Psychologist Nino Kviriliani

Psychologist Nino Kviriliani საზღვრების მოხსნის შემდეგ იხსნება შენი გზა …

26/01/2025

საზღვრების მოხსნის შემდეგ იხსნება შენი გზა …

21/12/2024

როგორც იქნა ის სიღრმე დავინახე , რასაც ამდენი წელი ველოდი . ზე ადამიანის განათების მცდელობა . ადამიანობა ჩემთვის ცოტას ნიშნავს . მთავარი ადამიანის გადალახვა და ზე ადამიანის ნათებაა .

ადამიანი გასცდა ნაძვის ხის და საცივის ცნობიერებას და რაღაც უმნიშვნელოვანესი ჩაატარა დღეს რუსთაველზე . ხორუმის ცეკვასაც პირველად დავაკვირდი ასეთი სიღრმიდან , იმხელა ძალა და მოუთვინიერებელი სიმართლისთვის აწყვეტილი ადამიანი იკითხებოდა აქაც დღეს .

ერთი რამ გახსოვდეთ , ადამიანის ცნობიერება როცა გახსნას დაიწყებს ოკეანის ტალღასავით დაუმორჩილებელია და საზღვრებში ვეღარ მოაქცევ . უკან ჩაკეტილში ვეღარ შეაბრუნებ .

☀️

18/12/2024

ფრთხილად. არის ინფორმაცია, რომ ისევ გამოჩნდა ე.წ. ,,მკვლელი ნარკოტიკი,,. ძალიან ფრთხილად იყავით კლუბებშიც, ყველგან.

14/12/2024

შავებში გამოწყობილი რობოტები და სამთავრობო ბავშვები იყვნენ დღეს რუსთაველზე ძალადობით გაჟღთენთილ ნაძვის ხესთან . ესენი არიან არა პატარა გულწრფელი ბავშვები , არამედ ვერ რეალიზებული და უპირატესობის კომპლექსით დამძიმებული დიდი ბავშვები .
მუდმივად მანიპულირებენ ბავშვების სახელით : ,, - ბავშვებს გვირყვნიანო ,, ,, - ბავშვები ნაძვთან არ მიუშვესო ,, …

არა რა , ტრენინგები უნდა ჩავატარო მანიპულატორების ამოცნობის , რო რეალობა გაიგოს ხალხმა .

,, ყველა ტირანში ცხოვრობს ბავშვი , რომელიც გვეძახის - მომაქციეთ ყურადღება ,, - #ადლერი
#ფსიქოანალიზი

ბავშვებს ვუსურვებ ევროპისკენ გზას , გათავისუფლებას და უსაფრთხოებას .
☀️
ვიბრძვით , ნამდვილი ბედნიერი ახალი წელი გქონდეთ , ბავშვებო . ✨

შენ გაქვს შანსი ფსიქოლოგიური დახმარებით აღმოაჩინო შინაგანი საყრდენი და გათავისუფლდე . როდესაც გაარღვევ იმ ჩაკეტილ წრეს, ...
27/08/2024

შენ გაქვს შანსი ფსიქოლოგიური დახმარებით აღმოაჩინო შინაგანი საყრდენი და გათავისუფლდე .
როდესაც გაარღვევ იმ ჩაკეტილ წრეს, რის გამოც შინაგანი შფოთვა გაქვს , სამყაროსადმი შენი ხედვის დიაპაზონიც გაიზრდება, აღარ შემოფარგლავ იმ ვიწრო ტერიტორიებს, რის მიღმა გახედვაც აქამდე გაშინებდა და საკმარიასია შენ გაიხსნა, კარი გაუღო სამყაროს და სიყვარული და სიმშვიდეც შემოსვლას იწყებს.
გისურვებთ ჩაკეტილი საზღვრების გახსნას და თუ გინდათ გათავისუფლდეთ, დაიწყეთ დღესვე რისი გაკეთებაც გინდათ 🔐🌞

