შენ უჯერებ ძველ პროგრამებს, რომლებიც მუდმივად უკან, წარსულის ნეგატივში გექაჩებიან და გაიძულებენ, ემოციური რეაგირების ხაფანგში იცხოვრო.

მითხარი, რამდენჯერ გქონია განცდა, რომ ამ მიწაზე რაღაც უმნიშვნელოვანესი დაკარგე?
თითქოს შენი პირველქმნილი მთლიანობა სადღაც კოსმიურ სივრცეში დარჩა, აქ კი მხოლოდ ტკივილი და განმეორებადი წრეებია, საიდანაც გამოსავალს ვერ ხედავ...

მაგრამ გაიხსენე!
შენ შეიგრძნობ ამ ნამდვილ ძალას ყოველ ჯერზე,
როდესაც ცას შეჰყურებ,
როცა ზღვის პირას მარტო ზიხარ ან
ტყის სიჩუმეში სეირნობ.
ეს არ არის უბრალოდ ბუნებით ტკბობა — ეს არის მომენტი, როდესაც შენი სული ნამდვილ სახლს, თავის პირველწყაროს უკავშირდება და „დავიწყების ფარდა“ იხსნება.

✨ გაიხსენე, ვინ ხარ.

შენ იმაზე გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე საკუთარ თავზე ფიქრს ხარ მიჩვეული. შენ არ ხარ ეს ფიზიკური სხეული ან პასპორტის ნომერი. შენ ხარ უმაღლესი განზომილების არსი, რომელიც აქ, ამ მკვრივ მატერიაში, უნიკალურ ევოლუციას გადის. შენ ხარ მაშტაბურად კოსმიური შემოქმედი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტკივილი და წარსულის სიმძიმე უდიდეს სინათლედ და თავისუფლებად აქციოს.

შენ აბსოლუტურად ყველაფერი ძალგიძს. რადგან შენში ის ძალაა, რომელმაც თავად სამყარო შექმნა.

🚀 დროა, გაწყვიტო ძველი ჯაჭვები!
თუკი გრძნობ, რომ დაიღალე ნეგატივსგან კვებით, თუკი გსურს გააუქმო ყველა ნგრევის კოდი, მძიმე პროგრამა და ტრავმა, რომელიც წინსვლაში გიშლის ხელს — იცოდე, რომ ეს ნებადართულია.

ჩემს Telegram არხზე ახლაც მიმდინარეობს ტრანსფორმაციული მარათონი „სასწაულები ნებადართულია“. ეს არის სივრცე მათთვის, ვინც მზად არის, შეწყვიტოს რეაგირება და აირჩიოს გაცნობიერებული ევოლუცია.

👇 გაააქტიურე შენი კოდი ახლავე:
დაწერე კომენტარებში:
„მე აბსოლუტურად ყველაფერი ძალგიძს და ვიღებ სასწაულებს!“
და თვალი ადევნე, როგორ იწყებს კვანტური ველი შენს ირგვლივ ტრანსფორმაციას.

✅შეუერთდი მარათონს ბმულზე
https://t.me/+ZAiQ-K_beuQwM2Y6
და დაიბრუნე შენი სულიერი სინათლე! 🤍

✅შემოუერთdი Facebook დახურულ ჯგუფს საკუთარი თავის შეცნობის პრაქტიკებში:
https://www.facebook.com/groups/1138396276293066

#სასწაულებინებადართულია #კვანტურიფსიქოლოგია #გამოღვიძებისდრო #ზრდისფაქტორი #გაცნობიერება #სულისევოლუცია #შემოქმედი #ევოლუშენცენტრი

საკუთარი თავის სიყვარული არ არის დანიშნულების ადგილი ან საბოლოო წერტილი, ან თვითმიზანი.ეს გახლავთ ყოველდღიური სულის ჰიგი...
17/05/2026

საკუთარი თავის სიყვარული არ არის დანიშნულების ადგილი ან საბოლოო წერტილი, ან თვითმიზანი.
ეს გახლავთ ყოველდღიური სულის ჰიგიენა, სულის კვება იმ შინაგანი ნექტარით, რომელსაც მარტივად , აღიარება ქვია .
საკუთარი თავის მიღება, დაფასება ეს არის სულის წამალი და გინთავისუფლებს უამრავ ენერგიას ზრდისთვის.

როცა მეკითხევით საიდან დავიწყოო?
❌შეწყვიტეთ კრიტიკა
🩵აღიარეთ, დააფასეთ და შეიყვარეთ თავი ახლა, აქ და აქედანვე 💚

უყვარხართ
ესამყაროებით
თამ არსს

🔰ძლიერი სულები ბავშვობიდან თავდასხმის ქვეშ იმყოფებეიან!🌎მრავალი საუკუნის განმავლობაში დედამიწა იყო ეგრეთ წოდებული "სიბნე...
16/05/2026

🔰ძლიერი სულები ბავშვობიდან თავდასხმის ქვეშ იმყოფებეიან!

🌎მრავალი საუკუნის განმავლობაში დედამიწა იყო ეგრეთ წოდებული "სიბნელის მმართველობის" ქვეშ და დაბალი სიხშირის ვიბრაციულ ზონაში.
მაღალი ვიბრაციის სულებს აქ შემოღწევა უჭირთ, რადგან ეს წააგავს წყალში ზეთის ჩასხმას, როცა მათი შეერთების მცდელობა, ფუჭია, რადგან წყალს მაინც ამოაქვს ზეთი.

მაშინაც კი, თუ მაღალი სიხშირის ემანაციის მახასითებელით ყველა პირობა დაკმაყოფილდა და უმაღლესი რიგის სული ჩამოვიდოდა, 3დ მატრიცა მაშინვე რეაგირებდა ამაზე და გადასცემდა განგაშის ზარს "ყურადღება, ყურადღება!". და მაშინვე ამ ჯერ კიდევ არ დაბადებულ ჩვილს თავს ესხმოდნენ მოწინააღმდეგე დაბალი ვიბრაციული ძალები, რომელთა ამოცანა გახლდათ, რაც შეიძლება ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ არ დაეშვათ და აღეკვეთათ მაღალი ემანისიი დაბადება სხვადასხვა გზით - ადრეული სიკვდილის მოწყობა, ან, თუ საკმარისი ძალა არ ეყოდათ, ჩაექროოთ და წაერთმიათ პოტენციალი, „ფეხებქვეშ მიწა გამოაცალა“-ო.

