მასაჟი

მასაჟი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მასაჟი, Doctor, ქარელი, Kareli.

26/06/2022

ჩვილ ბავშვთა და მოზარდთა მასაჟი. ხერხემლის პრობლემები: სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი.
Tel: 591 94 01 39

24/05/2017

საიტი ქალებზე და ქალებისათვის

24/05/2017
24/05/2017

სამკურნალო მასაჟი

,,მასაჟი”

სამკურნალო მასაჟი სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება. იმის მიხედვით, თუ ორგანიზმში რა სახის ფუნქციური დარღვევაა, იცვლება ამ მეთოდის მოდიფიკაცია. სამკურნალო მასაჟს გააჩნია თავისი მეთოდიკა, თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები. არსებობს როგორც საერთო, ისე ლოკალური ხასიათის მასაჟი. სამკურნალო მასაჟის ჩატარებისას ხუთი ძირითადი ხერხი გამოიყენება: ხელის პერიოდული გადასმა, დაჭიმვა, დაზელვა, დარბილება და ვიბრაცია, აგრეთვე – აქტიურ–პასიური მოძრაობები. სარეაბილიტაციო მასაჟი, მაგალითად, გამოიყენება ფუნქციური ხასიათის მკურნალობისთვის, სპორტსმენის ფიზიკური შრომისუნარიანობის აღსადგენად, ხანგრძლივი შესვენების ანდა ვარჯიშების შემდეგ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში (როდესაც სპორტსმენს ოპერაცია უკეთდება მენისკის მოსაცილებლად, ქუსლის მყესზე და ა.შ.).
ეს მასაჟი ტარდება პრეპარატებით კომპლექსურ მკურნალობასთან და მექანიკურ თერაპიასთან ერთად. სარეაბილიტაციო მასაჟი შეიძლება იყოს საერთოც (რომელიც კვირაში 2–3–ჯერ ტარდება) და ლოკალურიც (რომელსაც ყოველდღიურად, ანდა მკურნალობის საწყის ეტაპზე, დღეში 2–3–ჯერ ატარებენ).

ტრავმებისა და დაავადებების შემთხვევაში, მასაჟი რაც შეიძლება ადრე უნდა გაკეთდეს – ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისთვის, ტკივილების მოსახსნელად, შეშუპებისა და ჰემატომების შეწოვისთვის, ქსოვილის რეგენერაციისა და რეპარაციისთვის, მჟანგავ–აღდგენითი პროცესების ნორმალიზაციისთვის.

მკურნალობის პირველ ეტაპზე, მასაჟი ტარდება ყინულის გამოყენებით, მეორე ეტაპზე – სითბური პროცედურებით.

ტრავმის მიღებიდან პირველ დღეებში, მასაჟის დროს ყინულს იყენებენ, შემდეგ კი – მასაჟს თბილი პროცედურების გამოყენებით ატარებენ.

ორგანიზმის ქსოვილებზე ყინულის გამოყენება მაანესთეზირებელ, ჰომეოსტატიკურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს, რადგან ყინული აქვეითებს ნერვული დაბოლობების მგრძნობელობას; შედეგად, მცირდება ტკივილის შეგრძნებები. ყინულთან ერთად ჩატარებული მასაჟის შემდეგ, იზრდება დამუშავებული მყესების მოძრაობის ამპლიტუდა, მცირდება კანის შეშუპება. გარდა ამისა, მასაჟი ყინულით ხელს უწყობს: კუნთებში სისხლისმიმოქცევის გაუმჯობესებას, მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფას, ჰიპოქსიის ლიკვიდაციას, ქსოვილის რეპარაციისა და რეგენერაციის დაჩქარებას.

ამგვარი მასაჟის გაკეთება საკმაოდ ადვილია. შეგვიძლია ყინული ჩავდოთ ცელოფანის პარკში და ამგვარად გავაკეთოთ მასაჟი. ან კიდევ, ცელოფანის პარკი ან რეზინის ბუშტი გავავსოთ წყლით და შევდგათ საყინულეში 30–60 წუთის განმავლობაში.

ზამთრის პერიოდში ყინულის მაგივრობა შეიძლება თოვლმაც გასწიოს. მასაჟი ყინულით უნდა ჩატარდეს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ტრავმის მიღებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ანდა – საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, ოღონდ – ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად.

