Vakhtang Beridze - ასთმის სკოლა

Vakhtang Beridze - ასთმის სკოლა მოხარული ვარ, მოგესალმოთ ჩვენს ახალ საინფორმაციო პორტალზე- ვახტანგ ბერიძის ასთმის სკოლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ალერგოლოგ -იმუნოლოგი პროფესორი ვახტანგ ბერიძე

💠"ანთების საწინააღმდეგო ინჰალატორების ხელმისაწვდომობა ასთმით დაავადებული ყველა ადამიანისთვის - კვლავაც გადაუდებელი აუცილ...
05/05/2026

💠"ანთების საწინააღმდეგო ინჰალატორების ხელმისაწვდომობა ასთმით დაავადებული ყველა ადამიანისთვის - კვლავაც გადაუდებელი აუცილებლობაა!" (GINA2026)

💠  ერთ-ერთი მშობლის ნაამბობი   " არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც ჩემს შვილს გაუჭირდა სუნთქვა,შუაღამეს, სიჩუმეში, ...
04/05/2026

💠 ერთ-ერთი მშობლის ნაამბობი

" არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, როდესაც ჩემს შვილს გაუჭირდა სუნთქვა,შუაღამეს, სიჩუმეში, ვუყურებდი როგორ იბრძოდა ჩემი ხუთი წლის ბიჭი ჰაერისთვის. ყოველი ამოსუნთქვა მისთვის ძალისხმევას ნიშნავდა — ჰქონდა ხმაურიანი სუნთქვა, სიტყვას ვერ ამბობდა. სახე გაფერმკრთალებული, თვალები კი შიშით სავსე.ასთმაზე არასოდეს მიფიქრია…
ის ყოველთვის ჯანმრთელი, აქტიური ბავშვი იყო. ის ღამეც ჩვეულებრივად დაიწყო — სურდო, მსუბუქი ხველა… არაფერი ისეთი, რაც საფრთხის მომასწავლებლად შეიძლება ჩამეთვალა.სანამ ყველაფერი უცებ არ შეიცვალა.
გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ყოველი წუთი უსასრულო გვეჩვენებოდა, ყოველი გავლილი კილომეტრი — უფრო გრძელი, ვიდრე წინა. ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდით — ჩვენს შვილს სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება.
ეს იყო ღამე, როდესაც ასთმის დიაგნოზი პირველად დაუსვეს — არა გეგმიური ვიზიტისას, არამედ მძიმე შეტევის ფონზე.როგორც ბევრმა ოჯახმა, ჩვენც არ ვიცოდით, როგორ ამოგვეცნო გამაფრთხილებელი ნიშნები. არ ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდა ასთმის შეტევა და სიმართლე ის არის — არცერთ ოჯახს არ უნდა უწევდეს ამის სწავლა ასეთ რთულ და საშიშ ვითარებაში. დღეს ჩემი შვილი უკვე ექვსი წლისაა.ის თამაშობს, იცინის, დადის სკოლაში…და ეს იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ვიცით —რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ასთმა გვახსენებს თავს.

💠 ხვალ, 5 მაისს, იწყება ასთმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.
„Vakhtang Beridze ასთმის სკოლა“ ეხმარება ოჯახებს, დროულად ამოიცნონ ასთმის შეტევის ნიშნები და იცოდნენ, როგორ იმოქმედონ მარტივი, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯებით — A.B.C.D.E.
A — დამშვიდება
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაამშვიდეთ პაციენტი.
B — სუნთქვა / ჰაერი
დასვით პაციენტი ვერტიკალურად და წაახალისეთ ისუნთქოს ნელა, ღრმად.
C — ინჰალატორი
დაეხმარეთ სამაშველო ინჰალატორის (ხშირად ლურჯი) გამოყენებაში.
D — სასწრაფო დახმარება
დარეკეთ 112-ზე ნებისმიერ ეტაპზე — განსაკუთრებით თუ ინჰალატორი არ არის ხელმისაწვდომი ან ეფექტი არ აქვს.

📣 5 მაისს, ჩვენს კლინიკაში ჩატარდება ასთმით დაავადებული პაციენტების უფასო კონსულტაციები.
✅ შეგიძლიათ წინასწარ დაგვიკავშირდეთ და ჩაეწეროთ.