ეს, პროცესი დღესაც მიმდინარეობს და ვლინდებოდა და ვლინდება როგორც პრობლემა ორსულობისას, მშობიარობისას. ბავშვობაში, ხშირად შესაძლებლობების მქონე და მგრძნობიარე ადამიანი აღმოჩნდება აგრესიულ გარემოში, რითაც მაქსიმალურად უნდა დაეწია მისი ვიბრაციები.

სისტემა სწავლობს და ზუსტად კითხულობს სულის დაუცველობას და მტკივნეულ (კარმულ) წერტილებს, რომლეშიც უმოწყალოდ და მუდმივად ურტყამს.

ამოცანას წარმოადგენდა და ღესაც წარმოადგენს - ამ დამიანისთვის ჩამოერთვას საკუთარი თავის რწმენა, დაერღვია, გაენადგურებინა მისი შინაგანი ბირთვი. ამისთვის 3დ-ს შეძლო მისთვის მოეწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ზეწოლა, წნეხი განეცადა, განუწყვეტელი კრიტიკა და ნეგატივი.

მთავარია, სულს შეეწყვიტა საკუთარი თავის სიყვარული, გაეწყვიტა ნამდვილ მე-სთან კავშირი. შეშინებოდა და დაეჯერებინა მოძალადისთვის, სხვებისთვის, უცნობებისთვის, რომ ის არარაობაა, რომ სუნთქავს უკვე ცოდავს, ვალშია და არაფერს წარმოადგენს, რომ უნდა იცხოვროს ისე, როგორც ყველა და მიყვეს დინებაა, აკეთოს რასაც ეუბნებიან. ჩააქროს და დაკარგოს საკუთარი თავში და შესაძლებლობებში რწმენა ე.ი. ამით მიესცეს სხვას (კვებოს 3დ მარიცა) თავისი ძალა.

მაგრამ ძლიერი სულები ტყუილად კი არ ირჩევენ დედამიწაზე, ამ სასტიკ✅ სულის ევოლუციის ურთულეს გზას. რადგან ვინ, ვინ, მაგრამ მათ ზუსტად იციან რომ როგორც კომპიუტერულ თამაშებში, უფრო რთულ დონეზე გადასვლით შეძლებენ მეტი ბონუსის მიღებას.

📌დედამიწაზე გარდმოსახვამდე ანუ დაბადებამდე მათ უჩვენებენ რა ელით აქ და სულები თანხმდებიან მას, კერძოს, გაუძლონ ყველა სირთულეს.

მართალია, ყველაზე დაბალ ვიბრაციებში ჩასვლის შემდეგ, დაბადებიდანვე, ისინი მყისიერად აცნობიერებენ, რომ ეს არც ისე მარტივია, როგორც ზემოდან ჩანდა.
მაგრამ უკვე
👉ფირი/ფილმი ჩაირთო
👉„თამაში“ დაიწყო,
👉როლი არჩეულია
👉წასასვლელი არსად არის.

ყველა ვერ გადის ამ გამოცდას.

ამოცანა კი მდგომარეობს შემდეგში
- არ დანებდე,
- არ დაიწყო დაბალ სიხშირეზე ჟღერადობა. არამედ, "ამაღლდეთ" იმ პირობებში, იმ რესურსით რაც გაგაჩნიათ. შეხვიდეთ სიხარულისა და ბედნიერების მდგომარეობაში და შემდეგ ეს ტალღები რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოთ თქვენს გარშემო.

🪷ამ სულიერი ევოლუციის ალეგორიად შეიძლება, ჩემი საყვარელი მაგალითი მოვიყვანოთ:

ლოტოსის ყვავილი, რომელიც სიმბოლურად სათავეს იღებს იქ, სადაც ჭუჭყი და სილაა, სიბნელეში ისახება, ღვივდება, მაღლა იწევს, ყველა დაბრკოლებას გადალახავს. მისით იკვებებიან თევზები და წყლის სხვა ბინადრები, მაგრამ ის ისწრაფვის სინათლისკენ და სჯერა - ტყუილად არ აკეთებს რასაც აკეთებს.

და ბოლოს, როგორც კი მიაღწევს ზედაპირს და გადავა ახალ გარემოში, ის ყვავის ულამაზეს ყვავილად, მისი ღერო და ფესვები ხდება ძლიერი კი არა, უძლიერესი.

ასევეა, სულის ევოლუციის გზაზე მიმავალი ადამიანი აუცილებლად გადის ნეგატიურ გამოცდილებას და ეს აუცილებელია პირობაა სტაბილურობისთვის, იმისთვის რომ, გახდეს ძლიერი და ავიდეს მაღალ განზომილებებში.

ხომ იცით, რაც უფრო მაღალი და ძლიერია ხე, მით უფრო ღრმა და "ჩატოტილია", ღრმად გამჯდარია მისი ფესვები.

ეს იმისთვის, რომ არ გაგიჟდეს ადამიანი მაღალი ვიბრაციებისგან და იყოს კარგად დამიწებული.
სწორედ ნეგატიური სიტყუაციები, ნეგატიური გამოცდილება იძლევა საშუალებას დაეყრდნოს და გაიზარდოს (ამაღლდეს), გაიაროს ევოლუიციური ეტაპი; ფსიქიკის და ყველა სისტემის დანაკარგის გარეშე მარტივად გაიაროს ყველანაირი საცდელი მოვლინება.

მაშასადამე, "ბოროტება" შეიძლება კარგი აღმოჩნდეს და ვისაც ასეთი გამოცდილება არ აქვს, ადვილად შეიძლება მოწყვიტოს ქარმა და მიმოფანტოს, როგორც ბაბუაწვერა. რაც ხშირად შეიძლება შევნიშნოთ სულიერებაში გადასულ ადამიანებს ან „ფსიქიკური აშლილობა“ დაემართოთ, სუფთა სამედიცინო გაგებით.

ამიტომ, თუ ხანდახან გრძნობთ, რომ დაღლილი ხართ, დაფიქრდით, შესაძლოა სულ ცოტა დრო დარჩა სანამ თქვენი ლოტოსის ყვავილი წყლის ზედაპირს მიაღწევს და ეს მხოლოდ ყველაზე ბნელი საათია გათენებამდე, რომ დგება ხოლმე.

