05/05/2026
14 მაისს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ონკოქირურგი, მამოლოგი, ევროპის მამოლოგთა ასოციაციის წევრი, ონკოქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მედიცინის დოქტორი ლევან კვარაცხელია უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს:
▪ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის
▪ ძუძუს პათოლოგიების სკრინინგის და პრევენციის მიზნით
ლევან კვარაცხელიას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტს საზღვარგარეთ.
სამხედრო ჰოსპიტალში არსებულ სამედიცინო სერვისებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ონკოლოგია-მამოლოგია ემატება.
ამბულატორიული კონსულტაციების გარდა, ლევან კვარაცხელია სამხედრო ჰოსპიტალში ქირურგიულ ოპერაციებს ჩაატარებს.
🗓 თარიღი: 14 მაისი
🕙 დრო: 10:00 – 17:00
📍მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #56, სამხედრო ჰოსპიტალი
📞 ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
სამუშაო დღეებში: 09:00 – 18:00 — 0322 12 12 01
არასამუშაო დღეებში — 577 332 737