სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze

სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze ქუთაისის რეფერლური ჰოსპიტალი.
გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

წლები სასწავლებლის დასახელება სპეციალობა კვალიფიკაცია;
1995-2006 - ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის -3 საჯარო სკოლა
2006-2012 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
2012-2014 - ბელარუსიის სამედიცინო აკადემია პოსტდიპლომური განათლების - მეან-გინეკოლოგია
17.06.2015 - საქართველოს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ლიცე

ნზირებული ექიმი სპეციალისტი: - მეან -გინეკოლოგი
2017 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ლექტორი;

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი • Kutaisi Referral Hospitalგინეკოლოგიური სამსახური ✨
06/05/2026

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი • Kutaisi Referral Hospital
გინეკოლოგიური სამსახური ✨

🔬 კლინიკური შემთხვევა პრაქტიკიდან🔴40 წლის პაციენტმა მოგვმართა მენომეტრორაგიის ჩივილებით (FIGO კლასიფიკაცია: AUB-L; AUB-A...
05/05/2026

🔬 კლინიკური შემთხვევა პრაქტიკიდან

🔴40 წლის პაციენტმა მოგვმართა მენომეტრორაგიის ჩივილებით (FIGO კლასიფიკაცია: AUB-L; AUB-A). ანამნეზში აღენიშნებოდა ქრონიკული ანემია, რის გამოც იმყოფებოდა ჰემატოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

გინეკოლოგიური ისტორია დატვირთული იყო — ჩატარებული ჰქონდა ორი საკეისრო კვეთა, მათ შორის მეორე ოპერაციის შემდგომ განვითარდა გართულებები სეფსისის სახით.

ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი:
• ადენომიოზი
• საშვილოსნოს მიომა (FIGO ტიპი 2)

მრავალფაქტორული შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქირურგიული მკურნალობის შესახებ. პაციენტს ჩაუტარდა ტოტალური ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია ბილატერალური სალპინგექტომიით და ოვარიოპექსიით.

✅ ოპერაცია ჩატარდა წარმატებით, პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე.

👩‍⚕️ 👨‍⚕️ოპერაციული გუნდი:
ოპერატორი- სალომე ჩიხლაძე
ასისტენტები: გიორგი ფრუიძე,
გვანცა ხელაძე
ანესთეზიოლოგები: დავით ჯანაშია,
გიორგი გიორგობიანი

📌 აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინდივიდუალიზებული მიდგომის მნიშვნელობას გინეკოლოგიურ პათოლოგიებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს კომბინირებულ დიაგნოზებთან და დატვირთულ ანამნეზთან.

⚕️

გილოცავთ 🌼✨
02/05/2026

გილოცავთ 🌼✨

01/05/2026

გაიცანით სს "საქართველოს კლინიკები"-ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის გუნდის ახალი წევრი, მეან გინეკოლოგი სალომე ჩიხლაძე, რომელიც გინეკოლოგიურ სამსახურს უხელმძღვანელებს

სალომეს აქვს საერთაშორისო გამოცდილება გინეკოლოგიასა და ენდოსკოპიურ ქირურგიაში — განათლება და სტაჟირება გავლილი აქვს ბელორუსიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, მათ შორის ისეთ ცნობილ ცენტრებსა და კლინიკებში, როგორიცაა Quirón Salud, Estaing University Hospital და CICE. მონაწილეობა მიუღია მსოფლიო და რეგიონულ კონგრესებში (Hysteroscopy, ESGO, ASCO). 2015 წლიდან არის მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎16 033
📍ქუთაისი, ოცხელის ქ. N2

03/03/2023

🌸"კლინიკა-ლჯ"-ის მეან-გინეკოლოგი,
ქირურგი, ენდოსკოპისტი - სალომე ჩიხლაძე, ოთხი შვილის დედა!.🫶

🌸გილოცავთ დედის დღეს!.🫶

🏥საშვილოსნოს ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია წინასწარი  ტრანსურეთრალური სტენტირებით;( ანამნეზი:2 საკეისრო კვეთა ქვედა შუა ლ...
10/12/2021

🏥საშვილოსნოს ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია წინასწარი ტრანსურეთრალური სტენტირებით;