ნუ დაყვებით სხვების უარყოფით მოსაზრებებს თქვენს შესახებ, გახსოვდეთ, რომ დამცირება თქვენი შინაგანი ძალის წართმევის, ჩამოშლის, სულთან გაუცხოების მთავარი ინსტრუმენტია.

მოახდინეთ მობილიზება, შეაგროვეთ თქვენი ნაწილები, გაეცით შინაგანი ბრძანება-განზრახვა დაიბრუნოთ ყველა წართმეული ძალა, გაიხსენით რომ ხართ ღვთიური პოტენციალი, გაიხსენეთ რისთვის მოხვედით ამ ქვეყნად და აღიარეთ თქვენი ღვთიურობა, გაიხსენეთ მისია - სულის ევოლუციის შემდგ საფეხურზე გადასვლით შინ დაბრუნება!

და გახსოვდეთ:
არაფერი ისე, შემთხევევით არ ხდება, თუნდაც ის, რომ ახლა კითხულობ ამას.
გაიხსენე ვინ ხარ..

===
✨ შემოგვიერთდით 28 დღიან ონლაინ კურსზე "გამოღვიძების დროა" ანუ „ზრდისფაქტორზე“

და გახდით საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!

💯მოგზაურობა იწყება ახლა

ინფორმაცია და რეგისტრაცია ამ ბმულზე:
https://bit.ly/4hxbiGB

#ზრდისფაქტორი #სულისევოლუცია #გამოღვიძებისდროა #სიმშვიდე #სამყაროსანაბანა #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა

✨ ცხოვრების ხარისხი: სტრესისა და დაძაბულობის 4 დონეჩვენი ფიზიკური, ემოციური და სულიერი ყოფიერება ერთიანია. მათ ნერვული ს...
09/05/2026

✨ ცხოვრების ხარისხი: სტრესისა და დაძაბულობის 4 დონე

ჩვენი ფიზიკური, ემოციური და სულიერი ყოფიერება ერთიანია. მათ ნერვული სისტემა მართავს და დაძაბულობის ხარისხიც სწორედ მასზეა დამოკიდებული. თუ გსურთ იპოვოთ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა, ჯერ უნდა მიხვდეთ, რომელ დონეზეა გაჭედილი თქვენი ენერგია.

არსებობს დაძაბულობის ოთხი საფეხური:

1️⃣ კუნთოვანი დაძაბულობა (ფიზიკური)
ეს არის პირველი სიგნალი. დაძაბულობა იბუდებს მხრებში, კისერში, სახეზე. კუნთები ხდება ხისტი და მყარი.

შედეგი: ქრონიკული თავის ტკივილი, უძილობა, სპაზმები.

გაფრთხილება: შინაგანი ორგანოებიც (კუჭი, ნაწლავები) კუნთოვანია. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს წყლული ან სპაზმური კოლიტი.

2️⃣ სუნთქვის დაძაბულობა (ფიზიკური)
აქ ზემოქმედება სასუნთქ სისტემაზე გადადის. როცა სტრესი მართავს თქვენს რიტმს, სუნთქვა ხდება ზედაპირული ან ქაოსური.

შედეგი: ჰაერის უკმარისობა ან ფილტვების ჰიპერვენტილაცია. ეს არღვევს მთელი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას.

3️⃣ ემოციური დაძაბულობა
როცა დაძაბულობა ემოციებს ეუფლება, ჩნდება უმიზეზო შფოთვა და პანიკა. ადამიანი კარგავს კონტროლს წარმოსახვაზე — ნებისმიერი წვრილმანი კატასტროფად ეჩვენება.

ურთიერთობები: ზედმეტი დრამატიზება ანგრევს კავშირებს. რეალობა ნაცვლდება შიშებითა და ფანტაზიებით.

4️⃣ სულიერი დაძაბულობა
ეს არის დონე, სადაც ფიქრები დეფორმირდება. ოპტიმიზმი ქრება და ადგილს უთმობს პესიმისტურ ხედვას.

მდგომარეობა: სამყაროს უყურებთ ეჭვითა და მუდმივი უკმაყოფილებით. ფიქრები გადატვირთულია კონფლიქტებით, ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ნეგატიურს ხედავთ.

🌿 როგორ დავიბრუნოთ სიცოცხლის სიხარული?
გახსოვდეთ: ყველა დონე ურთიერთკავშირშია. ქრონიკული სტრესი ფიტავს სხეულს, აქვეითებს მეხსიერებას და ყურადღებას. თუმცა, სიკეთეც აქაა: დაძაბულობის მოხსნით ერთ დონეზე, თქვენ ავტომატურად აჯანსაღებთ დანარჩენ სამს.

სტრესისგან გათავისუფლების გზები:
🧘‍♀️ მედიტაცია და რელაქსაცია
🌬 სუნთქვითი პრაქტიკები
💃 იმპროვიზაცია და იმპულსაცია
🍃 სეირნობა ბუნებაში
🎶 დამამშვიდებელი მუსიკა
👐 მასაჟი — უძველესი გზა სხეულში სიცოცხლის დასაბრუნებლად.

ნება მიეცით სასწაულს, მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ სუნთქვით, დაასრულეთ სულიერი სიმშვიდით.


🗝 როგორ მივიღოთ სიღრმისეული შედეგი?

მნიშვნელოვანია იცოდეთ: ქრონიკული დაძაბულობა დროთა განმავლობაში ფიტავს სხეულსა და გონებას, გვართმევს სიცოცხლის სიხარულს. თუმცა, დაძაბულობის მოხსნით ერთ დონეზე, თქვენ ავტომატურად მუშაობთ დანარჩენ სამზე.

მაგრამ, მხოლოდ ზედაპირული პრაქტიკები საკმარისი არ არის. თუ თქვენი მიზანია არა მხოლოდ დროებითი შვება, არამედ ახალ დონეზე გადასვლა, აუცილებელია სულის ევოლუციის გზაზე სვლა.

💚სწორედ ამისთვის შეიქმნა 4 კვირიანი საბაზისო ონლაინ კურსი — „ზრდისფაქტორი“ (ანუ „გამოღვიძების დროა“), რომელმაც 9 წლის მანძილზე ათასობით მონაწილეს შეუცვალა ცხოვრება.

