Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Abastumani
  • Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი

Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი აბასთუმნის ფილტვის ცენტრი , საქართველო

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!გილოცავთ ძვორფასო პედაგოგებო❤️🇬🇪პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხ...
05/10/2025

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!
გილოცავთ ძვორფასო პედაგოგებო
❤️🇬🇪

პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება გაქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში, იყო კარგი მასწავლებელი, ნიშნავს მყარი საფუძვლის შექმნას ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

გვინდა თქვენს მიმართ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატოთ.🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#სამედიცინოტურიზმი
#რეაბილიტაცია
#სამცხეჯავახეთი
#აბასთუმანი

უცებ გარბის დრო...„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ უკვე  6 წლისაა! 2019წლის 3 ოქტომბერს დაარსდა „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“,რ...
02/10/2025

უცებ გარბის დრო...
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ უკვე 6 წლისაა!

2019წლის 3 ოქტომბერს დაარსდა „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“,რომელიც დღეისათვის არის ფილტვების ქრონიკული დაავადებების სტაციონარული ტიპის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სარეაბილიტაციო დაწესებულება როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიაში.
იგი განკუთცნილია 100 ბენეფიციარისათვის. დამფუძნებელია „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“,რომლის მიერაც შემუშავებულ იქნა ფილტვების ქრონიკული პათოლოგიების რეაბილიტაციის პირველი გაიდლაინი და პროტოკოლი. ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის მოწინავე,სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებთან და მომიჯნავე დარგების წამყვან სპეციალისტებთან.
ცენტრი დაარსდა ფონდი „ქართუსა“ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით საგანგებოდ აშენებულ და აღჭურვილ, ახლადაშენებულ, უახლესი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმროს ტიპის შენობაში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ცენტრი აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურითა და დანადგარებით. ცენტრს გააჩნია სასტუმროს ტიპის კეთილმოწყობილი ოთახები,მათ შორის საგანგებოდ შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული ნომრებითა და ინფრასტრუქტურით, საუკეთესო სამზარეულო და სასადილო დარბაზი და 4-ჯერადი კვებით,ფიტნეს დარბაზი, თანამედროვე სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის მრავალფეროვანი არსენალი, შენობის უახლესი ტექნიკით, სახანძრო უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემებით აღჭურვილი მეურნეობა.
სახელმწიფო პროგრამით 20 დღიანი უფასო სარეაბილიტაციო კურსის ფარგლებში მკურნალობა უტარდებათ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენების წარმომადგენლებს,როგორებიც არიან - მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დროებით ადგილნაცვალი პირები,სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები,მავნე და მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში დასაქმებული ადამიანები.დღემდე,ამ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში,ცენტრში უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო მკურნალობა გაიარა 6000-მდე ბენეფიციარმა.
2021წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვნენ კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომი პერიოდის,ფილტვების ქრონიკული პათოლოგიით დაავადებული პოსკოვიდური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციარები. ამ ფაქტს ანალოგი არ აქვს მთელს მსოფლიოში. ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში ქართულმა სახელმწიფომ არათუ თეორიულად დაიწყო მზადება პაციენტთა პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პროცესისათვის, არასმედ პრაქტიკულად, სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით განახორციელა პოსტკოვიდურ პაციენტთა რეაბილიტაცია „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ბაზაზე. ამ უპრეცედენტო მოვლენას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს „ქართული ფენომენი“.