📣 ბრონქული ასთმის მსოფლიო დღე – 5 მაისი🌎   მსოფლიოში  ასთმით დავადებულია 262 მილიონი ადამიანი. (WHO 2021წ);📈სტატისტიკური...
01/05/2026

📣 ბრონქული ასთმის მსოფლიო დღე – 5 მაისი
🌎 მსოფლიოში ასთმით დავადებულია 262 მილიონი ადამიანი. (WHO 2021წ);
📈სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად დაახლოებით 455,000 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება;
🌎 📈 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში — სიკვდილიანობა უფრო მაღალია.
👫 ბრონქული ასთმა ბავშვებში — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა;

✅ასთმა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, თუმცა მართვადი დაავადებაა.
🌾 🫧 🚬 გარემო ფაქტორები, მაღალი ტენიანობა (ზღვისპირა კლიმატი) რომელიც ააქტიურებს ბიოლოგიურ ალერგენებს (მტვერის ტკიპები, სოკოს სპორები, მიკროფლორა), ჰაერის დაბინძურება (ქალაქის ცენტრალური ზონები), სეზონური პოლინოზი.
💠 ასთმას სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული „სახე“ აქვს.
‼️ 📈 ბათუმში ურბანულ ბავშვთა პოპულაციაში ასთმის შემთხვევების დაახლოებით 65% დაუდგენელია; (ISAAС კვლევა 2016-2020წწ) რეალური გავრცელება კორექციის შემდეგ შეადგენს 5.1%-ს (95% CI: 4.4%–5.9%),
💠 აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება და თანამედროვე გაიდლაინების იმპლემენტაცია გააუმჯობესებს დიაგნოსტიკასა და ბავშვთა ასთმის მართვას ბათუმში.
✅GINA 2024–2025 რეკომენდაციები (მთავარი ცვლილებები)
ასთმის მართვა იწყება მინიმალური თერაპიით და საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად ძლიერდება.
ასთმის მკურნალობის 5 საფეხურიანი გეგმა :
✅ I საფეხურზე გამოიყენება მხოლოდ საჭიროებისამებრ ბრონქოდილატატორი (ხშირად დაბალი დოზის ICS-თან ერთად).
✅ II–III საფეხურებზე ემატება რეგულარული ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (ICS ± LABA).
✅ IV საფეხურზე საჭიროა საშუალო/მაღალი დოზის კომბინირებული თერაპია.
✅V საფეხურზე ინიშნება ბიოლოგიური პრეპარატები ან დამატებითი სპეციფიკური მკურნალობა.
❌ SABA (სალბუტამოლი) მონოთერაპია აღარ არის რეკომენდებული არც ერთ ეტაპზე.
მიზნები:
✅ პაციენტების განათლება;
✅ ადრეული დიაგნოსტიკა;
✅ სწორი მკურნალობის პოპულარიზაცია;
✅ მოწყობილობების ხელმისაწვდომობა (spirometry, FeNO).
📌 ხედვა:
👉 ასთმის კონტროლის გაუმჯობესება აჭარაში
📢 ძირითადი მესიჯები
❌ მხოლოდ სალბუტამოლი = არასწორი მიდგომა
✅ ყველა პაციენტს სჭირდება ICS
ასთმა მართვადია
👉 ასთმა აჭარაში წარმოადგენს არასათანადოდ შეფასებულ პრობლემას.

💠 ხშირად დასმული კითხვები დერმატოგრაფიულ  ურტიკარიაზე❓რა არის დერმატოგრაფიული ურტიკარია?✅ეს არის ურტიკარიის ერთ-ერთი ყვე...
06/03/2026

