09/06/2024
გახანგრძლივებული ხველა-
რა უნდა ვიცოდეთ გახანგრძლივებული ხველის შესახებ?
🩺 ხველა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები ექიმს მიმართავენ.
ხველა დამცველობითი რეაქციაა, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზების სანათურიდან გამღიზიანებლის მოსაცილებლად, ამიტომ შეიძლება იყოს სასარგებლოც.
ხანგრძლივობის მიხედვით ხველა იყოფა:
1. მწვავე ხველა, როდესაც ხველა გრძელდება 3 კვირაზე ნაკლებ ხანს.
2. ქვემწვავე ხველა, რომელიც გრძელდება 3-8 კვირა
3. ქრონიკული ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირაზე მეტ ხანს.
ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებლად საჭიროებს შეფასებას და მიზეზის დადგენას.
– გახანგრძლივებული ხველის მიზეზია:
✅ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი (პოსტნაზალური წვეთი)
ლორწოვანი გამონადენის ხახის უკანაკედელზე ჩადინება.
✅ბრონქული ასთმა-სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, ახასიათებს მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა, ხველის მორეციდივე ეპიზოდები.
✅გასტროეზოფაგური რეფლუქსი–კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის შიგთავსის საყლაპავ მილში პერიოდული გადასვლა.
✅ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება –ხასიათდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვით, რომელიც სრულად შექცევადი არ არის. ვლინდება პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობით, ხველით და ნახველის ჭარბი პროდუქციით.
✅მედიკამენტოზური (აგფ ინჰიბიტორი)-ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი, რომლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარდება მშრალი ხველა.
✅პოსტინფექციური ხველა – ვლინდება მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ. ხველა გრძელდება 3-დან 8 კვირამდე, შესაძლოა ახლდეს ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილიან სხვა სიმპტომატიკა.
✅თუმცა, გასათვალისწინებელია გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი შედარებით იშვიათი დაავადებები: ფილტვის კიბო, სარკოიდოზი, ტუბერკულოზი, ფილტვის ინტერსტიციული ფიბროზი, ბრონქოექტაზია, Covid 19, გულ-მკერდის აორტის ანევრიზმა, ცენკერის დივერტიკული, ბრონქიოლიტი, ფსიქოგენური ხველა და სხვა.
მხოლოდ ექიმის მიერ, ხდება ხველის მიზეზის დადგენა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევა.
🩻სასუნთქი სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მკურნალობა.
📞557707053
📞032 2 600 600
📌მის: ქუთაისი, ოცხელის ქუჩა #2
პულმონოლოგი ინდირა კოპალეიშვილი