ცენტრს პერიოდულად უხდებოდა საქმიანობა განსხვავებული პროფილით, ხან კოვიდ კლინიკად, ცხელების ცენტრად თუ საიზოლაციო დაწასებულებად. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ იყო პიველი საკარანტინე სივრცე, რომელიც შეიქმნა საქართველოში კორონა ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე.
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ნაყოფიერად თანამშრომლობს ქვეყნის სამხარეო ადმისტრაციებთან და მუნიციპალიტეტებთან, განსაკუთრებით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებთან,ასევე ქ.თბილისის მერიასთან, საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის შესაბამისი დარგების საწარმოებთან და ბიზნესოპერატორებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან,ავღანელთა კავშირთან, სხვადასხვა არასამთავრობო, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერა,რომელთა ინიციატივითაც ცენტრს გადაეცა მნიშვნელოვანი დახმარება ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით,კერძოდ გერმანულმა მხარებ გადმოგვცა სასუნთქი სისტემის ფუნქციონალური კვლევის უნიკალური,მაღალტექნოლოგიური აპარატი - ბოდიპლეტიზმოგრაფი, ხოლო ნატოს ევროპის სარდლობის პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა სხვადასხვა სამედიცინო და სარეაბილიტაციო დანიშნულების აპარატურა, უახლესი მაღალი გამავლობის ავტომობილი და მიკროავტობუსი.
კვლავაც გრძელდება მუდმივი ყურადღება და თანადგომა ფონდი „ქართუს“ მხრივ,დასახულია მომავალი საქველმოქმედო,ტექნიკური დახმარების პროექტები.
პოსტპანდემიურ პერიოდში მომართვიანობა თითქმის გაორმაგებულია თვითდაფინანსების -სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით,როგორც შიდა ბაზრზე,ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მხრივ. ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ ინიცირებული სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები,რომლებიც აბასთუმანში მიმდინარე ფართომაშტაბიანი აღმშენებლობითი პროცესებისა და მეტად სასიამოვნო ამბიციური განაცხადის - „ აბასთუმანი უნდა გადაიქცეს საქართველოს სავიზიტო ბარათად“ - კვალობაზე, ცენტრის სამომავლო გეგმებს მეტად ოპტიმისტურ ელფერს სძენს.
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს შორის პირველი კლინიკაა, სადაც დაინერგა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.
ცენტრმა საკუთარი ელექტრომომარაგების 80% ჩაანაცვლა განახლებადი ენერგიით - მზის პანელებით წარმოებული, შედარებით იაფი ელექტროენერგიით.ეს ჩვენი ძალიან მცირე წვლილია აბასთუმნის,როგორც ეკოლოგიურად უნიკალურ სუფთა კურორტად ჩამიყალიბების,ასევე განახლებადი ენერგიების წარმოების, წახალისებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
ცენტრის საქმიანობის ძირითად ლაიტმოტივს მიწოდებული მაღალხარისხოვანი სამედიცინო სერვისის სტანდარტის განუხრელად დაცვის პირობებში, წარმოადგენს ცენტრში ბენეფიციართათვის შინაურული, ოჯახური გარემოს შექმნა, რომლის ეფექტურობის დადსტურებასაც წარმოადგენს მრავალი სამადლობელო გამოხმაურება მასმედიით,სოციალური ქსელებით თუ ის თბილი, კეთილმოსურნე ჩანაწერები,რომელებიც მრავლადაა ცენტრის ფოიეში განთავსებულ ე.წ. სამახსოვრო,მადლიერების კედელზე. ნიშანდობლივი ფაქტია,რომ წარმატებული საქმიანობისათვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ ორ წარმომადგენელს, ცენტრის უხუცეს ექიმ-პულმონოლოგ თამაზ ჯიჯეიშვილსა და ცენტრის დირექტორს რევაზ ჟღენტს მინიჭებული აქვთ ადიგენის საპატიო მოქალაქის წოდება, თავად „“აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ კი არის პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოების „ქართული ბრენდის“ 2021წლის გამარჯვებული ნომინაციაში “რეპუტაცია და ნდობა”.
ცენტრის თითოეული თანამშრომლის მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლებისდაგვარად ხორცი ესხმება სურვილს- ვაჩუქოთ ჩვენთან მოსულ ყველა პაციენტს სიხარულისა და ბედნიერების პატარა ნაპერწკალი,რომელსაც გავატანთ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში და ისინიც თავის მხრივ გადასცემენ სხვებს ამ მოწოდებას
- "იყავი ჯანმრთელი,შეისუნთქე ბედნიერება!"