💠 ხშირად დასმული კითხვები დერმატოგრაფიულ ურტიკარიაზე
❓რა არის დერმატოგრაფიული ურტიკარია?
✅ეს არის ურტიკარიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, როდესაც გარეგანი მსუბუქი მექანიკური გაღიზიანება (დაწოლა, ნაკაწრი, ტანსაცმლის ხახუნი) იწვევს კანზე წითელი ხაზების წარმოქმნას, შეშუპებას და ზოგჯერ ქავილს.
❓ როგორ ვლინდება?
✅კანის გარეგანი გაღიზიანების, შეხების, ზეწოლის ან ბლაგვი სხეულით გატარების შემდეგ რამდენიმე წუთში ჩნდება წითელი ამობურცული ხაზები .
❓რა სიმპტომები ახასიათებს?
✅დერმატოგრაფიულ ურტიკარიას ახასიათებს:
• კანზე წითელი ხაზები ან ამობურცული ზოლები;
• ქავილი;
• მცირე შეშუპება;
• სიმპტომები ჩნდება რამდენიმე წუთში,ხშირად 20–30 წუთში თავისით ქრება.
❓ გადამდებია თუ არა?
✅არა.დერმატოგრაფიული ურტიკარია არ არის ინფექციური და არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
❓ საშიშია თუ არა?
✅როგორც წესი, ეს მდგომარეობა არ არის საშიში და არ აზიანებს შინაგან ორგანოებს.
თუმცა, თუ სიმპტომები ხშირია ან პაციენტს ძლიერი ქავილი აწუხებს საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
❓ როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?
✅დიაგნოზი ჩვეულებრივ დგინდება კლინიკური გამოკვლევით.
ექიმი ატარებს დერმატოგრაფიზმის ტესტს:
ბლაგვი საგნის ,მაგალითად: კალმის უკანა მხარის, ჩხირის ან ფანქრის მსუბუქად გატარება ხდება წინამხრის კანზე (არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი).რამდენიმე წუთში თუ ზემოქმედებულ ადგილზე გაჩნდა წითელი, ამობურცული ხაზი ან შეშუპება და ქავილი → შესაძლებელია რომ გქონდეთ დერმატოგრაფიული ურტიკარია.
❓ როგორ მკურნალობენ დერმატოგრაფიულ ურტიკარიას?
✅მკურნალობის გეგმის დადგენა ხდება მხოლოდ ექიმის მიერ, რადგან დერმატოგრაფიულ ურტიკარია ინდივიდუალურად განსხვავდება სიმპტომების სიძლიერით, სიხშირითა და სხვა ჯანმრთელობის ფაქტორებით. ექიმი განსაზღვრავს საჭირო მედიკამენტებს, მათ დოზირებას .
გაიდლაინის მიხედვით მკურნალობა იწყება არასედაციური ანტიჰისტამინებით, შემდეგ საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდით, ხოლო მძიმე შემთხვევებში გამოიყენება ბიოლოგიური თერაპია.
✅რეკომენდირებულია:
• ატარეთ რბილი, თავისუფალი ტანსაცმელი (ბამბის);
• მოერიდეთ კანის ძლიერ, გარეგან გაღიზიანებას;
• მოერიდეთ ძალიან ცხელ წყალს;
• მოერიდეთ ძლიერ სტრესს.
❓ რამდენ ხანს გრძელდება დაავადება?
✅დერმატოგრაფიული ურტიკარია ხშირად არის ქრონიკული, მაგრამ ბევრ შემთხვევაში:
• სიმპტომები რამოდენიმე თვეში ან წელში მცირდება;
• ზოგ პაციენტში მთლიანად ქრება;
❓ როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
✅ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია თუ:
• ქავილი ძალიან ძლიერია;
• სიმპტომები ხშირად მეორდება;
• მკურნალობა ეფექტური არ არის;
• ჩნდება შეშუპება ტუჩებზე ან თვალებზე.

📣  ბრონქული ასთმის კონტროლისთვის 10 საუკეთესო რჩევა:  ❓ხშირად გვეკითხებიან რას ნიშნავს კონტროლირებადი და არაკონტროლირება...
05/02/2026

