Nami ∘ ნამი

Nami ∘ ნამი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Nami ∘ ნამი, Psychologist, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N 45, Batumi.
(1)

მადლობა მასპინძლობისთვის 🤍 სკოლა ევრო-2000 / School  Euro-2000
16/02/2026

მადლობა მასპინძლობისთვის 🤍 სკოლა ევრო-2000 / School Euro-2000

კლინიკური დეპრესია წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, ემოციებზე, ფიზიკურ ენერგიასა...
09/02/2026

კლინიკური დეპრესია წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, ემოციებზე, ფიზიკურ ენერგიასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.
ეს არ არის უბრალოდ სევდა ან დროებითი ემოციური დაღლა დეპრესია ხშირად იწვევს ქცევით, ფიზიოლოგიურ და კოგნიტურ ცვლილებებს, რაც ართულებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ხშირად აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

🔵ინტერესის დაკარგვა ან მოტივაციის დაქვეითება.
🔵ენერგიის მუდმივი ნაკლებობა და დაღლილობა.
🔵ძილის დარღვევა უძილობა ან ზედმეტი ძილი.
🔵მადასა და წონაში ცვლილებები.
🔵სევდა, უიმედობა, საკუთარი თავის ან სხვების მიმართ.
🔵დანაშაულის გრძნობა.
🔵ყურადღების, მეხსიერებისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულე.
🔵თვითდამცირებითი ან თვითდამსჯელი ფიქრები.

დეპრესია არ არის სისუსტე ან ხასიათის პრობლემა ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ დახმარებას, მხარდაჭერასა და გაგებას.

განვითარების ტრავმა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი იზრდება არასტაბილურ, ემოციურად მტკივნეულ გარემოში  სადაც ვერ იღებს საკმარი...
06/02/2026

განვითარების ტრავმა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი იზრდება არასტაბილურ, ემოციურად მტკივნეულ გარემოში სადაც ვერ იღებს საკმარის სიყვარულს, უსაფრთხოებასა და მხარდაჭერას.

ეს არ ნიშნავს მხოლოდ აშკარა ძალადობას ზოგჯერ ტრავმა წარმოიშობა ემოციური ყურადღების ნაკლებობის , მუდმივი სტრესის ან უსაფრთხო გარემოს დეფიციტისგანაც.

ქვემოთ წარმოდგენილია განვითარების ტრავმის ყველაზე გავრცელებული ნიშნებისა და გამომწვევი მიზეზების მოკლე ჩამონათვალი :

ბავშვებისთვის საკუთარი ემოციების გამოხატვა ხშირად რთულია. როცა მათ ვასწავლით, როგორ ილაპარაკონ თავიანთ გრძნობებზე, ვეხმა...
03/02/2026

ბავშვებისთვის საკუთარი ემოციების გამოხატვა ხშირად რთულია. როცა მათ ვასწავლით, როგორ ილაპარაკონ თავიანთ გრძნობებზე, ვეხმარებით ემპათიისა და ემოციური რეგულაციის განვითარებაში.

📘 ასეთი მარტივი ფრაზები, როგორიცაა:

„დამხმარება მჭირდება“

„მე ვგრძნობ...“

„ეს არ მომწონს“

„სიყვარულს ვგრძნობ“

„მე მჭირდება უსაფრთხო ადგილი“

ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, რომ მათი გრძნობები მნიშვნელოვანია და მათ უფლება აქვთ გამოთქვან ისინი მშვიდად და თავდაჯერებულად.

მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში ბავშვის ემოციური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური ჯანმრთელობა.  ...
29/01/2026

მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური ჯანმრთელობა.

• შექმენით თვითზრუნვის რუტინა თქვენთვის და თქვენი შვილისთვის
• ასწავლეთ ბავშვებს, როგორ გამოხატონ თავიანთი გრძნობები: „მე ვარ მოწყენილი“, „მე ვარ იმედგაცრუებული“
• გაუზიარეთ საკუთარი ემოციები ეს ხელს უწყობს თვითგამოხატვას.
• ვასწავლოთ დამშვიდების გზები სტრესის დროს
• წაახალისეთ ინტერესები და ჰობები
• გამოყავით დრო მშვიდი და ინდივიდუალური აქტივობებისთვის

✨პროფესიონალთან დროული კონსულტაცია და სწორი მეთოდებით მხარდაჭერა ეხმარება ბავშვს სრულფასოვან განვითარებაში და ქმნის ჯანმრთელი პიროვნების საფუძველს.

რა არის ემოციური სიმწიფე?ემოციური სიმწიფე არის უნარი, გააცნობიერო და მართო საკუთარი ემოციები, აკონტროლო რეაქციები და პას...
27/01/2026

რა არის ემოციური სიმწიფე?

