ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center

ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center მიზანზე ორიენტირებული, გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში .
აირჩიე საუკეთესო!

"ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი" ორიენტირებულია ბავშვის/მოზრდილთა ნევროლოგიური, ინტელექტუალური და მენტალური განვითარების დარღვევების მართვაზე.
მკურნალობა ხდება თითოეული პაციენტისთვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია : ექიმი-ნევროლოგი ( ბავშვთა, მოზრდილთა), რეაბილიტოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, მეტყველებისა და ენის თერაპევტი, ფიზიოტერაპევტი, ორთოპედი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - თამარ ნარიმანიძე  ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია, დაათვალიერა ცენტრის მა...
30/07/2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - თამარ ნარიმანიძე ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია, დაათვალიერა ცენტრის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, გაეცნო სამუშაო სპეციფიკასა და სერვისებს.
მედპერსონალთან გასაუბრების შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ცენტრის ბეფიციართა მშობლებთან და სპეციალისტებთან. ყურადღება გამახვილდა არსებულ სერვისებზე, რეალურ საჭიროებებზე, მიმდინარე პროექტებსა და ინოვაციურ მეთოდებზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, სარეაბილიტაციო პროგრამებით მოსარგებლეთა მშობლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, არსებულ სირთულეებზე, რეაბილიტაციის კურსით მიღებულ დადებით შედეგებსა და სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი პროგრამების მხარდაჭერაზე.
ცენტრის სპეციალისტებმა სტუმარს გააცნეს სენსორული და ფიზიკური ინტეგრაციის ჯგუფის პროექტი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებით საჭირო და, რაც მთავარია, შედეგიანი მიმართულებაა. ინოვაციური პროგრამა, არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერასაც ნიშნავს და ეს ძალზე დადებით შედეგებს იძლევა. სწორად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამების მაგალითია ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარი, რომელიც ამჟამად ცენტრშია დასაქმებული და ჩართულია სამუშაო პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალბატონ თამარს მადლობა გადაუხადეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებისთვის, თანადგომისა და გამოხატული გულწრფელი მხარდაჭერისთვის.

24/07/2025

🔹რეაბილიტაცია, რომელიც ცვლის მომავალს 🪄
ნიკოლოზის მაგალითი 👦🏻

📣 გაცნობებთ, რომ  9 აგვისტოდან   24 აგვისტოს ჩათვლით, ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრში  უქმე დღეებია !☀️👩🏻‍💻25 აგვისტო...
23/07/2025

📣 გაცნობებთ, რომ 9 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრში უქმე დღეებია !☀️
👩🏻‍💻25 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას.

30/06/2025

📣 13 ივლისს ,
ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრს თბილისიდან ეწვევა და კონსულტაციებს ჩაატარებს ,ექიმი
👨‍⚕️ბავშვთა ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი- გია მელიქიშვილი

მისამართი 📍ბათუმი. ექვთიმე თაყაიშვილის 58

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს :
🔹ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია
🔸ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) მონიტორინგი
🔹ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკა და შემდგომი მართვა
🔸გენეტიკურ-მეტაბოლური სკრინინგი, კვლევა და შემდგომი მართვა
🔹განვითარების შეფერხების შეფასება და მართვა
🔸ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
🔹პოლისომნოგრაფია
🔹სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების კვლევა და მკურნალობა
✍️ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე : 📱 +995 32 2 423 864 📲595-201-811.
#ბავშვთანევროლოგია
#ირმახვიჩიასრეაბილიტაციისცენტრი
#ვიდეოეეგ
#გიამელიქიშვილი
💙💛

მიზანზე ორიენტირებული, გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში .
აირჩიე საუკეთესო!

26/06/2025

📣 გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
🔹ვაკანსია- ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრში

👩‍💼 რეგისტრატორის პოზიციაზე

↘️საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება✔️

MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა✔️

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა✔️

ეფექტური კომუნიკაციის უნარი✔️

⏰სამუშაო საათები : 10:00 სთ დან 19:00 სთ მდე.
ანაზღაურება : 1000ლ

➡️დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე : 📩 ikrehabilitation@gmail.com
დაგვიკავშირდით : 591 39 80 80

მიზანზე ორიენტირებული, გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში .
აირჩიე საუკეთესო!

25/06/2025

ჩვენთან თერაპია სითბოთი იწყება.
ჩახუტება — პირველი ნაბიჯია ნდობისკენ💛
როდესაც ბავშვი უყურებს სითბოსა და სიმშვიდეს, ის მზად არის განვითარებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად.

