fitness-georgia.ge

fitness-georgia.ge Fitness Georgia first Nutrition shop in Georgia +995 598 50 09 79

პირველი სპორტული საკვები დანამატების მაღაზია საქართველოში

Fitness-Georgia

კომპანია “Fitness-Georgia” დაარსდა 2008 წელს. ჩვენი კომპანია არის პირველი ვინც გააცნო სპორტული საკვებდანამატები საქართველოს. ასევე ჩვენს მიერ იქნა გახსნილი პირველი ნუტრიშენ მაღაზია. ჩვენ გახლავართ გუნდი ვინც დავიწყეთ იმ მცდარი სტერეოტიპების ნგრევა, რაც შექმნილი იყო ამ პროდუქციის მიმართ: თუ როგორი მავნებლობა მოაქვთ ორგან

იზმისთვის, რომ ესენი არის სტეროიდები, დოპინგები და ათასი სისულელე. არც ეხლა არის სათანადო ცოდნა და მიდგომა ქართველ სპორცმენებისგან, მაგრამ იყო ეგეთი დროც, როდესაც ამას ლაპარაკობდნენ ჩვენი ეროვნული ნაკრებების ექიმები, ფედერაციების წარმომადგენლები და ა.შ. და ამ ყველაფერთან გვიწევდა ყოველდღიური შეჯახება. “Fitness-Georgia” იყო პირველი ვინც დანერგა სპორტული საკვებდანამატების კულტურა ქართულ სპორტში: საქართველოს ოლიმპიური ნაკრები, საქართველოს რაგბის, ფეხბურთის, ხელბურთის, წყალბურთის ეროვნული ნაკრებები. ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობასთან. სხვა და სხვა ფედერაციებთან მკლავჭიდის, ძალოსნობის, მძლეოსნობის და სხვა.
რატომ “Fitness-Georgia” ? მიზეზი მარტივია პროდუქციის ხარისხი და წარმომავლობა. აბსოლიტურად ყველა პროდუქტი რაც ჩვენს მაღაზიაშია მოდის მწარმოებელი ქარხნებიდან. ჩვენ ოფიციალურად წარმოვადგენთ საქართველოში ისეთ ლიდერ კომპანიებს როგორებიც არიან: Weider, Universal, Nutrend, Optimum Nutrition, BSN ასევე ვთანამშრომლობთ MuscleTech, MusclePharm, MaxiNutrition, MuscleMeds და სხვა. . . არანაირი ინტერნეტ შესყიდვები და გადაყიდვები განსხვავებით სხვა ფირმებისგან.
და გუნდი, ჩვენ შევქმენით ისტორია. ჩვენი საქმიანობით მივეცით საგრძნობი ბიძგი საქართველოში სპორტის, ფიტნესის, ბოდიბილდინგის წინ სვლას და კვლავაც წარმატებით ვადგავართ დასახულ მიზანს. ზურგს გვიმაგრებს 7 წლიანი გამოცდილება, ცოდნა რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან და გვაყენებს მათ მაღლა ამ სფეროში, არის ჩვენი ცოდნა არა მხოლოდ თეორიული, რაც მიღებული გვაქვს სხვა და სხვა სემინარებსა და კურსებზე, ამასთანავე პროდუქტების პრაქტიკული საკუთარ თავზე გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ ტოპ კლასის, საქართველოში საუკეთესო კონსულტაცია პროდუქციასთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი შეიქმნა წმინდა ენთუზიაზმით, თავდადებით, ფიტნესის და ბოდიბილდინგის მიმართ ჩვენი დიდი სიყვარულით. “Fitness-Georgia” ბიზნესი არ არის, ეს ჩვენ ვართ, ჩვენი ცხოვრებაა.
კომპანიის დამაარსებლები:
• ვატო კოპაძე – კომპანიის დამფუძნებელი. ნატურალური ბოდიბილდერი “მსოფლიოს ჩემპიონი – novice category” “ევროპის II ადგილი – open category”
• ნიკოლოზ ჯალაღონია – კომპანიის დამფუძნებული. ფიტნეს ინსტრუქტორი (ჩეხეთი), მოყვარული ბოდიბილდერი.
• ბექა გრიგოლაშვილი – კომპანიის თანადამფუძნებელი, მენეჯერი.

კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება ფიტნესის, ბოდიბილდინგის, ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება. ჩვენი კომპანიის კარი ღიაა ყველასთვის ვისაც შესაბამისი ინტერესები და ოცნებები ამოძროვაბს.

ჩვენ პირველები ვართ ! ! !

დღეიდან მაღაზიაში არსებულ ყველა  პროტეინზე 15 % ხოლო ამინომჟავაზე 10% ფასდაკლება  დაგხვდებათ
06/09/2024

დღეიდან მაღაზიაში არსებულ ყველა პროტეინზე 15 % ხოლო ამინომჟავაზე 10% ფასდაკლება დაგხვდებათ

მხოლოდ ხვალ✔️ 270 ლარის ნაცვლად 230 ლარად 🏋‍♀️❤ რაოდენობა შეზღუდულია ❤️‍🩹
04/09/2024

მხოლოდ ხვალ✔️ 270 ლარის ნაცვლად 230 ლარად 🏋‍♀️❤ რაოდენობა შეზღუდულია ❤️‍🩹

Address

Batumi

Opening Hours

Monday 11:00 - 19:30
Tuesday 11:00 - 19:30
Wednesday 11:00 - 19:30
Thursday 11:00 - 19:30
Friday 11:00 - 19:30
Saturday 11:00 - 19:30
Sunday 11:00 - 19:30

Telephone

+995598500979

Alerts

Be the first to know and let us send you an email when fitness-georgia.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to fitness-georgia.ge:

Share