მასაჟი ყინულით ასევე ტარდება ვარჯიშის ან შეჯიბრების შემდეგ. ამ მასაჟს შემდეგნაირად ატარებენ: ტრავმის (ან დაავადების) ადგილს 2–3 წუთის განმავლობაში ამუშავებენ ყინულით, შემდეგ სპორტსმენი ბანაობს აუზში, თუ არის ამის საშუალება, ბოლოს კი გარკვეულ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებს. ამ პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ.

მაგალითად, მხარ–ბეჭის პერიართრიტის შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, ასრულებენ ვარჯიშებს ტრენაჟორებზე, ელასტიური ბინტით ან იზომეტრიულ რეჟიმში. ყინულის მეშვეობით ჩატარებული მასაჟის ხანგრძლივობაა 3–5 წუთი. იგი დამოკიდებულია ტრავმის ლოკალიზაციაზე (ანდა დაავადების სტადიაზე), სქესზე, ასაკზე და სპორტსმენის საერთო მდგომარეობაზე, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზეც კი.

გაციებით გამოწვეული დაავადებების (ბრონქიტი, პნევმონია და სხვა) შემთხვევაში, პირველი 2–5 დღის განმავლობაში მიმართავენ სააბაზანო მასაჟს, მოგვიანებით – პერკუსიულ მასაჟს, ინჰალაციასთან ერთად (რომელშიც ჩართულია სამკურნალო საშუალებები და ჟანგბადი), ღამით კი – ე.წ. შემახურებელ მასაჟს.

სააბაზანო მასაჟის მოქმედება დაფუძნებულია რეფლექტორულ მეთოდზე (რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოტორულ–ვისცერალურ რეფლექსებზე). ამ მასაჟის გაკეთების დროს მიმდინარეობს კანის რეცეპტორების გაღიზიანება. მასაჟის ჩატარებამდე კანზე უსვამენ გამახურებელ ვაზელინის ზეთს.

პერკუსიული მასაჟი გამოიყენება ბრონქიტებისა და პნევმონიის შემთხვევაში, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის, ასევე ფილტვების ვენტილაციის გასაუმჯობესებლად. ეს მასაჟი სრულდება საწყის მდგომარეობაში, როგორც წოლის, ისე ჯდომისას. გულ–მკერდის გარკვეულ მონაკვეთზე დებენ გაშლილ ხელის მტევანს, ხელისგულით – ზევით და მეორე ხელით მასზე ახორციელებენ რიტმულ დარტყმას. იმავეს აკეთებენ მეორე, პირველის სიმეტრიულ მონაკვეთზე.

პერკუსიული მასაჟი კეთდება ჯერ გულ–მკერდის წინა მხარეს, შემდეგ – ზურგის მხარეს. წინა მხარეს რიტმული დარტყმები ხორციელდება ლავიწქვეშა მონაკვეთსა და ნეკნების ქვედა რკალებზე, ზურგის მხარეს კი – ბეჭებს ზევით, ბეჭებს შორის და ბეჭებს ქვევით ზონაში, შემდეგ მიმდინარეობს გულ–მკერდის დაჭიმვა ორივე ხელით. ამ დროს მასაჟისტის ხელები განლაგებულია ფერდის დაბლა, დიაფრაგმასთან ახლოს. ჩასუნთქვის დროს მასაჟისტის ხელები გადაადგილდება ხერხემლისკენ, ამოსუნთქვისას – საპირისპირო, მკერდის მხარეს (ამავე დროს, ამოსუნთქვის დროს ხდება გულ–მკერდის დაჭიმვა). ამის შემდეგ მასაჟისტს ხელები გადააქვს იღლიისქვეშა ფოსოებში და კვლავ იმეორებს იმავე მოძრაობებს.

ამ პროცედურის დამთავრებისთანავე, კეთდება გულ–მკერდის ირიბი მასაჟი: მასაჟისტის მარჯვენა ხელი განთავსებულია პაციენტის იღლიისქვეშ, მარცხენა ხელი – გულ–მკერდის ქვემოთ, დიაფრაგმასთან. ამოსუნთქვის შემდეგ ექიმი ჭიმავს პაციენტის გულ–მკერდს. შემდეგ ხელების განლაგება იცვლება. ამ მეთოდების გამოყენება 2–3 წუთს გრძელდება.