#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი
#რეაბილიტაცია
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებები
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებებისრეაბილიტაცია
#ტუბერკულოზისადაფილტვისდაავადებებისეროვნულიცენტრი
#მთისკურორტები
#სამედიცინოტურიზმი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება

გილოცავთ ადიგენობას!✊ეს დღე თითოეული ადიგენელის ერთობის, სიძლიერისა და  სიყვარულის სიმბოლოა. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა ...
27/09/2025

გილოცავთ ადიგენობას!✊
ეს დღე თითოეული ადიგენელის ერთობის, სიძლიერისა და სიყვარულის სიმბოლოა. ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მშვიდობას ვუსურვებთ ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს!❤️
ერთგვარი ბედნიერებაა ჩვენი ცენტრისთვის ეს დღე, ვინაიდან ადიგენის ორი საპატიო მოქალაქე – ექიმი პულმონოლოგი თამაზ ჯიჯეიშვილი და ექიმი პულმონოლოგი: ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი– მუხლ ჩაუხრელი ემსახურებიან ჩვენს ულამაზეს მუნიციპალიტეტს. ❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#რეაბილიტაცია
#სამცხეჯავახეთი
#ადიგენი

ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია – ეროვნული გმირები, რომლებმაც თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ საქართველოს სიყვარულს საზღვ...
26/09/2025

ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია – ეროვნული გმირები, რომლებმაც თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ საქართველოს სიყვარულს საზღვარი არ აქვს. მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ღირსების, ერთგულებისა და მარადიული გმირობის სიმბოლოები. 🇬🇪
დიდება გმირებს!
#აფხაზეთისაქართველოა

🇬🇪1993 წლის 27 სექტემბერი ჯვართამაღლება - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა!✊...
26/09/2025

🇬🇪1993 წლის 27 სექტემბერი ჯვართამაღლება - ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს სოხუმი დაეცა!

✊ეს დღე ჩვენთვის ხსოვნისა და იმედის დღეა.

✅არასდროს დავკარგავთ იმედს , რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ჩვენც და აფხაზებიც ერთად ვიზეიმებთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრებას.🇬🇪

📃სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დავკარგეთ სოხუმი.

#ჩვენგვახსოვს!
#ჩვენგვახსოვხართ!
#ჩვენდავიბრუნებთ!

#დიდებაგმირებს 🇬🇪

🇬🇪 ღმერთმა დალოცოს საქართველო!

ზარზმა არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, არამედ ქართული სულიერებისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლო.❤️ #აბასთუმნისფილტვისცე...
25/09/2025

ზარზმა არა მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, არამედ ქართული სულიერებისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლო.❤️
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#რეაბილიტაცია
#სამცხეჯავახეთი
#აბასთუმანი
#ადიგენი

პირველი თოვლი ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა – სუფთა ფურცელივით გადაფარავს მთებს და სული სიმშვიდით ივსება. აბასთუმნის ...
21/09/2025

პირველი თოვლი ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა – სუფთა ფურცელივით გადაფარავს მთებს და სული სიმშვიდით ივსება. აბასთუმნის დიდმაღალას უღელტეხილზე დღეს ზამთარმა პირველად შემოაღო კარი და ბუნებამ ზღაპრულ სურათს შეასხა ხორცი – თეთრი ფერით მოფენილი ტყეები, სიმყუდროვე და სუფთა ჰაერი თითქოს ახალ დასაწყისს გვპირდება. ❄️🌲
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება
#მთისკურორტები
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი

გილოცავთ ღვთისმშობლობას!❤️ყოვლის საწყისის მშობლის შობის მადლი ჰფარავდეს  თითოეულ ჩვენთაგანსა და მთელს სამყაროს!❤️დედა ღვ...
21/09/2025

გილოცავთ ღვთისმშობლობას!❤️
ყოვლის საწყისის მშობლის შობის მადლი ჰფარავდეს თითოეულ ჩვენთაგანსა და მთელს სამყაროს!❤️
დედა ღვთისა ყოფილიყოს მფარველი და შემწე მისი წილხვდომილი სრულიად საქართველოსი!❤️

"შობამან შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა, და განაქარვა სიკუდილი, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო."

#ღვისმშობლობა
#ღვთისმშობლისშობა
#აბასთუმნისფილტვისცენტრი
#აბასთუმანი
#სამცხეჯავახეთი
#რეაბილიტაცია
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებები
#ფილტვებისქრონიკულიდაავადებებისრეაბილიტაცია
#მთისკურორტები
#იყავიჯანმრთელიშეისუნთქებედნიერება

Address

Abastumani
0301

Telephone

+995591122177

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Abastumani Lung Center - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category