04/05/2026
მხედველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში, 60 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტები მიიღებენ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციას ყველა საჭირო მანიპულაციით (სათვალის შერჩევის გარდა).
თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:
გლაუკომა – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია თვალშიდა წნევის მატებით;
კატარაქტა – თვალის ბროლის დეგენერაციული პროცესი;
დიაბეტური რეტინოპათია – ქრონიკული, პოგრესირებადი, პოტენციურად მხედველობის დაკარგვის გამომწვევი დაავადება;
მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია – როდესაც ადამიანს უჭირს მხედველობის ველის ცენტრში არსებული დეტალების გარჩევა, წერა-კითხვა, სწორი ხაზები კი, ირიბი ეჩვენება.
აქცია მოიცავს შემდეგ ოფთალმოლოგიურ კვლევებს:
ოფთალმოსკოპია – თვალის ფსკერის დათვალიერება;
ბიომიკროსკოპია – ნაპრალოვანი სანათის დიაგნოსტირება;
ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა;
ტონომეტრია – თვალშიგა წნევის გაზომვა.
აქციით უნდა ისარგებლოთ თუ გამოხატული გაქვთ ისეთი ტიპის ჩივილები, როგორიცაა:
თვალის ტკივილი;
მხედველობის დაბინდვა ან სრულად დაკარგვა;
ფერადი მხედველობის დაქვეითება;
მხედველობის არეში შავი წერტილები ან ნათებები;
წარბებისა და ქუთუთოების შეშუპება;
მხედველობის გაუარესება ღამით;
მგრძნობელობის მომატება სინათლეზე;
გაორებული ხედვა ცალ თვალში;
სხვა ტიპის უჩვეულო სიმპტომები.
აქცია ჩატარდება 9 მაისის შაბათს 16 საათიდან
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 593313529
გისურვებთ ჯანმრთელობას!