
13/07/2025
🏥პაციენტი: 23 წლის ქალბატონი, დიაგნოზი: ამელობლასტომა (კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი) ქვედა ყბის ძვლის სხეულის და კუთხის არეში მარცხნივ. დაიგეგმა და ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: ქვედა ყბის ძვლის ნაწილობრივი რეზექცია, სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა ჯანსაღი ქსოვილების ზღვარზე. ოპერაციამ და შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე, რის შემდეგაც დეფექტის სიდიდიდან გამომდინარე დაიგეგმა და ჩაუტარდა მენჯის ძვლის აუტოპლასტიკა (გადანერგვა) ყბის ძვალში, სამუშაოს წარმატებით შესრულების შემდეგ დენტალური იმპლანტაცია.
🔴სრულად აღდგენილი იქნა ყბის ძვლის ფუნქცია და ესთეტიკა.