იმისთვის, რომ პაციენტმა სუნთქვა არ შეიკავოს, მას უნდა ვუთხრათ: ჩაისუნთქე (ეს ხდება მაშინ, როდესაც ექიმის ხელი მიცურავს ხერხემლისკენ), შემდეგ მივცეთ მეორე ბრძანება: ამოისუნთქე (როდესაც ხელი მიცურავს მკერდის მხარეს). ამოსუნთქვის შემდეგ უნდა დავაწვეთ გულ–მკერდს, სუნთქვის პროცესის გასააქტიურებლად.

პერკუსიული მასაჟის დროს იქმნება ექსტრაპულმონალური სიტუაცია, რომელიც აუმჯობესებს სუნთქვას. მექანიკური გაღიზიანება ასტიმულირებს სუნთქვას და ხელს უწყობს ბრონქიალური სეკრეტის გამოყოფას. გულ–მკერდზე დაწოლა აღიზიანებს ალვეოლების რეცეპტორებს, ფილტვებისა და პლევრის ძირებს, რაც ქმნის ოპტიმალურ პირობებს სუნთქვითი ცენტრის (ინსპირატორული ნეირონების) გააქტიურებისა და აქტიური სუნთქვისთვის. ნეკნებშორის სუნთქვით კუნთებზე (პროპრიორეცეპტორებზე) ზემოქმედების შედეგად ხდება რეფლექტორული ზეგავლენა სუნთქვით ცენტრზე, ასევე სუნთქვითი აქტის სტიმულაცია.

ძლიერი ტრავმების მიღების (ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ) შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანილ ადამიანს უკეთებენ მასაჟს, რათა არ შეწყდეს სუნთქვა და არ გაჩერდეს გული. გამომდინარე იქიდან, რომ ბიოლოგიური სიკვდილი ტრავმის მიღებისთანავე არ დგება, აუცილებელია მასაჟის თანამედროვე სარეანიმაციო მეთოდების დაუყოვნებლივ გამოყენება, რათა ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს.

თუ ადამიანს გული გაუჩერდა, აუცილებელია გარე მასაჟის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მკერდსა და ხერხემალს შორის მონაკვეთზე გულის რიტმულ შეკუმშვას. ამ დროს მარცხენა პარკუჭიდან სისხლი ძარღვებით ტვინსა და გულს მიეწოდება. მკერდზე ზეწოლის შემდეგ სისხლი კვლავ ავსებს გულს.

გულის გარე მასაჟის დროს მარჯვენა ხელის მტევნის ხელისგულს დებენ მკერდის ქვედა ნაწილში, მარცხენა ხელისგულს ადებენ ზემოდან და მთელი წონით აწვებიან ხერხემლისკენ. ერთი დაწოლა მაქსიმუმ 1,5 წამს შეიძლება გაგრძელდეს.

მკერდზე დაწოლა ერთი წამის მონაცვლეობით უნდა განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის მიმოქცევა ვერ დაიწყება. შუალედებში მკერდიდან ხელს არ იღებენ. მასაჟის ეფექტურობას აფასებენ იმის მიხედვით, საძილე არტერიაში ფიქსირდება თუ არა დარტყმების პულსი, ფიქსირდება თუ არა მხედველობა და დამოუკიდებელი სუნთქვითი მოძრაობები. ყურადღება უნდა მიექცეს კანის შეფერილობასაც.

გულის გარე მასაჟთან ერთად, როგორც წესი, ფილტვებს ხელოვნურად აწვდიან ჰაერს (ხელოვნური სუნთქვა). იმ შემთხვევაში, თუ რეანიმაციის პროცესს ერთი ადამიანი (შემდეგი სისტემით: პირიდან–პირში, ან პირიდან ცხვირში) ახორციელებს, ფილტვებში ჰაერის ორჯერ სწრაფი ჩაბერვის შემდეგ, 15 წამში 15 დაწოლა უნდა მოხდეს მკერდზე. ავადმყოფის თავი აუცილებლად უკან უნდა იყოს გადაწეული. ეს პროცედურები უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სპონტანური პულსი არ გაჩნდება (რადგან სუნთქვა ხელოვნურია სწორედ სპონტანური სუნთქვის დაწყებამდე).

