Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe

Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe ✅️2022 წლიდან ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს.

🖌🖌🎉🎉2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების  საერთაშორისო დღეა !აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედაა....   😍😍🥰 გ...
02/04/2024

🖌🖌🎉🎉2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა !
აპრილის თვე აუტიზმის მსოფლიო თვედაა....
😍😍🥰 გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს 2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალის გუნდი ვუერთდებით ამ დღეს და მოგიწოდებთ ყველას, პატივი ვცეთ და ვაღიაროთ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები, ინდივიდუალური ხედვა და ძლიერი მხარეები.

#ფაზლი,რომელიცერთადუნდაავაწყოთ
#სამყაროსყველასახისგონებასჭირდება
#აუტიზმიარარისენობრივიბარიერი,ესსხვაენაა
#ქართულიჩემიმეორეენაა,აუტიზმი-პირველი.

2 აპრილი. - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.
02/04/2024

2 აპრილი. - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.

საქართველოში დღეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკეები, სომხური სამოციქულ...
31/03/2024

საქართველოში დღეს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დიდდღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და პროტესტანტები.

გილოცავთ ყველას აღდგომას.

HAPPY EASTER

27/03/2024

აი ასე გულშემატკივრობდნენ ჩვენი ცენტრის ბენეფიციარები საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც საბერნეთი დაამარცხა პენალტების სერიაში 4-2 და მოიპოვა EURO2024-ზე ასპარეზობის უფლება.

მადლობა ჩვენ ნაკრებს.
ევროპა ჩვენია.

☀21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა▪︎ სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომ...
21/03/2024

☀21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

▪︎ სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი, შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

▪︎ დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის.

▪︎ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ამ დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაავადებულთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

რატომ ჭრელი წინდა?! 🧦🧦

წინდა ქრომოსომას ჰგავს, ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.

13 მარტს  11:00 საათიდან შესაძლებლობა გექნებათ კონსულტირება მიიღოთ კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმი ნევროლოგისგან, თამ...
11/03/2024

13 მარტს 11:00 საათიდან შესაძლებლობა გექნებათ კონსულტირება მიიღოთ კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმი ნევროლოგისგან, თამარ ვაშაკიძე
მისამართი :
კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი
ახალციხე. 9 აპრილის ქუჩა №1გ.
ექიმი ნევროლოგი თამარ ვაშაკიძე.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით
591 70 30 88

🌹ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს.🪻Dear ladies, I congratulate you on International Women's Day.
08/03/2024

🌹ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს.

🪻Dear ladies, I congratulate you on International Women's Day.

7 მარტს, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის, ახალციხის ფილიალს ეწვივნენ ქალა ვალის, კათოლიკური სამრევლოს ბავშვები, სამრევ...
07/03/2024

7 მარტს, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის, ახალციხის ფილიალს ეწვივნენ ქალა ვალის, კათოლიკური სამრევლოს ბავშვები, სამრევლოს წინამძღვარ, მამა პაატა ქომოშვილთან და კატეხისტ, ეკა ხითარიშვილთან ერთად.

სტუმრობის მიზანი იყო საქველმოქმედო ხასიათის. ბავშვებმა შეაგროვეს სხვადასხვა ნივთები, სურსათი და გადასცეს შშმ პირთა დღის ცენტრს.

კოლექტივმა სტუმარ ბავშვებს გააცნეს შშმ პირების საქმიანობა, მათი აქტივობები, დაათვალიერეს მათ მიერ შექმნილი ნივთები, სამრევლოს ბავშვებმა კი თავის მხრივ რამდენიმე ცეკვა და სიმღერა აჩუქეს მასპინძლებს. ბოლოს კი ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.

მადლობა მათ ასეთი კეთილი საქმეებისათვის.

"დღეს ჩვენი სამრევლოს ბავშვები, რომელთაც კატეხისტების ხელმძღვანელობით, შეაგროვეს პროდუქტი და სამოსელი საქველმოქმედო მიზნით, ვესტუმრეთ ქ. ახალციხის კამილიელთა დღის ცენტრს და მათ გადავეცით. პროექტის კოორდინატორმა - ქალბატონმა ქრისტინე ლაზარიშვილმა და დღის ცენტრის მთელმა სტაფმა, ძალიან გულთბილად მიგვიღეს. განსაკუთრებით კი თავად ბენეფიციარები შეგვხვდნენ მოღიმარი და ბედნიერი სახეებით, რომელთაც მუდამ უხარიათ სტუმრებთან შეხვედრა და ურთიერთობა. კოორდინატორმა და მასწავლებლებმა ბავშვებს გააცნეს მათი საქმიანობა და ნამუშევრები, რაც უკავშირდება ხელოვნებას. გავიცანით ერთმანეთი. ჩვენმა ბავშვებმა ბენეფიციარებს წარმოუდგინეს გასართობი მოკლე პროგრამა - ცეკვა, სიმღერა და გალობა. შემდეგ ვეახელით მომზადებულ ტკბილ სუფრას, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ურთიერთმადლიერების განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს იმ იმედით, რომ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს!
- ყველაფერი უფლის ბრწყინვალე დიდებისათვის!"

წერს სამრევლოს გვერდზე მამა პაატა ქომოშვილი

6 მარტს, ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში, შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ჩაატარეს დედის დღესთან და ქ...
06/03/2024

6 მარტს, ახალციხეში კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში, შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ჩაატარეს დედის დღესთან და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საერთო ღონისძიება.
ესწრებოდნენ ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციართა მშობლები და ახლობლები, ყველა, ვისაც სურვილი ჰქონდა დამტკბარიყო ამ ლამაზი საათ-ნახევრით.

ზეიმის ბოლოს მოეწყო სპეციალურ დეკორაციასთან ბენეფიციარებისა და მათი მშობლების ინდივიდუალური ფოტოსესია და ყვავილების ჩუქება დედებისათვის და ახლობლებისათვის. ბოლოს ყველამ გადაიღო საერთო ფოტოები.

მადლობა ბენეფიციარებს, მადლობა ყველას, ვინც იშრომა ამ დღის მომზადებისათვის.

დედის დღე არის დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვ...
03/03/2024

დედის დღე არის დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. უმეტეს ქვეყნებში აღნიშვნა მარტში და მაისში ხდება.

„დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

საქართველოში დედის დღე აღინიშნება 3 მარტს.

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრი ახალციხის ფილიალი გილოცავთ ამ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დედობრივ სიხარულს.

02/03/2024
გაზაფხულის თემასთან დაკავშირებით, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრშიარტ- თერაპიის ჯგუფებში...
20/02/2024

გაზაფხულის თემასთან დაკავშირებით, კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრში
არტ- თერაპიის ჯგუფებში მიმდინარეობს ხელნაკეთი სუვენირების ,აქსესუარების და დეკორაციების მზადება. 🌼🌼🎁🎀

Address

9 Aprili Street 1g./9 აპრილის ქუჩა №1გ
Akhaltsikhe
0800.

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 16:30

Telephone

+995591703088

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Camillians Rehabilitation Center - Akhaltsikhe:

Share