01/07/2025
🩺 რა არის ენდოსკოპია?
📍 მარტივი და სწრაფი გზამკვლევი ყველასთვის!
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ახერხებენ ექიმები კუჭ - ნაწლავის დათვალიერებას ქირურგიული ჩარევის გარეშე? პასუხია — ენდოსკოპია.
👉 ენდოსკოპიური პროცედურა - გასტროსკოპია, არის მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტის პირის ღრუდან შეჰყავთ წვრილი დრეკადი მილი კამერით (ენდოსკოპი), რომელიც გადის საყლაპავში, კუჭში და წვრილ ნაწლავშიც. ხოლო კოლონოსკოპიის დროს, შესაძლებელია სწორი და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.
🧠 ენდოსკოპია ეხმარება ექიმებს:
• აღმოაჩინონ წყლული, ანთება, ნებისმიერი სიმსივნური წარმონაქმნი
• დაადგინონ გულძმარვის, გულისრევის, ღებინების ან მუცლის ტკივილის მიზეზები
• საჭიროების შემთხვევაში აიღონ საეჭვო ქსოვილის ნიმუში (ბიოფსია)
🛏️ გასტროსკოპიის შემთხვევაში:
• პაციენტი წვება მარცხენა გვერდზე
• ექიმი მართავს ენდოსკოპს და ეკრანზე აკვირდება პროცესის მიმდინარეობას.
• პროცედურა, როგორც წესი, გრძელდება 5-10 წუთი
• პაციენტს პროცედურის წინ უტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.
💫ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი - იონის ენდოსკოპიური კაბინეტი და გამოცდილი ექიმი ბატონი ზაზა ქარენაშვილი, მუდამ მზად არის პაციენტების მისაღებად და გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპიის ჩასატარებლად.
💬 თუ თქვენ გირჩიეს ენდოსკოპია ან იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს პროცედურა დაუნიშნეს — არ ინერვიულოთ, ეს საკმაოდ გავრცელებული და გამოსადეგი გამოკვლევაა.
📣 გაქვთ კითხვები ენდოსკოპიასთან დაკავშირებით ან გსურთ გამოცდილების გაზიარება? მოგვწერეთ კომენტარებში!
ენდოსკოპია რეკომენდებულია თუ გაქვთ:
• დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი კუჭის არეში;
• გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება ან დარღვევა;
• გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ხშირი ბოყინი;
• ეჭვი სისხლდენაზე (შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება), ანემია;
• მადის დაკარგვა, წონაში კლება, ზოგადი საერთო სისუსტე;
• მჟავე, მეტალის ან მწარე გემო პირში, ცუდი სუნი პირიდან;
• ყაბზობა ან ფაღარათი;
• სისხლის არსებობა ფეკალურ მასაში;
• თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან ნაწლავის ონკოლოგიური დაავადება;
👉ზაზა ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად კი შეგიძლიათ დაგვირეკოთ
📲551 71 71 95
💌ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
#ჯანმრთელობა #ენდოსკოპია #მედიცინა #პაციენტი #ზრუნვა #გასტროსკოპია #კოლონოსკოპია #კახეთი #იონი #ფრანგულისამედიცინოცენტრი