24/05/2017
21/05/2017

ცერებრალური დამბლა!
ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოძრაობების შეზღუდვა: დამბლა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები.

ცერებრალური დამბლის დროს თავის ტვინში არსებული დაზიანებები აისახება კიდურების , თავის, კისრის ან სხეულის კუნთების ნორმალური აქტიურობის დარღვევაში.

სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და მერყეობს სუსტი, მცირედ გამოხატულიდან ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ცერებრალურ დამბლას შეიძლება თან ახლდეს ეპილეპსიური გულყრები, ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები. ხანდახან თან ახლავს მხედველობის და სმენის დაქვეითება.

ცდ-ით დაავადებული ბავშვები ხშირად ტოვებენ ინტელექტუალურად შეზღუდულის შთაბეჭდილებას, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. დაავადება არ გადადის მემკვიდრეობით, არ პროგრესირებს და არის სტატიური. ცერებრალური დამბლა არ არის პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი,მაგრამ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მკურნალობის სპეციფიური თერაპია არ არსებობს

გამომწვევი მიზეზები!

ცერებრალური დამბლის გამომწვევი მიზეზები
ელფოსტა ბეჭდვა PDF
ცერებრალური დამბლის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში ინფექციური დაავადებების, ინსულტის ან თავის ქალის ტრავმის შემთხვევაში. ბავშვებში, ცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით ან ტრამვით მუცლად ყოფნის დროს , მშობიარობის ან ბავშვის დაბადებისთანავე. ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი რჩება დაუდგენელი.

ძირითადი ფაქტორი ნაყოფის თავის ტვინის დაზიანება პრენატალურ პერიოდში, რჩება ინფექციები, ტოქსიკოზი, დედისა და ახალშობილის ჯგუფისა და რეზუსის შეუთავსებლობა.

ცდ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იყოს ნაადრევი მშობიარობით, ახალშობილის ასფიქსიით და სამშობიარო ტრავმით. ახალშობილის ძალიან მცირე წონის (დღენაკლულობა) დროს დაავადების განვითარების საშიშროება დიდია. მშობიარობის შემდგომ თავის ტვინის დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს თავის ქალის ტრავმა ან ინფექცია,მაგალითათ მენენგიტი.

ფორმები!

ცერებრალური დამბლის კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული მოძრაობის ფუნქციები და რამდენად არის გავრცელებული ეს დარღვევები. გამოყოფენ მოძრაობის დარღვევის ხუთ ტიპს:

სპასტიური - კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით;
ატეტოზი - მუდმივი უნებლიე მოძრაობები;
რიგიდული - მკვრივი, დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს
ატაქსია - წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით;
კიდურების (კანკალი) ტრემორი
დაახლოებით დაავადების 85% შეადგენს სპასტიური ან ატეტოიდური ტიპის დარღვევები.

სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით)
ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით)
პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით)
ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით)
ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა)
შერეული
ჰიპერკინეტიკური ფორმა

მკურნალობა!მშობლებმა , რომელთა შვილებიც დაავადებულები არიან ცერებრალურ დამბლით, არასოდეს არ უნდა ჩამოუშვან ხელები.თანამედროვე მედიცინის დახმარებით და სათანადო სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარებით, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ბავშვებს ენიშნებათ სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია და სხვა აუცილებელი სარეაბილიტაციო პროცედურები და მკურნალობა. მკურნალობა ხანგრძლივია და საჭიროებს ბავშვთან მუდმივ მუშაობას.

20/05/2017

კიფოზი
დაავადების აღწერა
კიფოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ხერხემლის ზედა ნაწილის სიმრუდეს. გარკვეული სიმრუდე ნორმალურია, თუმცა კიფოზი აღნიშნავს სიმრუდის ჭარბ გამოხატვას. კიფოზი ნებისმიერ ასაკში გვხვდება, მაგრამ ხშირია მოხუც ქალებში.

ასაკთან დაკავშირებული კიფოზი ხშირად ვითარდება ოსტეოპოროზის დროს, როცა ხერხემლის მალები დასუსტებულია და შესაძლოა მოტეხილობისა და კომპრესიის განვითარება. კიფოზის სხვა ტიპები ვითარდება ჩვილებში ან მოზარდებში, ხერხემლის დეფექტების გამო.