( ანამნეზი:2 საკეისრო კვეთა ქვედა შუა ლაპარატომიით, ადენომიოზი)

📍პაციენტმა "კლინიკა-ლჯ"-ის გინეკოლოგიურ კაბინეტს ჩივილებით მიმართა;ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში, მენსტრუალური ციკლის და...
30/09/2021

📍პაციენტმა "კლინიკა-ლჯ"-ის გინეკოლოგიურ კაბინეტს ჩივილებით მიმართა;

ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები ( FIGO: AUB-F);

ჩატარებული კლინიკო ლაბორატორიული კვლევებით პაციენტს, საშვილოსნოს მიომა და
ორივე საკვერცხის კისტა დაუდგინდა;

დაიგეგმა მკურნალობა ქირურგიული მეთოდით;

👩🏼‍⚕️ ოპერატორი : სალომე ჩიხლაძე

👨‍⚕️ ასისტენტი : მარსელ ნოდია

👩🏼‍⚕️ ანესთეზიოლოგი: გიტა კოპალიანი

📍პაციენტმა "კლინიკა- ლჯ"-ის გინეკოლოგიურ განყოფილებას,მიმართა ჩივილებით მენსტრუალური ციკლის დარღვევები; 🧬ულტრასონოგრაფიუ...
28/09/2021

📍პაციენტმა "კლინიკა- ლჯ"-ის გინეკოლოგიურ განყოფილებას,მიმართა ჩივილებით მენსტრუალური ციკლის დარღვევები;

🧬ულტრასონოგრაფიული კვლევით დიაგნისტირდა საკვერცხის კისტა;

🧬ჩაუტარდა კონსერვატიული მკურნალობა, თუმცა დინამიკაში აღინიშნებოდა საკვერცხის კისტის ზრდა;

🧬გაკეთდა, მცირე მენჯის მრტ კვლევა, რის შემდეგაც დაიგეგმა ლაპარასკოპიული მეთოდით მკურნალობის გაგრძელება;

🧬ოპერაცია წარმატებით დასრულდა;

👩‍⚕️ოპერატორი - სალომე ჩიხლაძე;
🧑‍⚕️ასისტენტი - მარსელ ნოდია;
👩‍⚕️ანესთეზიოლოგი -გიტა კოპალიანი;

სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze

🧬ენდომეტრიოზი - როდის მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?!✳️ენდომეტრიოზი ქრონიკული, რომელსაც ახასიათებს ენდომეტრიუმის სტრომით ან...
27/09/2021

🧬ენდომეტრიოზი - როდის მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?!

✳️ენდომეტრიოზი ქრონიკული, რომელსაც ახასიათებს ენდომეტრიუმის სტრომით ან უჯრედებით საშვილოსნოს ან სხვა ორგანოების დაზიანება : როგორებიცაა საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები ან კედლები, შარდის ბუშტი და სხვა.

✳️ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც შეიცავ ორ შრეს: ბაზალურს და ფუნქციურს. ეს უკანასკნელი ყოველთვიურად მენსტრუაციის დროს ჩამოიფრცქვნება;

✳️ენდომეტრიოზი შესაძლოა შეგვხვდეს ახალგაზრდა ასაკში და გაგრძელდეს კლიმაქტერულ პერიოდამდე (მენსტრუალური ფუნქციის არსებობამდე, )ანუ ენდომეტრიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში.

✳️ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მცირე მენჯის ღრუში ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის პერიოდში. ენდომეტრიოზზე ეჭვი უნდა მიიტანონ ქალებმა (მ.შ. 17 წლამდე გოგონებმაც), რომლებსაც აღენიშნებათ ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი სიმპტომი:

✳️მენჯის ქრონიკული ტკივილი,

მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ტკივილი (დისმენორეა), რომელიც გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობებსა და ცხოვრების ხარისხსზე,

ღრმა ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს ან შემდეგ

მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ან ციკლური გასტროინტესტინური პრობლემები, კერძოდ მტკივნეული დეფეკაცია საშარდე სისტემის მენსტრუალური ან ციკლური სიმპტომები, კერძოდ სისხლი შარდში ან მტკივნეული შარდვა .
ზემოთ მოცემულ ერთ ან ორ ფაქტორის არსებობა რისკს ზრდის უშვილობისას.
სტატისტიკის თანახმად, პირველი სიმპტომებიდან დიაგნოზის დადასტურებამდე საშუალოდ რამდენიმე წელი გადის.