ემოციური სიმწიფე არის უნარი, გააცნობიერო და მართო საკუთარი ემოციები, აკონტროლო რეაქციები და პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ ქცევაზე.

▪️ აცნობიერებ და იღებ საკუთარ ემოციებს
▪️ აკონტროლებ იმპულსურ რეაქციებს
▪️ ახერხებ საკუთარი ქცევის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მის კორექტირებას
▪️ ავლენ ემპათიას, ურთიერთპატივისცემასა და კომუნიკაციის უნარს
▪️ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებსა და რეაგირებაზე.

🧠 იცოდით, რომ ბავშვის ტვინის 90% 5 წლამდე ყალიბდება?
22/01/2026

🧠 იცოდით, რომ ბავშვის ტვინის 90% 5 წლამდე ყალიბდება?

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა იწყება უსაფრთხო ურთიერთობიდან.ბავშვის ემოციური განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული იმ გარე...
20/01/2026

ბავშვის ემოციური კეთილდღეობა იწყება უსაფრთხო ურთიერთობიდან.

ბავშვის ემოციური განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული იმ გარემოსთან, სადაც მისი ძირითადი ემოციური საჭიროებები დაკმაყოფილებულია.

🎯 მშობლის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია ემოციურად მგრძნობიარე, მოსმენაზე ორიენტირებული ურთიერთობა აყალიბებს ბავშვის ფსიქოლოგიური სტაბილურობის საძირკველს.

წარმოგიდგენთ ბავშვის 7 უმთავრეს ემოციურ საჭიროებას:

⚪️უპირობო სიყვარული
⚪️ყურადღება
⚪️მადლიერება
⚪️უსაფრთხოება
⚪️ემპათია
⚪️ვალიდაცია
⚪️მხარდაჭერა

რა დგას ამ ქცევის უკან?ხშირად ქცევა მხოლოდ “ხილული ნაწილია აისბერგის”, ხოლო მის ქვემოთ იმალება ემოციები, რომლებიც ბავშვს...
15/01/2026

რა დგას ამ ქცევის უკან?

ხშირად ქცევა მხოლოდ “ხილული ნაწილია აისბერგის”, ხოლო მის ქვემოთ იმალება ემოციები, რომლებიც ბავშვს უჭირს სიტყვებით გამოხატოს. 💬

👉🏼 შეიძლება ბავშვი:
• თავს არაკომფორტულად გრძნობდეს
• განიცდიდეს სტრესს
• ეშინოდეს
• არ იყოს დაკმაყოფილებული მისი სენსორული მოთხოვნები
• არ იყოს დაკმაყოფილებული პირველადი საჭიროებები
• გრძნობდეს მარტოობას
• ჭირდებოდეს მეტი მოძრაობა
• არ იცოდეს, როგორ თქვას რასაც გრძნობს

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სივრცე  ნამი  გილოცავთ ახალ წელს! 🎄✨
31/12/2025

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სივრცე ნამი გილოცავთ ახალ წელს! 🎄✨

თერაპიაზე მხოლოდ ისინი არ მიდიან, ვინც კრიზისშია ან „განსაკუთრებული პრობლემა“ აქვთ.თერაპია ის სივრცეა, სადაც შეგიძლია უკ...
17/12/2025

თერაპიაზე მხოლოდ ისინი არ მიდიან, ვინც კრიზისშია ან „განსაკუთრებული პრობლემა“ აქვთ.
თერაპია ის სივრცეა, სადაც შეგიძლია უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, დაამუშაო ემოციები, და განივითარო ცხოვრებისეული უნარები.

თერაპიაზე მიდიან ადამიანები, რომლებიც:
✨ სურთ უკეთ გაუმკლავდნენ სტრესს და შფოთვას
✨ ცდილობენ გააუმჯობესონ ურთიერთობები
✨ სწავლობენ ემოციების გამოხატვასა და თვითკონტროლს
✨ ეძებენ საკუთარ შინაგან ბალანსს და თვითგაგებას

ხშირად, თერაპიის გარშემო არსებული სტიგმა ადამიანებს აფერხებს საჭირო დახმარების მიღებაში.თერაპია არ არის სისუსტე — ეს არი...
11/12/2025

ხშირად, თერაპიის გარშემო არსებული სტიგმა ადამიანებს აფერხებს საჭირო დახმარების მიღებაში.
თერაპია არ არის სისუსტე — ეს არის ცნობიერად მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

Address

ზურაბ გორგილაძის ქუჩა N 45
Batumi
6000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nami ∘ ნამი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category