ამ გზის არჩევით შეუძლებელია მიაღწიოთ იმ სიღრმისეულ ტრანსფორმაციას, რომელიც მატრიცულ წყენებსა და დაგროვილ სიმძიმეს ჩამოგარეცხავთ. თქვენი ახალი რეალობა იწყება იქ, სადაც მთავრდება შიში და იწყება გაცნობიერებული ევოლუცია.

✨ შემოგვიერთდით „ზრდისფაქტორზე“ და გახდით საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!

💯მოგზაურობა იწყება ახლა
ინფორმაცია და რეგისტრაცია ამ ბმულზე:
https://bit.ly/4hxbiGB

#ზრდისფაქტორი #სულისევოლუცია #გამოღვიძებისდროა #სიმშვიდე #სამყაროსანაბანა #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა

🚀ფიქრის ძალა=======================💢პირველი რჩევაარ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი დღევანდელი ყოფიერება. დაიწყე ყველაფერ...
08/05/2026

🚀ფიქრის ძალა
=======================

💢პირველი რჩევა

არ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი დღევანდელი ყოფიერება. დაიწყე ყველაფერი სუფთა ფურცლიდან. სიტყვების მაქსიმალური სიზუსტით ჩამოაყალიბე ის, რისი მიღწევაც გსურს. (დამშვიდდი, პირდაპირი გაგებით ბრძოლა არაფრისთვის მოგიწევს. არც მეგობრების ღალატი დაგჭირდება და არც არაფრის მსხვერპლად შეწირვაა საჭირო, გარდა იმ ენერგიისა და დროისა, რომელსაც ყოველდღიურად, სულ რაღაც ხუთი წუთის განმავლობაში, კონცენტრაციას მოახმარ.) ახლა მხოლოდ ფიქრის სიცხადეა აუცილებელი.

დავუშვათ, ახალი ბინა გჭირდება. სწორედ ახლა შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ის. მნიშვნელოვანია ყველაფერი: მდებარეობა, ფართობი, სართული. წარმოიდგინე ინტერიერი, ხედი ფანჯრიდან, მეზობლები... მოკლედ, ყველაფერი, რაც შენთვის არსებითია. საიდან გაჩნდება ის, რასაც ახლა უკვეთავ? ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, უფრო ზუსტად კი — შენმა ქვეცნობიერმა. შენ არაფერს რისკავ, უბრალოდ, ჩაატარე ეს მომხიბვლელი ექსპერიმენტი.

როგორ მუშაობს ეს: მატერიალურ სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერია. ზოგს ეს სიკეთეები წილად ხვდება დაბაბდებიდან, სხვები კი გვერდიდან ან ჩუმად შურით უყურებენ და წუწუნებენ ან იღვწვიან. საუკუნეებია, ასე ხდება: არსებობენ იღბლიანები და უიღბლოები. იღბლიანებს სჯერათ ქვეცნობიერის ძალის (რა სახელითაც არ უნდა მოიხსენიებდნენ მას) და იმის, რომ სამყაროში ბარაქა სუფევს, სიკეთე კი ყველას ეყოფა. უიღბლოები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ცხოვრებაში კარგი არაფერი მოხდება. თითოეულს თავისი რწმენისამებრ მიეგება, როგორც ეს წმინდა წერილიდან ვიცით.

💢მეორე რჩევა

თუ კონცენტრაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრობლემები გაქვს, შენი სურვილები ფურცელზე ჩაწერე. ოღონდ არ არის საჭირო ცხოვრებისადმი პრეტენზიების გრძელი სიის გადმოღვრა. შემოიფარგლე სამი-ოთხი ძირითადი მიმართულებით.
მაგ:
„მე დავიკელი 20 კილოგრამი და გამოვიყურები, როგორც კირა ნაიტლი“;
„მე ვცხოვრობ ორსართულიან აგარაკზე, ქალაქიდან 15 წუთის სავალზე“;
„მე ვიღებ დოკუმენტურ ფილმებს უძველეს ნამარხებზე და ცივილიზაციებზე“.

ყოველდღე, ხუთი წუთის განმავლობაში, ფოკუსირებულად წაიკითხე და გონებაში გაიმეორე ეს ფრაზები. ისინი რაც შეიძლება მოკლე და ტევადი უნდა იყოს. ეფექტი გაძლიერდება, თუ ამ „მანტრებს“ თან დაურთავ ნამარხების, აგარაკისა და შენი — კირა ნაიტლის სახით — წარმოსახვით სურათებს. აღტაცებაზე კი უკვე ვისაუბრეთ.

როგორ მუშაობს ეს:
ნეირო ლინგვისტიკაში ცნობილია დაღუზების (გამყარების), ქმედების, კერძოს ამ შემთხვევაში წერილობითი დასტურის ხერხები. ხანდახან მათ წვავენ (ზეცაში აგზავნიან), ხანდახან სხეულზე ატარებენ სპეციალურ რიტუალურ კაფსულებში. ძველად დედისა და საცოლის მიერ ლოცვებით დაწერილი ლენტები ომში მიმავალი ბიჭის პერანგის ნაკერებში ჩაიკერებოდა. სტამბოლის თოფქაფის სასახლე-მუზეუმში ინახება კეთილი სურვილებით მოხატული თალისმან-კაფტანები. მიიჩნეოდა, რომ ასეთ სამოსში გამოწყობილს სასწაულების მოხდენა და ხალხების მართვა შეეძლო.

რეგულარულად ჩადე შენს ქვეცნობიერში შენი ხელით დაწერილი გეგმები და გქონდეს სასწაულის იმედი. წარმოიდგინე, რომ შენი ქვეცნობიერი არის მსახური, რომელმაც ბატონისგან მიიღო ბარათი მითითებებით. ის უბრალოდ ვალდებულია, ყველაფერი ზუსტად შეასრულოს.

💢მესამე რჩევა

იყავი მადლიერი. როდესაც ცხოვრებისგან იმის მცირე ნაწილს მაინც მიიღებ, რასაც ქვეცნობიერს უკვეთავდი, გაიხარე და გაიხსენე ეს სასწაული ყოველდღე. გახსოვთ? - არის ზღაპარი ოქროს თევზზე. იცი, რატომ შეწყვიტა ყოვლისშემძლემ იმ მოხუცი წყვილისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება? ბებია ყველაფრით უკმაყოფილო იყო: მდებარეობით, ავეჯით... უმადურობა ანგრევს.

