საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური, Health/Medical/ Pharmaceuticals, Chiat'ura.

ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე! დღეს - 22 ოქტომბერს ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ჭიათურის ...
23/10/2024

ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობადობის თვე!

დღეს - 22 ოქტომბერს ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური ცენტრის და შპს კლინიკა " ჰერა-ს" ინიციატივით, სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის მიზნით, ჩატარდა 40- 70 წლის ქალბატონებში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგული კვლევა უახლესი აპარატურით. სულ შემოწმება ჩაიტარა 60 ქალბატონმა

.   ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ჭიათურის საზ.ჯანდაცვის ცენტრმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. იყო შეხვედრ...
01/05/2023

. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ჭიათურის საზ.ჯანდაცვის ცენტრმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. იყო შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის მედ. პერსონალთან, მშობლებთან სოფ.ქვაციხეში, მეშვიდე ბაღის თანამშრომლებთან და მშობლებთან, საინფორმაციო გამოსვლა ადგილობრივი ტელევიზიით, ასევე დავბეჭდეთ და გავავრცელეთ იმუნიზაციის კალენდარი. კვირეული დამთავრდა, ჩვენი ყოველდღიური შრომა კი გრძელდება, კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ მოსახლეობას, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საწინდარია. აცერით და დაიცავით!

15/08/2022

🔹 B ჰეპატიტი ადვილად გადაეცემა დედიდან ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდში.

🔹 ჩაიტარეთ ორსულობის პერიოდში B ჰეპატიტზე უფასო ტესტირება, დადებითი პასუხის შემთხვევაში დროული მკურნალობით შესაძლებელია ბავშვის ჰეპატიტით დაინფიცირებისგან დაცვა!

👉საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ ინფორმაციას გაეცანით https://cutt.ly/6ZkjXHo

19/07/2022

👧🧒ბავშვებს რომ ვკითხოთ, რომელია მათი საყვარელი წელიწადის დრო, ალბათ, დაუფიქრებლად გვიპასუხებენ, რომ ზაფხული. მეტი თავისუფალი დრო, უფრო მეტი თამაში, დასვენება დამღლელი გაკვეთილებისგან - მართლაც, რატომ არ უნდა უყვარდეთ ცხელი ზაფხული?

☀ მიუხედავად ამ მხიარულებისა, ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ კი ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

📌 იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს :

📍თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს.
📍მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას;
📍გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო;
📍ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში;
📍გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში;
📍თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას;
📍არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ;
📍დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.

👉ვრცლად რეკომენდაციების შესახებ წაიკითხეთ სტატია, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების უსაფრთხოდ გატარებაში დაგეხმარებათ https://cutt.ly/0LXfdGN

24/06/2022

2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამით ტრანსპლანტაცია ფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

#ანგარიში2022

21/06/2022

🩸 რატომ უნდა გავხდე დონორი? ეს კითხვა შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანს გაუჩნდეს. შეიძლება ვიფიქრობთ, რას ცვლის ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი? გეტყვით, რომ თითოეული ჩვენთაგანის სისხლის ბანკში სტუმრობით და სისხლის დონაციით შესაძლოა 3 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ასევე, ჩვენი საქციელით სხვა ადამიანებს მივცეთ მოტივაცია - გახდნენ სისხლის უანგარო დონორები.

❗უანგარო დონაცია მნიშვნელოვანია, რადგანაც:

🩸სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს და მათი მიღების ერთადერთი გზაა სისხლის ჩაბარებაა;

🩸სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადა 42 დღეა;

🩸თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე, რაც იმას ნიშნავს რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა;

🩸სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 85%-ს 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა;

🩸სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.

❤უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ უანგარო დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით. იყავი სოლიდარული. შემოგვიერთი სიცოცხლის გადასარჩენად, ძალა ერთობაშია!

27/05/2022
06/05/2022
02/05/2022
27/04/2022

❗ მეცნიერებამ მოგვცა ვაქცინა, რომელიც ჩვენ შვილებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მძიმე დაავადებისგან იცავს

💉 ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 97%-ის თავიდან აცილება

📌 აპვ ვაქცინაციით, შეგვიძლია ჩვენ შვილებს უსაფრთხო და ჯანსაღი მომავალი შევუქმნათ

📌 საქართველოში აპვ ვაქცინაცია 2019 წლიდან ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაშია შეტანილი. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

Address

Chiat'ura

Telephone

+995551902278

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახური:

Share