
13/06/2023
🔆💊 ვიტაფეროლი
♻️ შემადგენლობა:
🔆 ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). �ყოველი 1 წვეთი (0.05მლ) შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:�✅ ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ა (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. �ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. �ვიტამინი D-ს სინთეზი კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულია: �- UVB (ულტრაიისფერი სხივები)-ის რაოდენობაზე (დამოკიდებულია სეზონზე, დღის პერიოდზე, მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ღრუბლის საფარზე, ნისლზე); �- კანის ხილული ზედაპირის ფართობზე (მზე უნდა ასხხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს); �- დასხივების ხანგრძლივობაზე (მზის პირდაპირი დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ); �- კანის ტიპზე (მუქი შეფერილობის კანის მქონე პირებს გაცილებით დიდი დროის გატარება უწევთ მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ, იმისათვის რომ მოხდეს ვიტამინ D-ს გამომუშავება) . �საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს. �
📌 ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვული-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება. ��🎯🔆 ჩვენება:�ვიტამინი D-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; �რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; ჰიპოკალცემიური ტეტანია;�ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;�მალაბსორბცია; ლაქტაზის აუტანლობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი; �ორსულობა და ლაქტაცია; ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებები.
✅ გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას და დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
📍🏥 ჩვენი მისამართია: ბათუმი, გ.ბრწყინვალის 79/81 (ხოზრევანიძის კლინიკის I - სართული)