როგორ მუშაობს ეს:
მადლიერების გრძნობა (იგულისხმება — სიხარული იმით, რაც გაქვს) სულს მხნედ ამყოფებს. ჩვენ გვახსოვს, რომ სასოწარკვეთა და გაღიზიანება ქვეცნობიერისთვის ნეგატიური ფონის გაძლიერების სიგნალია, სიხარული კი, პირიქით, „ურჩევს“ მას, მოგიტანოს ცხოვრებისეული სიკეთეები და დაალაგოს ისინი შენს ფეხებთან.

რწმენის ძალა
დავიწყოთ საპირისპიროდან:
სულაც არ არის აუცილებელი, გჯეროდეს ისეთი ფრაზების, როგორიცაა „მე ლამაზი, ჭკვიანი და ბედნიერი ვარ“. ქვეცნობიერისთვის ამის გამეორებით, შენ, ერთი მხრივ, აძლევ მას პროგრამას, მეორე მხრივ კი, საკუთარ თავს აჩვევ ახალ ფიქრებს. თუ გაიმეორებ „მე შემოქმედებითი ტიპი ვარ“ რამდენიმე ათასჯერ, საბოლოოდ შეეგუები ამ აზრს. საკუთარი თავის ახალი გაცნობიერება შენს მეორე ბუნებად იქცევა.

შესაძლოა, თავიდან არ გჯეროდეს შენ მიერ მოფიქრებული დადებითი მტკიცებულებების. მთავარია — გჯეროდეს ქვეცნობიერის ძალის. ის შეასრულებს ნებისმიერ სურვილს, თუ მას საკმაოდ დიდხანს ჩააცივდები ერთი და იმავე თხოვნით. მთავარია, არ ჩაიფიქრო რაღაც, რაც ეწინააღმდეგება წინა სურვილს და არ გადატვირთო ქვეცნობიერი მრავალი სხვადასხვა თხოვნითა და წინადადებით.

ნამდვილი, ცხოვრებისეული სურვილის შესრულება იოლი არ არის. ქვეცნობიერს უწევს სხვადასხვა ადამიანის ბედის ხაზების გადაკვეთა, რეზერვების მოძიება. ამიტომ სურვილები გააზრებული უნდა იყოს.

📌პირველი რჩევა (მეორე ნაწილი)
გააკეთე შინაგანი რევიზია.

გადახედე ყველა ცხოვრების სფეროს და აღნიშნე, რა არ გაკმაყოფილებს საქმეთა ამჟამინდელ მდგომარეობაში. ფული არ გყოფნის? გაიხსენე, რას ამბობ და ფიქრობ, ჩვეულებრივ, ფულზე.
ძველი გამჯდარი პროგრამა „ფული ხელფასამდე არ გვყოფნის“ შეცვალე ფრაზით — „ბევრი ფულია, შემიძლია ვიყიდო ყველაფერი, რაც მინდა“.
დიახ, მოატყუე ქვეცნობიერი. მიაწოდე მას შენი სურვილი, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ფრაზის ყოველდღიური გამეორების შემდეგ, ფული დაიწყებს მოსვლას იქიდან, საიდანაც არ ელოდი.
ჯანმრთელობა გაქვს შერყეული?
გამოიყენე იგივე მეთოდიკა. უთხარი საკუთარ თავს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობ. და ნუ ეტყვი თანამშრომლებს, როგორ გტკივა თავი ან ზურგი.

როგორ მუშაობს ეს:
ქვეცნობიერი გაწვდის ყველაფერს, რისიც გჯერა. ხოლო შენ, ჩვეულებრივ, გჯერა იმის, რასაც მიეჩვიე. ფრაზების გამეორებით შენ ქმნი ჩვევას ახალი ფიქრებისადმი. როგორ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს — ხერხი მოქმედებს. ერთადერთი სირთულე ჩვეულებრივი, უარყოფითი ფიქრების დადებითით შეცვლაა. ბევრს ეს თავიდან საშინელ თვალთმაქცობად ეჩვენება.

📌მეორე რჩევა (მეორე ნაწილი)
თუკი გადაწყვიტე, გჯეროდეს ქვეცნობიერის, მაშინ, ამავდროულად, დაიჯერე ინტუიციისაც — მისი ხმის. რაციონალური ცნობიერება და ლოგიკა ყოველთვის არ გვეხმარება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე საგანგებო სიტუაციას ეხება. როდესაც ყველა დარბის და ყვირის, გამოეთიშე რამდენიმე წამით და მიეცი შენს ქვეცნობიერს დავალება. აუხსენი მას: „ეს სერიოზულია“. უთხარი: „ძალიან გთხოვ!“. გარკვეული დროის შემდეგ პასუხი თავისით ამოტივტივდება.

როგორ მუშაობს ეს:
სინამდვილეში, შენ შესანიშნავად იცი პასუხი თავიდანვე, მაგრამ არ აძლევ თავს უფლებას, მიიღო/გაიგო/მოისმინო. ბავშვობაში ხშირად გეუბნებოდნენ, როგორი სულელი და გაუგებარი ხარ, გესმოდა ბევრი სხვადასხვა „არა“. ჩვევა, ჩათვალო თავი ასეთად, ფესვგადგმულია შენში. წინ ხანგრძლივი მუშაობა გელის — მოგიწევს, გამარგლო, მოაშორო სარეველები, გააფხვიერო შენი მოგონებების მიწა და ჩათესო მასში ახალი თესლები — წარმატების, ბედნიერებისა და თავდაჯერებულობის თესლები.

======

‼️ასე, რომ გიწყვევთ, ონლაინ კურსზე "გამოფხიზლების დროა" ანუ #ზრდისფაქტორი სადაც პრაქტიკულად დავამუშავებთ მენტალურ სახეულთან სამუშაო მასალებს

💯მოგზაურობა იწყება ახლა
ინფორმაცია და რეგისტრაცია ამ ბმულზე:
https://bit.ly/4hxbiGB
===

#სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #კვანტურიფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ზრდისფაქტორი #თვითშემეცნება #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა #ქოუჩსესიები #ფსიქოთერაპია

ბედნიერი ადამიანები – როგორები არიან ისინი?1. არ ადარდებთ, რას ფიქრობენ სხვები მათზე. ისინი არ აძლევენ ნეგატიურ ადამიანე...
07/05/2026

ბედნიერი ადამიანები – როგორები არიან ისინი?