✳️ენდომეტრიოზის გამომწვი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია და ასევე გენეტიკური განწყობა

✳️ ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზის შეკრება და გათვალისწინება.

✳️პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ინიშნება ულტრაბგერითი, მაგნიტურ რეზონანსული კვლევები, მარკერი შრატში CA125, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია, კოლპოსკოპია, პოსტოპერაციული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა.

✳️ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტურად(ჰორმონულად) და ქირურგიულად. მკურნალობის მეთოდი ირჩევა დაავადების სიმწვავისა და პაციენტის რეპროდუქციული ფუნქციის მიხედვით.

✳️აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სასურველია ორსულობა, როგორც მკურნალობის მეთოდი.

✅ "კლინიკა-ლჯ"-ის გინეკოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, რაც ზუსტი და მაღალეფექტური კვლევის წარმოების საშუალებას იძლევა.
--------------------------------------------
🏥"კლინიკა-ლჯ", კლინიკა რომელსაც ვენდობი❗
🏥დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ.ქუთაისი,ჩეჩელაშვილის ქ. #

🧬რატომ დგება საშვილოსნოს გარე ორსულობა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?  📍საშვილოსნოს გარე ორსულობა დგება, როდესაც გარკვეუ...
14/09/2021

🧬რატომ დგება საშვილოსნოს გარე ორსულობა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

📍საშვილოსნოს გარე ორსულობა დგება, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ ახერხებს საშვილოსნოს ღრუში მოხვედრას, ის შესაძლოა მიემაგროს მილს ან სულაც მოხვდეს მუცლის ღრუში და იქ განვითარდეს ორსულობა;

📍აღნიშნული მდგომარეობა ქალის ჯანმრთელობას
სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ემბრიონის დროული მოშორება მედიკამენტებით ან ოპერაციული ჩარევით;

📍საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზები ძირითადად ინფექციით დაზიანებული მილებია, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ემბრიონის სწორი მიმართულებით ანუ საშვილოსნოს ღრუში გადაადგილებას;

📍საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტიკა განვითარების ადრეულ ეტაპზე რთულია, მას იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც ჩვეულებრივ საშვილოსნოს ღრუს ორსულობას:

♻️მენსტრუაციის გადაცდენა, დადებითი ტესტი, სისხლში ქორიონული გონადოტროპინის მაღალი მაჩვენებელი და ა. შ. ასევე ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ყრუ ტკივილი მუცლის არეში;

📍ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სიმპტომთაგან ერთ-ერთის დაფიქსირებისთანავე ქალმა მიმართოს ექიმ-გინეკოლოგს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა;

📍თუ საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტიკა ვერ მოხერხდა, სანაყოფი პარკი იზრდება და იწვევს შინაგან სისხლდენას, რასაც ახასიათებს ძლიერი შეტევითი ტკივილები და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას;

👩‍⚕️ - სალომე ჩიხლაძე

🏥პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით: მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მეორადი ამენორეა), ტკივილები მცირე მენჯის მიდამოში მარჯვნი...
14/09/2021

🏥პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით: მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მეორადი ამენორეა), ტკივილები მცირე მენჯის მიდამოში მარჯვნივ;

➡️ჩაუტარდა ქორიონული გონადოტრიპინის განსაზღვრა სისხლში და ულტრასონოგრაფიული კვლევა, რის შედეგადაც დიაგნოსტირდა მარჯვენამხრივი საშვილოსნოს მილის ექტოპიური ორსულობა;

➡️დიგეგმა ოპერაციული მკურნალობა;
გაკეთდა ლაპარასკოპიული სალპინგექტომია ( მილის ამოკვეთა)

👩‍⚕️სალომე ჩიხლაძე

Address

ოცხელის ქუჩა/2
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 13:00

Telephone

+431310111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სალომე ჩიხლაძე/Dr.Salome Chikhladze:

Share