📣 ბრონქული ასთმის კონტროლისთვის 10 საუკეთესო რჩევა:
❓ხშირად გვეკითხებიან რას ნიშნავს კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ბრონქული ასთმა, გთავაზობთ სრულ განმარტებას:
💠 კონტროლირებული ასთმა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც დაავადების სიმპტომები მინიმალურია, არ ზღუდავს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობას და არ მოითხოვს ხშირ მედიკამენტურ ჩარევას.
💠 არაკონტროლირებული ასთმა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც კვირის განმავლობაში ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან სამი ან მეტი აღინიშნება:
✅ დღის სიმპტომები ხშირია,
✅ ფიზიკური აქტივობის შეზღუდულია,
✅ ღამის სიმპტომები/გაღვიძება,
✅ შეტევის მოსახსნელი წამლის ხშირი გამოყენების საჭიროება,
💠 რჩევები:
✅ რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი წელიწადში 1–2-ჯერ, რათა შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, გადაიხედოს მკურნალობის გეგმა და შეფასდეს დაავადების საერთო კონტროლი.
აუცილებლად განიხილეთ:
✅ გქონიათ თუ არა ასთმის გამო ხველა ან ხიხინი?
✅ დაარღვია ასთმის შეტევამ თქვენი ძილი?
✅ გიჭირდათ სუნთქვა ფიზიკური აქტივობის დროს ასთმის გამო?
✅ ხშირი სამსახურის ან სკოლის გაცდენა ასთმის გამო?
✅ თუ არა თქვენი ინჰალატორი (ჩვეულებრივ ლურჯი) კვირაში ორჯერ ან მეტჯერ სიმპტომების სამართავად?
✅ მიიღეთ თუ არა ორალური კორტიკოსტეროიდები ასთმის სიმპტომების სამართავად?
💠განაახლეთ თქვენი ასთმის სამოქმედო გეგმა
✅ თქვენი ასთმის სამოქმედო გეგმა არის თქვენი პირადი გზამკვლევი ასთმის სამართავად და მისი გაუარესების ამოსაცნობად. შეიმუშავეთ იგი თქვენს ალერგოლოგთან ან ოჯახის ექიმთან ერთად.
🔹 ჩამოტვირთეთ თქვენი ასთმის სამოქმედო გეგმა
https://drive.google.com/file/d/102EvSDiJYNjJSdvEasVoZuPGI6O_nkTg/view?usp=drivesdk
💠 მიიღეთ თქვენი დანიშნული საკონტროლო მედიკამენტები;
✅ საკონტროლო მედიკამენტები ხელს უწყობს ასთმის გამწვავების თავიდან აცილებას. მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, მიიღეთ ისინი თქვენი ოჯახის ექიმის მითითებების შესაბამისად. გაიგეთ მეტი საკონტროლო მედიკამენტების შესახებ.
💠 იცოდეთ და მართეთ ასთმის გამომწვევი მიზეზები
✅ გაიგეთ, რა აუარესებს თქვენს ასთმას და მიიღეთ ზომები ამ გამომწვევი მიზეზების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად. შეიტყვეთ მეტი ასთმის ტრიგერების შესახებ.
💠 მზად იყავით ასთმის შეტევისთვის
✅ ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი ინჰალატორი და იცოდეთ თქვენი ასთმის სამოქმედო გეგმის ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოთ შეტევის დროს და მის შემდეგ.
💠 ამოიცანით, როდის უარესდება თქვენი ასთმა
✅ საყურადღებო ნიშნებია, მაგალითად, თუ ღამით იღვიძებთ ასთმის გამო, გრძნობთ შებოჭილობას გულმკერდის არეში ან გჭირდებათ შემამსუბუქებელი ინჰალატორის გამოყენება უფრო ხშირად .
💠 გამოიყენეთ თქვენი ინჰალატორი სწორად
ინჰალატორის სწორი გამოყენების ტექნიკა მნიშვნელოვანია ასთმის კონტროლის მისაღწევად.
იხილეთ ,,Vakhtang Beridze ასთმის სკოლა“ვიდეოები ვიზუალური ინსტრუქციისთვის. https://www.facebook.com/Astmisskola/videos
💠 დაუკავშირდით დახმარებისთვის
✅ ყოველთვის გქონდეთ თქვენი ალერგოლოგის ან ოჯახის ექიმის საკონტაქტო მონაცემები..
💠 იყავით ინფორმირებული ვაქცინების შესახებ
✅ რესპირაციულმა ინფექციებმა, როგორიცაა გრიპი, რესპირაციული ვირუსული ინფექციებმა შეიძლება გააუარესოს თქვენი ასთმა. გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, თუ რომელი ვაქცინებია თქვენთვის შესაფერისი.
💠 მართეთ თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა
✅ რეგულარული ვარჯიში, კარგი ძილი, დაბალანსებული კვება და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას და საერთო კეთილდღეობას.
ჯანმრთელობა / ექიმის უფასო რჩევები

