24/12/2020
რამდენ ხანს მუშაობს ხელოვნური სახსარი?
პაციენტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა!
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგანაც ხელოვნური სახსრის მუშაობის ხანგრძლივობა რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
1️⃣ პაციენტის წინასაოპერაციო მომზადება, რაც გულისხმობს მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის კარგად შესწავლას, ინფექციის შესაძლო კერების გამორიცხვას, ძვლის სრუქტურული მდგომარეობის შესწავლას, წონის კორექციას, შედეგად გართულების ალბათობის მინიმუმადე დაყვანას.
2️⃣ ხელოვნური სახსრის ხარისხი, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის დროს გამოყენებული იქნას მაღალი ხარისხის ხელოვნური სახსარი, რადგანაც ენდოპროტეზის მეტალი და მისი ფოროვანი დაფარვა მნიშვნელოვნად განაპირობებს ედნოპროტეზის მოხმარების ხანგრძლივობას.
3️⃣ ქირურგიული ტექნიკა, ქირურგის მიერ სწორად და ხარისხიანად შესრულებული ოპერაცია.
4️⃣ ენდოპროტეზის სწორად შერჩევა, რაც გულისხმობს ძვლის და ენდოპროტეზის ფორმების შესაბამისობას და აგრეთვე ფიქსაციის სახეობის სწორად განსაზღვრას.
5️⃣ პაციენტის მიერ ქირურგის მხრიდან მიცემული რეკომენდაციების განუხრელად შესრულება
6️⃣ ტრავმის გამორიცხვა
როგორც ხედავთ ბევრი ფაქტორია, რომელთა ერთობლიობა განაპირობებს ენდოპროტეზის მუშაბის ხანგრძლივობას
გისურვებთ ჯანმრთელობას