1. არ ადარდებთ, რას ფიქრობენ სხვები მათზე. ისინი არ აძლევენ ნეგატიურ ადამიანებს უფლებას, გავლენა მოახდინონ მათ განწყობაზე. რაც უნდა თქვან სხვებმა. მყარად იციან: ღირსეული ადამიანი ის კი არ არის, ვისაც ნაკლი არ აქვს, არამედ ის, ვისაც ღირსებები გააჩნია.

2. ყველაფერში პოზიტივს ხედავენ. ნებისმიერ ცუდში არის რაღაც კარგი. თუ სიტუაციაში დადებითი მხარის დანახვა შეუძლებელია, ასეთი ადამიანები მას თავად ქმნიან. ისინი არ ნანობენ. თუ მოვლენა კარგი იყო – ეს შესანიშნავია, თუ ცუდი – ეს გამოცდილებაა.

3. მუდამ მეგობრულები და მადლიერები არიან. ბედნიერი ადამიანებისთვის სულერთია, როგორ გამოიყურებით ან საიდან ხართ. მათთვის მთავარია კიდევ ერთი ადამიანი, ვის გვერდითაც გაიცინებენ. ისინი არ იშურებენ დროს სხვების მიმართ მადლიერების გამოსახატად.

4. მუდამ იღიმიან და პოზიტიურები არიან. „ჩვენ იმიტომ კი არ ვიცინით, რომ ბედნიერები ვართ; ჩვენ ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ ვიცინით“ (უილიამ ჯეიმსი). ღიმილი მათი განუყოფელი ნაწილია. ადამიანები, ვისთანაც დროს ვატარებთ, გავლენას ახდენენ ჩვენს აღქმაზე. რაც მეტი ოპტიმისტია თქვენს გარემოცვაში, მით უფრო ნათელი ფერებით შეიღებება თქვენი ცხოვრება.

5. ცხოვრობენ აწმყოში. ისინი არ ელიან პარასკევ საღამოს, კვირა დილას, ახალ მანქანას თუ ახალ ბინას. არ ელიან წელიწადის დროებს. უდიდესი შეცდომაა გეგონოს, რომ ცხოვრობ, მაშინ როცა სინამდვილეში „შემნახველ საკანში“ ზიხარ და ცხოვრების დაწყებას ელი.

6. იციან, რომ ამ სამყაროში ყველაფერი სრულყოფილი არ არის. პერფექციონიზმის დაძლევა აუცილებელია. ბედნიერმა ადამიანებმა იციან სრულყოფილებისკენ სწრაფვის კონტროლი. ისინი არ ისჯიან საკუთარ თავს შეცდომების გამო. პირიქით – ამაყობენ მიღწევებით. ნორმალურია, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. შეუძლებელია ყველაფრის გაკონტროლება.

7. წვლილი შეაქვთ გარესამყაროში. ბედნიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა სამყაროს შეცვლაა. ამისთვის არ არის აუცილებელი ერების გადარჩენა ან ცუნამის შეჩერება. საკმარისია გაუღიმოთ ადამიანებს, თქვათ კომპლიმენტები, დაეხმაროთ მეგობრებს და გასცეთ საჩუქრები.

8. აგრძელებენ სწავლას. ისინი ცნობისმოყვარენი არიან და ისწრაფვიან ახალი ცოდნისკენ. ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც ჯერ არ ვიცით. ცხოვრებისადმი ინტერესი იძლევა ენერგიას, ბადებს ახალ იდეებს და დღეებს უფრო გაჯერებულსა და მკვეთრს ხდის.

GT Evolution Center

===
#სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #კვანტურიფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ზრდისფაქტორი #თვითშემეცნება #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა #ქოუჩსესიები #ფსიქოთერაპია

📬ისწავლე საკუთარი ენერგიის შენარჩუნება1. გაუშვი ადამიანები და სიტუაციები. ნუ ატრიალებ გონებაში მოვლენების შესაძლო ვარიან...
05/05/2026

📬ისწავლე საკუთარი ენერგიის შენარჩუნება

1. გაუშვი ადამიანები და სიტუაციები.
ნუ ატრიალებ გონებაში მოვლენების შესაძლო ვარიანტებს. მოხდა ისე, როგორც მოხდა. როცა გაშვება გიჭირს, დაუსვი საკუთარ თავს ორი კითხვა: „იქნება ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“ და „დღეს საღამოს რომ მივფრინავდე იქ, სადაც ყოფნაზე მუდამ ვოცნებობდი, წავიღებდი ამ პრობლემას თან?“

2. ყოველკვირეულად შეაჯამე შედეგები.
ჰკითხე საკუთარ თავს: რა ვისწავლე? რა იყო ჩემი უდიდესი მიღწევა? რომელი მომენტი იყო დაუვიწყარი? დავხარჯე თუ არა დრო ფუჭად?

4. იზრუნე გარეგნობაზე.
მუდამ მზად იყავი ახალი მიღწევებისა და მოულოდნელი შეხვედრებისთვის. ნუ მოგიწევს თავის მართლება იმის გამო, რომ დღეს ფორმაში არ ხარ.

5. ნუ წუწუნებ და ნუ უჩივი ბედს.
ჩუმად ადექი და გააკეთე ყველაფერი, რაც აუცილებელია.

6. იმოგზაურე.
წელიწადში ორჯერ მაინც ეწვიე ადგილს, სადაც არასდროს ყოფილხარ. მოგზაურობა საკუთარი თავის გაცნობაში გეხმარება.

7. მიეცი საკუთარ თავს შეცდომის უფლება.
თუ რამე გამორჩა, არ გამორჩეს აიღო ამისგან გაკვეთილი. შეცდომა განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა.

8. განავითარე ინდივიდუალობა.
შენ ხარ ის, ვინც ხარ. არავის ეჯიბრები საკუთარი თავის გარდა.

9. მიიღე გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად.
ნუ ამზადებ ცხოვრებას სხვისი რეცეპტებით.

10. ნუ იქნები მომაბეზრებელი.
სამყარო დიდია — მასში აუცილებლად მოიძებნება ის, ვისაც შენი ღიმილი და მზერა ბედნიერებას მოუტანს.