❄️ ასთმა და ყინულის სასახლეხშირად გვეკითხებიან მშობლები:რეკომენდებულია თუ არა ასთმით დაავადებული ბავშვისთვის ან ზრდასრულ...
15/01/2026

❄️ ასთმა და ყინულის სასახლე

ხშირად გვეკითხებიან მშობლები:
რეკომენდებულია თუ არა ასთმით დაავადებული ბავშვისთვის ან ზრდასრულისთვის ყინულის სასახლეში ყოფნა?
ყინულის სასახლეში ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მისაღებია, თუმცა ბრონქული ასთმით დაავადებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ გარკვეული რეკომენდაციები.
ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე, რომელსაც ჰყავს წარმატებული ადმინისტრაცია, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური კადრები და პროფესიონალი დამხმარე პერსონალი. დაწესებულების თანამშრომლები სრულად ფლობენ ინფორმაციას სპორტსმენებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბრონქული ასთმით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მართვასა და უსაფრთხოებას.

⚠️ რატომ არის ყინულის სასახლე რისკის შემცველი ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის ?
ყინულის სასახლეში ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე ძლიერი გამომწვევი ფაქტორი:
1️⃣ ცივი და მშრალი ჰაერი
• იწვევს ბრონქოსპაზმს
• ზრდის ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქციის (EIB) რისკს
2️⃣ ფიზიკური დატვირთვა (სრიალი, აქტიური მოძრაობა)
• სუნთქვის აჩქარება
• ცივი ჰაერის ღრმა ინჰალაცია
3️⃣ ქიმიური აეროზოლები
• ზოგიერთ ყინულის მოედანზე გამოიყენება ყინულის მოსამზადებელი ტექნიკა
• გამოიყოფა NO₂, CO და მყარი ნაწილაკები (PM)
• შესაძლოა გამოიწვიოს ასთმის გამწვავება
4️⃣ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა
• სიცივიდან თბილ გარემოში სწრაფი გადასვლა
• იწვევს ბრონქულ ჰიპერრეაქტიულობას
📊 რას ამბობს საერთაშორისო გაიდლაინები?
• ცივი ჰაერი და ფიზიკური დატვირთვა ასთმის გამწვავების მნიშვნელოვანი ფაქტორებია
• არაკონტროლირებული ასთმის დროს ცივ გარემოში ინტენსიური აქტივობა არ არის რეკომენდებული
• ბავშვებში რისკი განსაკუთრებით მაღალია
✅ როდის შეიძლება იყოს დაშვებული ყინულის სასახლეში ყოფნა?
მხოლოდ შემდეგ პირობებში:
✔️ ასთმა კარგად კონტროლირებულია
✔️ პაციენტი რეგულარულად იღებს ინჰალაციურ კორტიკოსტეროიდს (ICS)
✔️ წინასწარ გამოყენებულია ბრონქოდილატატორი
(მაგ. სალბუტამოლი – 10–15 წუთით ადრე)
✔️ ბოლო 4 კვირის განმავლობაში არ ყოფილა გამწვავება
აბსოლუტური უკუჩვენებები:
❌ არაკონტროლირებული ასთმა
❌ ბოლო პერიოდში ასთმის შეტევა
❌ ღამის სიმპტომები
❌ სალბუტამოლის ხშირი საჭიროება
❌ აქტიური ალერგიული რინიტი
📝 პრაქტიკული რეკომენდაცია
❗️ ყინულის სასახლე არ აირჩიოთ რეგულარულ აქტივობად
✅ უსაფრთხო ალტერნატივები:
• თბილი აუზი
• ზომიერი დატვირთვის შიდა დარბაზი
• სუნთქვითი ვარჯიშები
📌 შეგახსენებთ:
ასთმის მართვა ინდივიდუალურია — გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა მიიღოთ მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

📣 დღესასწაულები ხშირად ასთმის  გამწვავების მიზეზი ხდება, რომლებიც წლის ამ დროს უფრო ხშირია.✅ ჩვენ  გიზიარებთ, შეხსენების...
25/12/2025