👩🏻‍⚕️ენისა და მეტყველების თერაპევტი- ლია მახაჭაძე

✍️ სპეციალისტთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე : 📱 +995 32 2 423 864 📲595-201-811.

 #ინფორმაციამშობლებისთვის📲ეკრანთან გატარებულმა, გადაჭარბებულმა დრომ შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება , კონკრეტულად...
24/06/2025

#ინფორმაციამშობლებისთვის

📲ეკრანთან გატარებულმა, გადაჭარბებულმა დრომ შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება , კონკრეტულად კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, მიზეზი მდგომარეობს ბავშვთა განვითარების და ადრეულ წლებში დასწავლის უნარის თავისებურებებში

📣 7 ივლისიდან„ ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი” გიწვევთ მასაჟის შემსწავლელ კურსზე ჩვენი კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგები...
23/06/2025

📣 7 ივლისიდან
„ ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი” გიწვევთ მასაჟის შემსწავლელ კურსზე

ჩვენი კლინიკის ექიმი რეაბილიტოლოგები და ფიზიკური თერაპევტები ტრენერ- ია ფირცხალაიშვილთან ერთად უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური კადრების (მასაჟისტ რეაბილიტატორები) მომზადებას .

🔵 მასაჟის სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს + 2 თვე პრაქტიკა.

🔶კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. ხირო მასაჟი (სახის)
2. კლასიკური მასაჟი.
3. რელაქსაციური მასაჟი.
4. მატონიზირებელი მასაჟი..
5. სამკურნალო მასაჟი (ოსტრეოხონდროზი, სქოლიოზი და ა.შ.)
6. ბავშვთა მასაჟი ( ბრტყელტერფიანობა, სქოლიოზი და ა.შ.)
7. სპა მასაჟი
8. გასახდომი მასაჟი.
9. ანტი-ცელულიტური მასაჟი.
10. ქვებით მასაჟი
👨‍🏫კურსის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

✔️ ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების გადამზადებას და მათ სათანადო პოზიციებზე დასაქმებას .
გისურვებთ წარმატებას !
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 📲 599 135 732
📍მისამართი : ბათუმი. ექვთიმე თაყაიშვილის 58
#მაღალკვალიფიციურიკადრები
#სტუდენტთახელშეწყობა
#მეტიშესაძლებლობები

🎉გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💙ჩვენო პატარებო, გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ ცხო...
01/06/2025

🎉გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💙

ჩვენო პატარებო, გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ ცხოვრებას✨🤗

🏫იყო ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრის სპეციალისტი, ნიშნავს გახდე ბავშვების მეგობარი, აღმოაჩინო მათი შესაძლებლობები, ინტერესები და დაეხმარო განვითარებაში.

🤝ბავშვების სიყვარული უდიდესი ენერგიით გვავსებს და გვიჩენს სურვილს გავაკეთოთ მათთვის მაქსიმალური,
ყველა ბავშვი განსხვავებული და უნიკალურია. მათ სჭირდებათ სითბო, სიყვარული და თანადგომა 💙🎉

გილოცავთ  დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪🔹გაცნობებთ, რომ 26 მაისს, კლინიკაში უქმედღეა.
26/05/2025

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

🔹გაცნობებთ, რომ 26 მაისს, კლინიკაში უქმე
დღეა.

25 მაისი,  ქედა👩‍⚕ კონსულტაციას გაგიწევთ , ბავშვთა/მოზრდილთა ნევროლოგი -ირმა ხვიჩია   ნეიროსონოსკოპიაახალშობილის თავის ტ...
20/05/2025

25 მაისი, ქედა
👩‍⚕ კონსულტაციას გაგიწევთ , ბავშვთა/მოზრდილთა ნევროლოგი -ირმა ხვიჩია

ნეიროსონოსკოპია
ახალშობილის თავის ტვინის ულტრაბგერითი კვლევა
▫ განვითარების შეფერხება,
▫ ძილის დარღვევები,
▫ ქცევის დარღვევა,
▫ თავის ტკივილები,
▫ გულყრა (კრუნჩხვა) და ეპილეფსია,
▫ კუნთების სისუსტე, მოძრაობითი დარღვევები

👉 ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების გამოვლინება და მათი არსებობის
შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.

👉 ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს სწორი მკურნალობა, რაც თავიდან აგვარიდებს პრობლემის გაღრმავებას და მდგომარეობის გაუარესებას.
👉 კონსულტაციციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით :
📞599 01 49 06
📍ქედა. შ. რუსთაველის 7

Address

ექვთიმე თაყაიშვილის 58
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995595201811

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი• Irma Khvichia Rehabilitation Center:

Share

Category