11. იმედიტირე ყოველდღე.
ისწავლე მოდუნება და კონცენტრაცია.

12. გაიღიმე, თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ წარიმართა.
გახსოვდეს, სასურველის ვერმიღება ზოგჯერ თავად არის იღბალი.

13. ისწავლე „არას“ თქმა.
ნუ გეშინია უარის თქმის!

14. შეაფასე თითოეული სიტყვა.
სანამ იტყოდე რამეს, დაფიქრდი: არის ეს სიმართლე, სარგებლის ან სიკეთის მომტანი? ილაპარაკე მხოლოდ საქმეზე. უარი უთხარი ჭორებს, ტყუილსა და წუწუნს, პრეტენზიებს. თუ სათქმელი არაფერია — სჯობს გაჩუმდე.

15. იფიქრე.
გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასე სარგებელი.

16. ნუ გაბრაზდები.
თუ მაინც ძალიან გაბრაზდი, მოიცადე 24 საათი, სანამ პასუხს გასცემდე.

17. იყავი დამოუკიდებელი და თვითკმარი.
შენი ბედნიერება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ რას ფიქრობენ ან როგორ იქცევიან სხვები.

18. ეცი პატივი საკუთარ თავსა და სხვებს.
ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს. ნუ ჩაერევი საქმეებში, რომლებიც არ გეხება. ნუ შეიჭყიტები სხვის ცხოვრებაში — არ დაკარგო მხედველობიდან შენი არჩევანი!

19. იმოქმედე მხოლოდ შენი გავლენის სფეროში.
ნუ ღელავ იმაზე, რასაც ვერ შეცვლი.

20. იყავი სუფთა ჰაერზე ყოველდღე.
ამინდისა და განწყობის მიუხედავად.

21. იწამე ოცნებების და იდეების.
დრო არასწორხაზოვანია — ისინი უკვე განხორციელდა!

22. განავითარე ტალანტები.
გახსოვდეს, ისინი გაგაჩნია, უბრალოდ თვალები გაახილე.

23. იყავი პასუხისმგებელი შენს სიტყვებსა და ქმედებებზე.
შენს სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს.

24. იყავი ერთგული.
ადამიანების, პრინციპებისა და საკუთარი არჩევანის. ერთგულება გადაწყვეტილებაა!

25. თუ საქმეს 3 წუთზე ნაკლები სჭირდება, გააკეთე დაუყოვნებლივ.
ნუ გადადებ „შორ ყუთში“, იქ უკვე კარგა ხანია ადგილი აღარ არის.

26. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას.
ის ერთია. წინ დიდი მიღწევები გელის და მათთვის ჯანმრთელობა დაგჭირდება. სპორტი, იოგა და მედიტაცია, კანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება დაგეხმარება.

27. იპოვე შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია.
ადამიანის ჭეშმარიტი ძალა სიმშვიდეში ვლინდება.

28. აღიარე ფაქტი — წარსული წარსულშია.
ის აღარ არსებობს! გამოიტანე გამოცდილება, გაუშვი და იარე წინ.

29. განსაზღვრე პრიორიტეტები.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

30. დაამარცხე შიშები.
შიში მხოლოდ ილუზიაა.

31. არასოდეს დანებდე!
შეუპოვრობა და მონდომება ყოველთვის ფასდება.

GT Evolution Center

გისურვებთ წარმატებებს!

რომელი პუნქტი გეჩვენება დღეს ყველაზე აქტუალურად შენი წარმატების გზაზე?

თუ თვლი, რომ არის საკითხი რაშიც დახმარება გჭირდება მიმართე ჩვენს ქოუჩებს, ფსქიოლოგებს.
აქ კომენტარბში დაპლიუსდი და მოგწერენ პირადში

05/05/2026

დროა, გათავისუფლდე და აირჩიო სიცოცხლე!

შენ უკვე შეგიძლია დატოვო წყენა წარსულში. შეგიძლია შეწყვიტო კომპლექსებისა და წარუმატებლობების გაუთავებელი ტრიალი გონებაში. უბრალოდ უთხარი თავს: "გეყოფა!" „შეჩერდი!“ უთხარი აზრების ამ დამღლელ ნაკადს და დაიწყე სამყაროს შეგრძნება.

შენ შეგიძლია:
➡️გიყვარდეს:
უთხარი „მიყვარხარ“ მას, ვინც გიყვარს. თქვი ეს მთელი გულით და მიეცი საკუთარ თავს უფლება, სიყვარულით აივსო.
➡️გჯეროდეს:
დაიჯერე მეგობრობის, სიკეთის და იმის, რომ მზე აუცილებლად ამოვა. გაახილე თვალები და დაინახე – ღვთიური საწყისი ყველგანაა. ნახე, როგორ იქმნება სიცოცხლის სასწაული და ირწმუნე მისი.
➡️აპატიე:
როდემდე უნდა ატარო ეს მძიმე ტვირთი? გლოვობდე ბავშვობას, აბრალებდე მშობლებს ან ადამიანებს, რომლებმაც მოლოდინი არ გაგიმართლეს? აპატიე მათ და აპატიე სამყაროს მისი არასრულყოფილება. პატიება თავისუფლებაა.

🌞შენ შეგიძლია უბრალოდ იცხოვრო.
აღიარე, რომ ცხოვრება მშვენიერია.
დილის მადლით სავსე მზე ცაზე და საყვარელი ადამიანის ღიმილი ხომ მთელი სამყაროს ტოლი და ფასია.
მართალია, წინ გახედვა ზოგჯერ გამაშინებს, მაგრამ იყავი მამაცი. აღიარე შენი სიმწიფე და აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე.

ოცნებობდი?
იოცნებე და გჯეროდეს, რომ ყველაფერი ახდება.

ირბინე წვიმაში, დასველდი და შემდეგ თბილ სახლში საყვარელ ადამიანს ჩაეხუტე.

ხოლო საღამოობით, როცა სამყარო მიწყნარდება, თბილად ლოგინში ჩაწვები, დახუჭე თვალები და ისევ და მორიგჯერ ჩასჩურჩულე სიბნელეს:
„მადლობა...
მადლობ...
მადლობ...“

05/05/2026
„მე არ შემიძლია“ — დაამსხვრიე შინაგანი ბარიერები!თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც დანებება გვინდა. გ...
04/05/2026

„მე არ შემიძლია“
— დაამსხვრიე შინაგანი ბარიერები!