📣 დღესასწაულები ხშირად ასთმის გამწვავების მიზეზი ხდება, რომლებიც წლის ამ დროს უფრო ხშირია.
✅ ჩვენ გიზიარებთ, შეხსენების მიზნით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს
📣 რჩევები ასთმის მართვისთვის ამ სადღესასწაულო სეზონზე:
✅ საახალწლო დღესასწაულები წელიწადის ის დროა, რომელიც სავსეა გართობით, ტრადიციებით, დეკორაციებით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებით.
✅ ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის სადღესასწაულო სეზონს ასევე თან ახლავს ასთმის გამომწვევი ფაქტორების მთელი სერია.
✅ აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი ასთმა, რათა თქვენ და თქვენს ოჯახს უსაფრთხო და სახალისო სადღესასწაულო სეზონი გქონდეთ!
🫁 ისუნთქეთ ხალისიანად!
✅ საშობაო ნაძვის ხეები შეიცავს ალერგენებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავონ ასთმის სიმპტომები. თუ ამ დღესასწაულზე სახლში ნამდვილ საშობაო ნაძვის ხეს მოიტანთ, ჩამორეცხეთ წყლით და გააშრეთ, სანამ სახლში შეიტანთ, რათა მოაცილოთ დაგროვილი მტვერი
🫁🍬🍫🍭 საკვებისმიერი ალერგიები.!
✅ თუ წვეულებას ესწრებით, მასპინძელთან განიხილეთ თქვენი საკვებისმიერი ალერგიები. შესთავაზეთ თქვენი საკუთარი ალერგენებისგან თავისუფალი კერძების მოტანა.
💊 აფთიაქი - შევხვდებით დღესასწაულების შემდეგ!
✅ ყურადღება მიაქციეთ აფთიაქებისა და ჯანდაცვის ცენტრების შემცირებულ სამუშაო საათებს. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი დანიშნული მედიკამენტები დღესასწაულების განმავლობაში.
📣 ეს სახალისო არ არის!
✅ გრიპი ხშირია წლის ამ დროს. ასთმით დაავადებულ ადამიანებს უფრო მაღალი რისკი აქვთ გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარებისთვის. სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, რათა უსაფრთხოდ და სიმპტომების გარეშე დასვენება გქონდეთ.

🍷 ღვინო არა?
✅ ალკოჰოლურ სასმელებში ისეთმა კომპონენტებმა, როგორიცაა სულფიტები და ჰისტამინები, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასთმის სიმპტომები ზოგიერთ ასთმიან ადამიანში. განსაკუთრებით წითელი ღვინო, რომელიც ჰისტამინის მაღალი შემცველობისაა. განიხილეთ უალკოჰოლო სასმელის არჩევის შესაძლებლობა.
📣 სანთლის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ
✅ მოერიდეთ ძლიერ სუნამოებს, ჰაერის სპრეებს და სურნელოვან სანთლებს, რომლებმაც შეიძლება ასთმის გამწვავება გამოიწვიონ. განიხილეთ ბატარეაზე მომუშავე სანთლის გამოყენება.
📣 ზამთრის პერიოდი
✅ ცივმა, მშრალმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომები. ზამთრის განმავლობაში ამინდის ცვალებადობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. როდესაც გარეთ გადიხართ, აუცილებლად დაიფარეთ პირი და ცხვირი შარფით ან სახის ნიღბით, რათა გათბოთ ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ.
მოემზადეთ წინასწარ
✅ სახლში შიდა ჰაერის კარგი ხარისხის შესანარჩუნებლად, მოაშორეთ ნებისმიერი ობი და ტენიანობა 50%-ზე დაბალი შეინარჩუნეთ.
არ დაგავიწყდეთ ასთმის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმის დაცვა და არდადეგებამდე ექიმთან შეხვედრის დაგეგმვა.

📣 ბათუმში არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისავტომატური სადგურების მონაცემებით, დღეისათვის ჰაერის დაბინძურ...
03/12/2025

📣 ბათუმში არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის
ავტომატური სადგურების მონაცემებით, დღეისათვის ჰაერის დაბინძურების
მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესებულია და ნორმის ფარგლებშია.
✅ გისურვებთ წარმატებულ და სასიამოვნო დღეს — ისიამოვნეთ სეირნობით და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.

📣 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში არსებული ატმოსფერული ჰაერის დ...
01/12/2025

📣 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურების მონაცემებით, დღეისათვის ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ცენტრალური ბულვარისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე.
❗️✅ ასთმით, გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ პირებს რეკომენდაციას ვუწევთ, ამ ეტაპისთვის თავი შეიკავონ აღნიშნულ ლოკაციებზე ხანგრძლივი სეირნობისგან.