მსუბუქი კიფოზი იწვევს მცირე პრობლემებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში გვხვდება ძლიერი ტკივილი და ვიზუალური დეფექტი. კიფოზის მკურნალობა განისაზღვრება ასაკის, მიზეზის და ეფექტების მიხედვით.
გამომწვევი მიზეზი
ხერხემლის სვეტი შედგება ხერხემლის მალებისგან, როგორც ცილინდრებისაგან აწყობილი სვეტი. კიფოზი ვითარდება, როცა ხერხემლის ზედა ნაწილის შემადგენელი მალები გამრუდებულია. ეს დეფორმაცია შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:

ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის დროს ძვლები გათხელებული და სუსტია, ამიტომ ვლინდება კომპრესიული მოტეხილობები მალებზე. ოსტეოპოროზი ხშირია მოხუცებში, განსაკუთრებით ქალებში და დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე მყოფ ადამიანებში.
მალას დისკის დეგენერაცია. რბილი, მრგვალი მალთაშუა დისკები ამცირებენ ხახუნს მალებს შორის. ასაკთან ერთად, ეს სტრუქტურა შრება და პატარავდება, რაც აუარესებს კიფოზს.
შეუერმანის დაავადება (შეუერმანის კიფოზი). ეს დაავადება ძირითადად იწყება გარდატეხის ასაკის პერიოდში ზრდის გაძლიერების დროს. დაავადება უფრო ხშირია ბიჭებში. ზურგის მომრგვალება შესაძლოა ბავშვის ზრდა–განვითარების შემაფერხებელი იყოს.
თანდაყოლილი დეფექტები. თუ ბავშვის ხერხემლის სვეტი ნორმალურად არ განვითარდა საშვილოსნოში, მალები შესაძლოა არასწორად დალაგდეს და გამოიწვიოს კიფოზი.
სინდრომები. კიფოზი ბავშვებში ასოცირდება გარკვეულ სინდრომებთან, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან პრადერ–ვილის დაავადება.
კიბო და კიბოს მკურნალობა. ხერხემლის კიბო ასუსტებს მალებს და იწვევს კომპრესიულ მოტეხილობებს. ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას ანალოგიური ეფექტი აქვს.

ხერხემლის ზედა ნაწილის გამრუდება შესაძლოა უბრალოდ ასეთი სიარულის ან ჯდომის მანერით იყოს გამოწვეული. ამ მდგომარეობას არ ახლავს თან დეფორმაციები და ხშირია მოზარდებში.
სიმპტომები
ხერხემლის არასწორი სიმრუდის გარდა, კიფოზი იწვევს ტკივილს, გაშეშებას. მსუბუქი ფორმები უსიმპტომოა.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შენიშნეთ ხერხემლის მომატებული სიმრუდე თქვენ თავზე ან ბავშვზე.

ოსტეოქონდროზიკაცობრიობა ოსტეოქონდროზის დაავადებას უძველესი დროიდან იცნობს. იგი ხასიათდება დეგენერაციული ცვლილებებით ხერხ...
20/05/2017

ოსტეოქონდროზი

კაცობრიობა ოსტეოქონდროზის დაავადებას უძველესი დროიდან იცნობს. იგი ხასიათდება დეგენერაციული ცვლილებებით ხერხემალში. ოსტეოქონდროზით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის 80 %. შრომისუნარიანობის დაქვეითებისა და დაკარგვის მიზეზებს შორის ოსტეოქონდროზს ერთ–ერთი პირველი ადგილი უჭირავს. გამომწვევი მიზეზებია:
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
- მიკროტრავმები
- უხერხული მოძრაობები
- ენდოკრინული დაავადებები
ძირითად როლს ასრულებს კუნთთა ტონუსის სისუსტე, კუნთოვანი სისტემის გაუვარჯიშებლობა, დაქვეითება.


ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
ხერხემლის არეში ტკივილი ანუ დორსალგია, რომელიც გადაეცემა სხეულის სხვადასხვა ნაწილში: დაბუჟება და ,,ტკაცუნი'' სახსრებში, ზურგის კუნთების დაჭიმულობა.
ასევე შესაძლებელია მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციის მოშლა (შარდვის და დეფეკაციის), სექსუალური დარღვევები.
მალთაშუა დისკოს თიაქარი – ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული და მძიმე გამოვლინებაა.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის სხვადასხვა ხერხი არსებობს; დაწყებული მედიკამენტური თერაპიიდან, დამთავრებული ოპერაციით.
კლინიკა "მედი" გთავაზობთ ოსტეოქონდროზის მკურნალობას ვარჯიშებით. ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეირჩევა თქვენთვის ინდივიდუალური სამკურნალო პროგრამა, რომელსაც ჩაგიტარებთ მეთოდისტი.
ეს პროგრამა შეიცავს აქვა და კინეზო– თერაპიას, სამკურნალო მასაჟს და ფიზიოთერაპიას.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა
- ეცადეთ ყოველთვის იაროთ გამართული ზურგით
- ხშირად იმოძრავეთ, რათა არ მისცეთ ზურგს კუნთების ატროფირების საშუალება
- ხშირად იცურავეთ, რომ მუდმივად იყოთ ფორმაში

ართრიტი, ართროზი
ოსტეოართროზი – ეს არის სახსრის და მიმდებარე ქსოვილების ქრონიკული არაანთებითი დაავადება. გამომწვევი მიზეზები:
- ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ჰორმონული დისბალანსი
- მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
- ხანდაზმული ასაკი
- ტრავმები
- ჭარბი წონა
- მძიმე ფიზიკური დატვირთვა
- ხტომები, სირბილი
სიმპტომები:
დაავადების დასაწყისში – ,,ტკაცუნი'' სახსრებში მკვეთრი მოძრაობების შესრულებისას, სახსარში მოხრისას–უსიამვნო შეგრძნება ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრია სიარულის, კიბეზე ჩასვლის დროს და მოძრაობების შესრულებისას. ხანმოკლე ტკივილი ქრება აქტიური მოძრაობების ფონზე. მოგვიანებით ტკივილი ხდება აუტანელი, სახსარი კარგავს ელასტიურობას და იწყება მოძრაობების შეზღუდვა.
მკურნალობა:
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" გთავაზობთ სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს და მედიკამენტურ თერაპიას პრეოპერაციულ პერიოდში, პოსტოპერაციულად – რეაბილიტაციას. კლინიკა "მედი"-ში სარეაბილიტაციო პროგრამა შედგება სპეციალური ვარჯისებისგან, აქვათერაპიისგან და ფიზიოპროცედურებისაგან.
პროფილაქტიკა:
- სიარული
- ვარჯიში
- ცურვა
- წონის კორექცია
სქოლიოზი
სქოლიოზი – ხერხემლის რთული დეფორმაციაა, რომლის დროსაც ხდება ხერხემლის გამრუდება და ტორსიული შემობრუნება თავისი ღერძის გარშემო.

მიზეზებია:
- საერთო სისუსტე და მყეს–კუნთოვანი აპარატის განუვითარებლობა, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდისას. (6–8 წლის ან 10–12 წლის ასაკში)
- არასწორი დგომა, სიარული.
- კუნთების რეფლექტორული დაჭიმულობა ვერტებრონგენული დაავადებების დროს.
- ერთი ფეხის დამოკლება
მკურნალობის ძირითადი პრინციპები ზოგადი რეჟიმის დაცვა, რომელიც მოიცავს:
- ხანგრძლივი ძილი
- ფიზიკური დატვირთვების და მოსვენების მონაცვლეობა
- გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- რაციონალური კვება
- სეირნობა და თამაში სუფთა ჰაერზე
- დღისით, სკოლის შემდეგ, დასვენება
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" გთავაზობთ სქოლიოზის მკურნალობის სპეციალურ მეთოდებს:
- სამკურნალო ვარჯიში (კინეზოთერაპია)
- სამკურნალო ცურვა (აქვათერაპია)
- სამკურნალო მასაჟი
- ფიზიოტერაპია: ზურგის და მუცლის კუნთების ელექტროსტიმულაცია,
მედიკამენტური ელექტროფორები, ულტრაიისბგერი სხივები,სითბური პროცედურები.

ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობა არის ტერფის დეფორმაცია, რომელიც ვლინდება ტერფის თაღის გაბრტყელებით სიგრძივად და განივად. შესაბამისად, არსებობს ორი სახის ბრტყელტერფიანობა – სიგრძივი და განივი. ხშირად ისინი ერთმანეთს ერწყმის.
გამომწვევი მიზეზები:
- თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა
- ავადმყოფობა ან ტრავმა
- ორსულობა, სიმძიმის აწევა
- ჭარბი წონა
- ხანგრძლივად ფეხზე დგომა
- არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება
კლინიკა "მედი"-ში ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ ჩაგიტარებთ შემდეგ პროცედურებს:
- სტადიაზე – ფიზიოთერაპია: სამკურნალო მასაჟი, ჰიდრომასაჟი
- სტადიაზე – სამკურნალო ვარჯიში: სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ცურვა, ფიზიოთერაპია
- სტადიაზე – ოპერაცია.

20/05/2017

როგორ ვიმკურნალოთ ხერხემლის გამრუდება
როგორ ვიმკურნალოთ ხერხემლის გამრუდება ავტორი: საბა მდივნიშვილი
ხერხემლის სისწორეზე დამოკიდებულია არა მარტო ტანის სისწორე და სილამაზე, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. თუ გაქვთ ხერხემლის გამრუდებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელია მისი შესაბამისი მეთოდებით მკურნალობა.

საფეხურები
1 აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ ხერხემლის დათვალიერებას და დაგინიშნავთ რენტგენულ გამოკვლევას ან მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.
2 ამის შემდეგ ექიმი შეძლებს გითხრათ, რამდენად ძლიერია ხერხემლის გამრუდება ან სხვა პრობლემების შესახებ (დისკის ამოვარდნა, თიაქარი)
3 ხერხემლის გამრუდების (სქოლიოზი) დროს ძირითად თერაპიას წარმოადგენს სამკურნალო ფიზკულტურა, რომლის გაკეთებაც შესაძლებელია პოლიკლინიკებსა და ხერხემლის მკურნალობის სპეციალურ ცენტრებში. ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ფიზიოპროცედურები და მასაჟი.
4 თუ გტკივათ ზურგი, შეიძლება თქვენთვის რეკომენდირებული იყოს მედიკამენტოზური თერაპია. როგორც წესი, ეს არის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ძვლის ქსოვილის გამაუმჯობესებელი პრეპარატები. არაა გამორიცხული მალამოებისა და საცხების დანიშვნაც. მათ გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
5 ექიმები ამბობენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ხერხემლის მკურნალობას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. თუ თქვენ ბავშვს აღმოაჩნდა სქოლიოზი, აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ სამკურნალო ფიზკულტურა - ეს დაგეხმარებათ გამრუდების სრულად აღმოფხვრაში. მოზრდილ ადამინებს ხერხემალი უკვე ჩამოყალიბებული აქვთ და ამიტომ შეუძლებელია გამრუდების სრულად მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესებაში ავადმყოფს დაეხმარება კუნთოვანი კორსეტის ფორმირება.
6 ზურგთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურის კურსების რეგულარულად გავლა, ხოლო შუალედებში კი სპორტის ისეთი სახეობებით დაკავება, როგორიცაა ცურვა ან იოგა. ეს დაგეხმარებათ ზურგის კუნთების გამაგრებასა და ტონუსში ყოფნაში.
7 თუ თქვენ აღგენიშნებათ სერიოზული გამრუდება, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მანუალურ თერაპევტთან ვიზიტი. სპეციალისტის არჩევას მიუდექით დიდი ყურადღებით, ვინაიდან მანუალისტის შესრულებულ არასწორ მოძრაობას შეუძლია თქვენი ზურგისთვის დიდი ზიანის მიყენება.
8 არსებობს სხვადასხვა ცენტრები, რომლებიც მკურნალობენ ხერხემლის დაავადებებს. სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟის პარალელურად ისინი გთავაზობენ სხვადასხვა ტრენაჟორებზე ვარჯიშს. რის შედეგადაც მაგრდება ზურგის კუნთები და იჭიმება ხერხემალი.

Address

ქარელი
Kareli
BEQABEQA1

Telephone

+995591940139

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასაჟი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category