სალომე ვაშალომიძე ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • სალომე ვაშალომიძე ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი

სალომე ვაშალომიძე ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი ფსიქიატრი
ნარკოლოგი
ფსიქოთერაპევტი

ფსიქიატრი,
ბავშვთა და მოზარდთა ექიმი-ფსიქიატრი.
ნარკოლოგი.
პოზიტიირი ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტი
Psychiatrist,
Child And Adolescent Psychiatrist.

18/04/2026

🧠 ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი ფსიქიატრიაში და ფსიქოთერაპიაში – 2026“ წარდგენილია სალომე ვაშალომიძე.

✨ ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ლექტორი, რომლის პროფესიული გზა გამორჩეულია შრომით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი საქმისადმი ერთგულებით. მისი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ნამდვილი სპეციალისტი სწორედ სირთულეებში ყალიბდება.

🌿 კარიერის დასაწყისი მარტივი არ ყოფილა — იყო დაბალი ანაზღაურება, არასტაბილურობა, დიდი დატვირთვა და მუდმივი ბრძოლა პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა დაკავშირებული იყო ბავშვებთან მუშაობასთან, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სიფრთხილე და მგრძნობელობა სჭირდება.

💛 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მის პროფესიულ გზაზე ბათუმში მუშაობის პერიოდი იყო, როცა რთულ შემთხვევებთან ხშირად დამოუკიდებლად უწევდა გამკლავება. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა ძლიერ, გაბედულ და საკუთარ პროფესიულ ინტუიციაზე დამყარებულ სპეციალისტად.

🤝 მისი მთავარი უპირატესობაა უნარი, პაციენტს შეხედოს არა მხოლოდ როგორც დიაგნოზს, არამედ როგორც ინდივიდუალურ სამყაროს. მისთვის პროფესიონალიზმი ყოველთვის ადამიანურობასთან, ემპათიასთან, ყურადღებასთან და ღრმა გაგებასთან ერთად მოდის.

🙏 მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რწმენას, ლოცვასა და იმ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც რთულ პერიოდებში იმედის, სიმშვიდისა და სწორი გადაწყვეტილებების წყაროდ იქცევა.

📚 მუდმივად ზრუნავს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. მისთვის ცოდნასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია თვითანალიზი, სწრაფი აზროვნება, შინაგანი ზრდა და უწყვეტი სწავლა. მომავალშიც გეგმავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, კვლევით საქმიანობას, საერთაშორისო კონფერენციებსა და აკადემიურ განვითარებას.

🏥 მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კერძო ფსიქიატრიული კაბინეტის გახსნა — სივრცის, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური მიდგომა თანაბრად იქნება წარმოდგენილი. ასევე სურს საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა სპეციალისტებსაც გაუზიაროს.

🌟 მისთვის წარმატება მხოლოდ მატერიალური მიღწევა არ არის — ეს არის პროფესიული აღიარება, ფინანსური სტაბილურობა და ამავდროულად ადამიანურ, ემპათიურ და პასუხისმგებლიან პიროვნებად დარჩენა.

💫 მისი გზავნილი ძალიან მარტივი და ძლიერია: გჯეროდეს საკუთარი თავის, იშრომო გულით, იყო მადლიერი და ყოველთვის იფიქრო კარგზე.

🏛️ ლიდერ ქალთა საზოგადოების მუდმივი მხარდამჭერია — კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი • BDC Academy

✨ დეტალურ ინფორმაციას მის შესახებ იხილავთ ბმულებზე:

1️⃣ ინსტაგრამი: https://shorturl.at/Jnt5b

2️⃣ ფეისბუქი: https://shorturl.at/d5OCk

3️⃣ ლიდერ ქალთა საზოგადოების ვებ-გვერდი: https://shorturl.at/ABbfd

4️⃣ საინფორმაციო პლატფორმა რეალინფო: https://shorturl.at/jEVyxა

09/03/2026

💭👩🏻‍⚕️ახალგაზრდა ექიმისთვის თავის დამკვიდრება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრიას ეხება. ძალიან რთული იყო თავის გატანა. დაბალი ანაზღაურებისა და არასტაბილურობის მიუხედავად, უდიდეს შრომას ვწევდი, რომ პროფესიული ადგილი მომეპოვებინა. პირველად მაშინ ვიგრძენი საკუთარი თავის ძალა, როცა ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება დავინახე, დავინახე მშობლის მადლიერება და რთული შემთხვევის წარმატებით მართვა. იმ მომენტებში მივხვდი, რომ სირთულეები არ მაჩერებდა, პირიქით, ისინი მაძლიერებდა🙌🏻