📣🌬️როგორ ავიცილოთ ასთმის და ალერგიის  გამომწვევი ფაქტორები თავიდან? გიზიარებთ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავი...
12/11/2025

📣🌬️როგორ ავიცილოთ ასთმის და ალერგიის გამომწვევი ფაქტორები თავიდან?
გიზიარებთ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავისუფლად სუნთქვაში და სიმპტომების გარეშე დღის განმავლობაში.
💨 ცივი ჰაერი
ზამთარში ცივი ჰაერი ხშირად აუარესებს ასთმას. გარეთ გასვლისას დაიფარეთ ცხვირი და პირი შარფით ან რბილი ნიღბით. ყოველთვის თან იქონიეთ ინჰალატორი.
👕 ტანსაცმელი
დიდხანს შენახულ ტანსაცმელში მტვრის ტკიპები და ობი რჩება. გარეცხეთ ცხელ წყალში ან გაანიავეთ შენახვამდე.
😷 ნიღბები
ზოგი ნიღაბი სუნთქვას ართულებს ან ალერგიას იწვევს. აირჩიეთ ღია, ჰაერგამტარი ნიღაბი ან გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
💄 მაკიაჟი და თმის სპრეი
შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც აღიზიანებენ სასუნთქ გზებს. წაისვით კარგად ნიავებულ ადგილას და დღის ბოლოს მოიშორეთ.
🌸 სუნამოები და არომატები
სურნელოვანმა სანთლებმა და სპრეებმა შეიძლება გააღიზიანოს ფილტვები. გამოიყენეთ უსუნო პროდუქტები და რეგულარულად გაანიავეთ ოთახი.
🔥 კოცონი და კვამლი
ღია ცეცხლი გამოყოფს ნაწილაკებს, რომლებიც ასთმას ამძაფრებს. მოერიდეთ კვამლს ან გამოიყენეთ ელექტრო გამათბობელი.
🍫 ტკბილეული და საკვები
ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტები — ტკბილეულში ხშირად არის არაქისი, რძე ან სოია. ალერგიის მქონე ბავშვებს შესთავაზეთ უსაფრთხო ალტერნატივა.
🍂 ფოთლები და თივა
ობი და მტვერი ხშირად იმალება ფოთლებსა და თივაში. მოერიდეთ კონტაქტს და სამუშაოსას ატარეთ ხელთათმანები და ნიღაბი.
😮‍💨 სტრესი და შიში
ძლიერმა ემოციებმა შეიძლება სუნთქვა გაგიძნელოთ. გააკეთეთ მცირე შესვენებები და ისუნთქეთ ღრმად.
💊 მედიკამენტების დავიწყება
გართობისას ხშირად გვავიწყდება ინჰალატორი. ყოველთვის იქონიეთ თან და იცოდეთ, როგორ მოიქცეთ გაუარესებისას.
💙 პატარა სიფრთხილე — დიდი შვება!
თუ მიყვები ამ რჩევებს, შეგიძლია მშვიდად და უსაფრთხოდ გაატარო დღე ასთმის ან ალერგიის გარეშე 🌞

📣🦠💉ხშირად დასმული კითხვები ვაქცინაციის შესახებ ასთმით დაავადებულ ადამიანებში✅ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია ფრანგულ...
22/10/2025

📣🦠💉ხშირად დასმული კითხვები ვაქცინაციის შესახებ ასთმით დაავადებულ ადამიანებში
✅ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა — VaxigripTetra (SANOFI WINTHROP INDUSTRIE), რომელიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ.
1. რა უკუჩვენებები აქვს VaxigripTetra-ს?
✅VaxigripTetra არ უნდა დაენიშნოს იმ პირებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ:
💠მძიმე ალერგიული რეაქცია კვერცხის ცილაზე (კვერცხი ან კვერცხის პროდუქტები), ქათმის ცილაზე ან ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე;
💠მძიმე ალერგიული რეაქცია VaxigripTetra-ს ან მსგავსი შემადგენლობის ვაქცინის წინა დოზის შემდეგ.
✅ვაქცინაციის ჩატარება უნდა გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება საშუალო ან მძიმე სიმძიმის ცხელებით მიმდინარე ინფექციური ან მწვავე დაავადება.
2. რა არის ვაქცინების გავრცელებული გვერდითი მოვლენები?
✅გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს:
💠ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილზე,
💠მსუბუქი ცხელება, მსუბუქი გამონაყარი, დაღლილობა ან ზოგადი დისკომფორტი.
✅ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში და ნორმალური იმუნური პასუხის ნიშანია.
✅მძიმე ალერგიული რეაქციები იშვიათია.
✅თუ თქვენ ან თქვენს შვილს ჰქონია სერიოზული ალერგიული რეაქცია წინა დოზაზე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

