
30/10/2023
👉 ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. პირველი წარმატებული IVF ორსულობა და ცოცხალი მშობიარობა 1978 წელს მოხდა. ექიმებმა პატრიკ სტეპტომ და რობერტ ედვარდსმა ჩაატარეს პროცედურა ინგლისში, რის შედეგადაც ამავე წლის 25 ივლისს დაიბადა ჯანმრთელი ბავშვი - ლუის ბრაუნი 🧸
☀ ლუის დაბადებამდე, დედა ლესლი ბრაუნი წლების განმავლობაში განიცდიდა უნაყოფობას ფალოპის მილების დაბლოკვის გამო. 1977 წლის ნოემბერში მან გაიარა მაშინდელი ექსპერიმენტული IVF პროცედურა- მომწიფებული კვერცხუჯრედი ამოიღეს მისი ერთ-ერთი საკვერცხიდან და შეაერთეს ქმრის სპერმასთან ლაბორატორიულ ჭურჭელში, რის შემდეგადაც წარმოქმნა ემბრიონი 👧
დღეს, IVF-ის წარმატების მაჩვენებელი 35 წლამდე ასაკის ქალებში დაახლოებით 50%-ია. ასაკის მატებასთან ერთად, წარმატების შანსები იკლებს 🐣