#ნინოყვირილიანთან

#გათავისუფლება

#ფსიქოთერაპია

12/08/2024

შეგახსენებთ , 26 აგვისტომდე თერაპიაზე ჩასაწერად , როგორც იცით, იქნება ძველი საფასური . 🌊
შენ გაქვს შანსი ფსიქოლოგიური დახმარებით აღმოაჩინო შინაგანი საყრდენი და გათავისუფლდე .
როდესაც გაარღვევ იმ ჩაკეტილ წრეს, რის გამოც შინაგანი შფოთვა გაქვს , სამყაროსადმი შენი ხედვის დიაპაზონიც გაიზრდება, აღარ შემოფარგლავ იმ ვიწრო ტერიტორიებს, რის მიღმა გახედვაც აქამდე გაშინებდა და საკმარიასია შენ გაიხსნა, კარი გაუღო სამყაროს და სიყვარული და სიმშვიდეც შემოსვლას იწყებს.
გისურვებთ ჩაკეტილი საზღვრების გახსნას და თუ გინდათ გათავისუფლდეთ, დაიწყეთ დღესვე რისი გაკეთებაც გინდათ 🔐🌞

#ნინოყვირილიანთან

#გათავისუფლება

#ფსიქოთერაპია

საზღვრების მოხსნის შემდეგ იხსნება შენი გზა …

გელოდებით უკეთეს გარემოში. ვუსურვებ ყველას, აქ ისევ აღმოეჩინოთ შინაგანი საყრდენი და გათავისუფლდნენ. 8 წელი შესრულდება მა...
26/07/2024

გელოდებით უკეთეს გარემოში. ვუსურვებ ყველას, აქ ისევ აღმოეჩინოთ შინაგანი საყრდენი და გათავისუფლდნენ. 8 წელი შესრულდება მალე, რაც ინდივიდუალურად ვმუშაობ ადამიანებთან და კიდევ უფრო მეტი წელი - საკუთარ თავთან . 🤍
გადავწყვიტე, 2024 წლის 26 აგვისტოდან პირველი ვიზიტი 80 ლარი იქნება და ყოველი მომდენო - 60 ლარი. მე შეიძლება ვთვლიდე, რომ ჩემი შრომა 150 ლარზე მეტი ღირს, მაგრამ ვითვალისწენებ გარემოებას. მიუხედავად იმისა, სხვაგან ვიზიტები მეტიც ღირს უკვე, კიდევ მაინც არ შევცვლი, სანამ ეს ქვეყანა არ განვითარდება და გაძლიერდება ფინანსურად. რამდენიც არ უნდა იყოს, ყველა ადამიანს კარი ღია აქვს ჩემთან. არ არის საჭირო პირადში შეკითხვა ამ საკითხის , როცა მოდის ადამიანი , ინდივიდუალურად განვიხილავ ამ თემასაც ისე, რომ უკან არც ერთი ადამიანი არასოდეს გაბრუნებულა
ჩემგან .

ჩემი თხოვნაა

1. ვიზიტზე როცა ვთანხმდებით ხოლმე, ვინც ვეღარ შეძლებს მოსვლას, უნდა გამაგებინოს ერთი დღით ადრე, ნუ გააკეთებთ ამას ბოლო წუთს. საერთოდ ბევრ ფსიქოლოგთან გაცდენილი საათის ანაზღაურება ხდება როგორც ვიცი სხვა ქვეყნებშიც, მე არ ვითხოვ ამას. მხოლოდ დროულ შეტყობინებას.

2. თუ შენ უკვე ხარ ფსიქოლოგთან და გადაწყვიტე ახლა ნინო ყვირილიანთან მიხვიდე, დატოვე ჯერ ის წინა ფსიქოლოგი და რადგან გული ძალიან მოგიწევს ჩემკენ, მერე დაიწყე ჩემთან, წინააღმდეგი ვარ ორ ფსიქოლოგთან ერთდროულად სირბილის . კომპლექსური მუშაობის დროს მეორე სპეციალისტს თუ გირჩევ, ეს შეიძლება იყოს ფსიქიატრი ან სექსოლოგი.

ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტაცია - ეს ცარიელი სიტყვები ან რჩევები არ არის. უნდა შეძლო არ გახლიჩო ადამიანი, უარეს ჩიხში არ შეიყვანო, ან უეცრად არ გამოაცალო სიმპტომი . სირთულეებია, რომელიც უნდა გაიარო, ისე, რომ არ გქონდეს იდენტიფიკაციები, გონების შეფასებები, პროექციები, დაცლილი გონებით ფრთხილად დაეხმარო გაცნობიერებაში. ეს დაცლა და გაცნობიერებები ფსიქოლოგში დაზეპირებული თეორიებით არ მოდის, რამდენი დიპლომიც არ უნდა გქონდეს. თეორიული ცოდნით გამორიცხულია წყლის სიღრმეზე ისაუბრო, როცა ჯერ წყალში არც შესულხარ. ვინც ფსიქოლოგიას ზედაპირულად ხედავს, მან არ იცის რამხელა პასუხისმგებლობაა განსაკუთრებით ბავშვობის ტრავმებთან მიდგომები, რომლებიც ცნობიერში ამოტანას ითხოვენ, ობსესიებთან, პანიკურ შეტევებთან ან პანიკურ აშლილობასთან, ძალადობა გამოვლილ ადამიანებთან… ეს არ არის მეგობართან საუბრის პროცესი…

ეცადეთ დღესვე გააკეთოთ რაიმე არასტანდარტული , თუნდაც ერთი სტანდარტიდან ამოვარდნილი ფოტოს გადაღება , სადაც იქნებით ნამდვილი . ადრეც ვთქვი და შეგახსენებთ , ადამიანები ერთმანეთის შიშით ვერ აღწევენ თავისუფლებას და ბედნიერებას .
შიშებია ის მთავარი , რისგან გათავისუფლებაც უმნიშვნელოვანესია და ეს თქვენ შეგიძლიათ . გისურვებთ ჩაკეტილი საზღვრების გახსნას და თუ გინდათ გათავისუფლდეთ, დაიწყეთ დღესვე რისი გაკეთებაც გინდათ 🔐🌞🌠 💙🌊

18/07/2024

როცა რაიმე ისეთს შეძლებ, რომელსაც აქამდე ვერც კი დაუშვებდი, რომ შესაძლებელი იყო, დაიჭირე ეს სიძლიერე, ეს მოგცემს თავდაჯერებას, რომ ამის მერე უკვე ყველაფერს შეძლებ .
ეს ძალა შენშია და მას აღმოაჩენ , როგორც კი შინაგან საყრდენს დაინახავ .

#ნინოყვირილიანთან

#დღეს #რასაც #ვერ #ხედავ #ხვალ
#დაინახავ

18/07/2024

არასოდეს აუკრძალო საკუთარ თავს გარკვეული მდგომარეობა და სიტყვა დამარცხება საერთოდ დაივიწყე . ვაკვირდები გზას, რომელსაც ადამიანი დაადგა, ვინ არის ? რისგან შედგენა მისი ფიქრები ? სად შეჩერდა და რატომ ? რისგან ითხოვს გათავისუფლებას ? სიმპტომები, რომლებიც ცნობიერში ამოსვლას ითხოვენ, რას აძლევს ადამიანს ეხლა და რამდენად არის მზად გასაცნობიერებლად ? სიმპტომის უეცრად გამოცლაც, შესაძლოა, საფრთხეს შეიცავდეს, ამიტომ დაკვირვებისა და ანალიზის პროცესი უნდა იძლეოდეს საშუალებას, პაციენტი და ფსიქოლოგი გზას ერთად დაადგნენ და არც ერთი ჩაიციკლოს სიმპტომის სასწრაფოდ მოშორებაზე. არ იჩქარო . დაელოდე . მოშორება, დამალვა, დამარცხება … - ეს სიტყვები ფსიქოთერაპიული პროცესისთვის შეუსაბამოდ მიმაჩნია .
მიეცი შენს თავს საშუალება გამოავლინო ემოცია და არ ჩაკლა ის. ასე ბევრად მალე გაძლიერდები .
შენ არ იქნები ისეთი ხვალ , როგორიც გუშინ იყავი .
და შენი ძალა და ენერგია გადაედება სხვა ადამიანებს .
ეს მოაქვს მხოლოდ გულწრფელად გამოვლენილ მეს და არა დაფარულს . რეალურად ეს გაძლიერებს .

საზღვრების მოხსნის შემდეგ იხსნება შენი გზა …

Address

Gldani

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psychologist Nino Kviriliani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category