3. რა უნდა გავაკეთო, თუ ვაქცინის ინგრედიენტებზე ალერგია მაქვს?
✅თუ ალერგიის ან მედიკამენტურ ურთიერთქმედებაზე გაქვთ შეშფოთება, მიმართეთ ექიმს ან იმუნოლოგს.
✅ვაქცინაცია უსაფრთხოა ასთმის სამკურნალო საშუალებების უმეტესობასთან ერთად, მათ შორის:
💠ინჰალატორებთან,
💠მოკლევადიან ორალურ სტეროიდებთან.
✅თუმცა სტეროიდების ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება შეასუსტოს იმუნური პასუხი — ასეთ შემთხვევაში ექიმი შეიძლება გირჩიოთ ვაქცინაციის გადადება.
✅თუ იღებთ ბიოლოგიურ პრეპარატებს, რეკომენდებულია დაახლოებით 72-საათიანი ინტერვალი COVID-19 ვაქცინასა და ბიოლოგიურ მკურნალობას შორის.
✅მნიშვნელოვანია: არ შეწყვიტოთ ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები ვაქცინაციამდე ან მის შემდეგ ექიმის გარეშე.
✅ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელ მედიკამენტებს იღებთ.
4. რა უნდა ვქნა, თუ ვაქცინებზე ან ასთმის მკურნალობაზე მარტივი წვდომა არ მაქვს?
✅თუ გაგიჭირდათ ვაქცინაციაზე ან მკურნალობაზე წვდომა:
💠მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ექთნებს, ისინი დაგეხმარებიან ინფორმაციის მიღებაში;
💠დაუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რათა გაიგოთ მეტი იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც გეხმარებათ ვაქცინებისა და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობაში.
5. არის თუ არა ოდესმე ვაქცინაციის არასასურველი დრო?
✅ვაქცინაციამდე აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია.
✅გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე, რათა დაცული იყოთ შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც რესპირაციული ინფექციების გავრცელება მატულობს.
✅სხვა ვაქცინები — მაგალითად COVID-19, ბუსტერები ან პნევმოკოკური ვაქცინა — შეიძლება გაკეთდეს წლის ნებისმიერ პერიოდში, თუ ეს რეკომენდებულია.
6. სად შემიძლია გავიკეთო ვაქცინაცია?
✅ვაქცინაცია ხელმისაწვდომია:
💠ოჯახის ექიმის კაბინეტებში,
💠საზოგადოებრივი ჯანდაცვის კლინიკებში
💠 ზოგიერთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

7. უსაფრთხოა თუ არა ვაქცინები ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის?
✅დიახ. ვაქცინების უმეტესობა უსაფრთხოა და რეკომენდებულია ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.
ექიმი დაგეხმარებათ:
💠სწორად შეარჩიოთ ვაქცინები,
💠განსაზღვროთ მათი მიღების საუკეთესო დრო,
💠შეაფასოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასთმის კონტროლის დონე და გამოყენებული მედიკამენტები.
✅ეს საშუალებას მოგცემთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თქვენს ჯანმრთელობას.
8. როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ოჯახებს ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მიღება?
✅ბევრ სამედიცინო დაწესებულებას ჰყავს მრავალენოვანი პერსონალი და აქვს ინფორმაციული მასალები სხვადასხვა ენაზე, რაც დაეხმარება პაციენტებს უკეთ გაიგონ ვაქცინაციის მნიშვნელობა და პროცედურები.

Address

ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 64; სს, ევექსი ჰოსპიტლების" ალერგოლოგიური ცენტრი
Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vakhtang Beridze - ასთმის სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share