©️ სალომე ვაშალომიძე (ექიმი, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი, ნარკოლოგი)

Salome Vashalomidze

✍️ თათია ხარაიშვილი

#ბედნიერებისვექტორი #ქალებიქალებისთვის

პოზიტიური მშობლობა
24/06/2025

პოზიტიური მშობლობა

19/06/2025

რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზურ ეპიზოდებს — კვლევა

დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა მარიხუანის მოხმარება ფსიქოზთან დააკავშირეს, მაგრამ რამდენად ხშირად ხდება ასე? ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამის გასაგებად 162 სხვადასხვა ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ჯამში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აერთიანებს.

შედეგად, დადგინდა, რომ კანაფის მომხმარებლებში დაახლოებით ყოველი 200-დან 1 ადამიანში (0.5%) ფსიქოზური ეპიზოდი იჩენს თავს, რაც ჰალუცინაციების, დელუზიებისა და პარანოიის სახით ვლინდება.

წარსულ მიგნებებთან თანხმობაშია ისიც, რომ რისკი იზრდება იმ ზრდასრულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მენტალური პრობლემები მანამდეც აწუხებდათ. აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევებისგან განსხვავებით, 2 გენი, COMT და AKT1, ახლა ფსიქოზთან ვერ დააკავშირეს.

საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას ადრიდანვე და ხშირად იყენებდნენ, სხვებთან შედარებით მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარება ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, საფრთხეს ამძაფრებდეს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფსიქოზის რისკზე ყველაზე მეტად სქესი (მდედრობითი) და ასაკი (ახალგაზრდა) ახდენს გავლენას.

უკანასკნელი კვლევისას გაანალიზებული ადამიანების უმეტესობა რეკრეაციულ კანაფს მოიხმარდა, 15% სამედიცინოს, 1% კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის საკვლევ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ეს სამი შრე მეცნიერებისთვის საკითხის გაანალიზების უნიკალური საშუალება იყო.

მარიხუანით პროვოცირებული ფსიქოზური ეპიზოდების სიხშირე სამივე ჯგუფში განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ და მესამე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19% და 21% იყო, მეორეში კი — 2%.

ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება ფსიქოზის სიმპტომების გაჩენის შანსს ზრდის მიუხედავად იმისა, ის რეკრეაციულია, სამედიცინო თუ კონტროლირებად ექსპერიმენტებში გამოყენებული.

მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Mental Health გამოქვეყნდა.
🤨😐

09/06/2025
21/05/2025
05/05/2025
16/04/2025

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შავი წერტილები დააფიქსირეს კანაფის მომხმარებელთა ტვინის იმ რეგიონში, რომ.....

გვიანობამდე სქროლვა მოზარდებში უძილობას და დეპრესიას იწვევს - ახალი კვლევა.
14/04/2025

გვიანობამდე სქროლვა მოზარდებში უძილობას და დეპრესიას იწვევს - ახალი კვლევა.

გვიანობამდე სქროლვა მოზარდებში უძილობას და დეპრესიას იწვევს - ახალი კვლევა

https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c...
12/04/2025

https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a0/

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო ინფორმ....

Address

ქ. ბათუმი
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995593598333

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალომე ვაშალომიძე ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი, ნარკოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Dr.Salome

ფსიქიატრი, ბავშვთა და მოზარდთა ექიმი-ფსიქიატრი.

აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების განრიგი. (ADOS_2).

ADOS-2.(Autism Diagnostic Observation Schedule ).

Psychiatrist, Child And Adolescent Psychiatrist.