ქუთაისი მედიკი იმერეთის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, რომელიც სამედიცინო აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალების, პაციენტის მოვლის საშუალებების, ქირურგიული ინსტრუმენტების, ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას ახორციელებს. კომპანია, უზრუნველყოფს, ასევე, სამედიცინო აპარატურის მონტაჟსა და მის შემდგომ საჭირო ყველა მომსახურებას.
ქუთაისი მედიკის მიზანია, შექმნას სამედიცინო პრ
ოდუქციის რეალიზაციის
ქსელი, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა თანამედროვე და
მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ნივთს.
ძლიერი ლოჯისტიკური სამსახური და პროფესიონალებისგან შემდგარი
მეგობრული გუნდი კომპანიის ერთ-ერთი, გამორჩეულად ძლიერი
მახასიათებელია. აღნიშნული, პროდუქციის უწყვეტ მიმოსვლასა და
დანიშნულების ადგილზე მათ დროულ მიწოდებას განაპირობებს.
კომპანია მუშაობს 2 მიმართულებით: B2B და B2C. B2B მიმართულებით
სამედიცინო დაწესებულებებს ამარაგებს სამედიცინო აპარატურით, ავეჯით და სახარჯი მასალებით. კომპანია არის სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორი როგორიცაა: Jonson&Jonson medical, Nidec, Medtronic, Baucsh, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed. B2C მიმართულებით კომპანიას აქვს შოურუმი, სადაც ყველა სამედიცინო
პროდუქტია იმისთვის, რომ მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ყველა
საჭირო პროდუქტი, რაც სახლში მკურნალობის პერიოდში დასჭირდებათ.
ქუთაისი მედიკის მომხმარებლებს პროდუქტების შეძენა შეუძლიათ, როგორც შიდა განვადებით, ისე სალიზინგო კომპანიების დახმარებით.