16/05/2023
პედიატრიულ პრივატ კლინიკას შემოუერთდა მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია თორია.
ამა წლის 24 და 30 მაისს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია უფასო კონსულტაციები.
კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 60 24 60, შიდა ნომერი - 401.
👉 სეზონური ალერგია უკავშირდება მცენარეთა მტვერს, რომელზეც ადამიანის იმუნური სისტემა გადაჭარბებით რეაგირებს და მტვერი როგორც ალერგენი აპროვოცირებს ალერგიულ პასუხს.
🔹 ყველაზე ხშირად ალერგენული თვისებები აქვთ ქარით დამტვერვადი მცენარეების მტვერს (ხეები, ბალახები, სარეველები). მწერებით დამტვერვადი მცენარეების მტვერი შედარებით მძიმეა იმისათვის რომ დიდხანს იყოს ჰაერში შეწონილი სახით, ამიტომ ისინი ნაკლებად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
👉 ხე-მცენარეების დამტვერვა იწყება იანვრის ბოლოს, თებერვლიდან და გრძელდება მთელი გაზაფხული, შემდეგ ერთვება მარცვლოვნები და ბალახები ზაფხულის პერიოდში, ხოლო აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე აქტიურდებიან სარეველა მცენარეები.
სეზონური ალერგიის დროს პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი კლინიკური სიმპტომები:
◽ ცემინება
◽ ცრემლდენა
◽ გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან
◽ თვალებისა და ცხვირის ქავილი
◽ ცხვირის გაჭედილობა
პრევენციული ღონისძიებები:
◽ გაანიავეთ სახლი 8:00 სთ-მდე ან 20:00 სთ-ის შემდეგ
◽ მანქანით გადაადგილებისას დახურეთ ფანჯრები
◽ მიიღეთ შხაპი გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ
◽ სეირნობისთვის ყველაზე კარგი პერიოდია წვიმის შემდეგ
◽ გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე კონდიციონერი და მტვერსასრუტი
☑ მკურნალობის მიზნით გამოიყენება ორალური ანტიჰისტამინები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ინჰიბიტორები, დეკონგენსტანტები, ნაზალური სტეროიდები და კომბინირებული მედიკამენტები.
☑ მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.
იმედი ცოცხლობს ჩვენთან