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც დანებება გვინდა. გვსურს, დავრჩეთ კომფორტის ზონაში, აბსოლუტურად არაფერი ვაკეთოთ და შორიდან ვუყუროთ, როგორ გადაიჭრება პრობლემები თავისთავად. თუმცა, თუ გსურთ რაღაც უკეთესი და მეტი, ასეთ სურვილებთან გამკლავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყველაზე ცუდი, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს დამართოთ, საკუთარ უმწეობაზე ფიქრით ნუგეშია. ფრაზა, აბა რა ვქნა „მე არ შემიძლია“ არის სერიოზული ფსიქოლოგიური შემზღუდველი. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს — ფიზიკურ ვარჯიშს, სამუშაოს, ურთიერთობების მოგვარებას თუ დაავადებასთან ბრძოლას. როცა ამას იმეორებთ, თქვენს ქვეცნობიერს უსუსურობის სჯერა, რაც შიშსა და ეჭვებს ბადებს.

იცოდი? - შენი ყველაზე დიდი მტერი შენივე ფიქრებია.

ხშირად „არ შემიძლია“ მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც „არ მინდა“ იმალება.
ნუ მოატყუებ საკუთარ თავს. ჩახედე შიშს თვალებში და გაიარე მასში. თუ გსურს გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადალახო.

თუ გრძნობ, რომ ძალა გეცლება, გახდი საკუთარი თავის მშობელი, მოტივატორი და მენტორი. უთხარი საკუთარ თავს: „მე შევძლია!“, „მე გამომდის!“ და იომქმედე. ქართული ხალხური სიმღერა თუ გახსოვს, მხოლოდ სიტყვა „ოდოია“ მთელი— უბრალოდ გააგრძელე, იმეორე და აკეთე, აკეთე და იმეორე!

თუ შენ არ აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, ამას შენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. ადამიანების 95%-ს ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ თუ შენ შეძლებ საკუთარი თავისსთის ძალისხმევის გამოჩენას და გაგრძელებას, ეს ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლია.

თუ გქვს პასუხგაუცემელი კითხვები არ იცი რითი დაიწყო, მოდი 4 კვირიან ონლაინ კურსზე ზრდისფაქტორში ანუ "გამოღვიძების დროა"

მზად ხარ ტრანსფორმაციისთვის გაიარე რეგისტრაცია და დავიწყოთ ერთად
https://bit.ly/4hxbiGB

===
#სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #კვანტურიფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ზრდისფაქტორი #თვითშემეცნება #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა #ქოუჩსესიები #ფსიქოთერაპია

ტომას ელიოტი ამბობდა: "შეუძლებელია, სამყარო ნათელი ჩანდეს, თუ თავად მუდმივად შავ სათვალეს ატარებ".ხშირად ჩვენ ვეძებთ პრო...
03/05/2026

ტომას ელიოტი ამბობდა: "შეუძლებელია, სამყარო ნათელი ჩანდეს, თუ თავად მუდმივად შავ სათვალეს ატარებ".

ხშირად ჩვენ ვეძებთ პრობლემებს გარეთ, ვაბრალებთ გარემოებებს, ბედისწერას, ადამიანებს... მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენი გონება და ენერგეტიკა არის ის "ლინზა", რომლითაც რეალობას ვუყურებთ.

"შავი სათვალე" — ეს არის დახშული გული, ეგოს შიშები, ნეგატიური რწმენები და დაბალი ვიბრაციები. სანამ ამას არ გავაცნობიერებთ და არ შევცვლით, სამყარო ვერ გაფერადდება.

ტრანსფორმაციული მოგზაურობა სწორედ ამ "სათვალის" მოხსნით იწყება.

ნიშნავს თუ არა ეს "ვარდისფერი სათავალის" გაკეთებას?

სრულებითაც არა. მათ შორის პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

აი, რატომ:
👉„ვარდისფერი სათვალე“ არის ილუზია, რეალობისგან გაქცევა და პრობლემების იგნორირება. ესაა მდგომარეობა, როცა ადამიანი თავს იტყუებს, უარს ამბობს სირთულეების დანახვაზე და ყველაფერს არაადეკვატურად, ზედაპირულად პოზიტიურად აღიქვამს.
👉„შავი სათვალის“ მოხსნა ნიშნავს ნამდვილი, ობიექტური რეალობის დანახვას შინაგანი ნეგატიური ფილტრების (შიშების, წინასწარგანწყობების, ძველი ტრავმების) გარეშე.

პოსტის მიზანი ის კი არ არის, რომ გამოწვევბი (პრობლემები) არ არსებობს, არამედ ის, რომ როცა შინაგანად სუფთავდები („შენს სათვალეს წმენდ“) გეძლევა ძალა და სიცხადე, რომ:

1. დანახო შესაძლებლობები იქ, სადაც ადრე მხოლოდ დაბრკოლებებს ხედავდი.

2. იპოვო გამოსავალი, ნაცვლად წუწუნისა.

3. აღიქვა სამყარო, როგორც განვითარების სივრცე და არა როგორც მტრობის.

შესაბამისად, ეს არის გაცნობიერებული, რეალისტური და ძლიერი პოზიცია, და არა გულუბრყვილო „ვარდისფერი“ ოპტიმიზმი.

თამარ კვარაცხელიას 28-დღიანი კურსი "გამოღვიძების დროა" შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ შინაგანი სინათლის პოვნაში, რათა დაინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია — სავსე შესაძლებლობებითა და სიყვარულით.

მოიხსენი შავი სათვალე. დაიწყე ცხოვრება სიხარულით.

#ზრდისფაქტორი ანუ "გამოღვიძების დროა"
კურსი რომელიც ცვლის ცხოვრების ხარისხს
რეგისტრაციის გავლა ამ ბმული
https://bit.ly/4hxbiGB

===
#სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #კვანტურიფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ზრდისფაქტორი #თვითშემეცნება #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა #ქოუჩსესიები #ფსიქოთერაპია

Address

თბილისი

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 14:00

Telephone

+995579737007

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GT Evolution Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to GT Evolution Center:

Share

Category