
14/09/2025
რჩევები პირველკლასელთა მშობლებს!
ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სკოლის დაწყება ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ახალმა გარემომ, რეჟიმმა და მოლოდინებმა, შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი,რადგან ზოგიერთი ბავშვისთვის რთულია ადაპტაცია.განშორება მშობელთან,ურთიერთობის შიში და ა.შ.
✅მნიშვნელოვანია,სკოლამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე მშობელი ესაუბროს სკოლის შესახებ,მოუყვეს თავისი ისტორიები ( სახალისო) და რაც მთავარია,შევუქმნათ განწყობა.
✅ნუ გაუმახვილებთ განსაკუთრებულ აქცენტს ჩაცმაზე, მაგ: შენ უფრო ლამაზი გაცვია ვიდრე იმ ბავშვს,შენ ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ხარ, შენნაირი არავის აქვს და ა.შ.
✅ ნუ დავაშინებთ სიტყვებით: თუ კარგად არ ისწავლი, გამოგაგდებენ,დაგსჯიან.
✅ შესაძლოა,პირველივე დღეს ბავშვმა ვერ შეიკავოს ემოციები,ნუ გაუწყრებით ამის გამო და ნუ დაემუქრებით.
✅ ასწავლეთ მიმღებლობა- ყველა ბავშვთან დაამყაროს კომუნიკაცია, მიუხედავად განსახვავებულობისა,იქნება ეს ფიზიკური თუ მატერიალური.
✅განსაკუთრებით უჭირთ შეგუება იმ ბავშვებს,რომლებსაც სკოლამდელ დაწესებულებაში- ბაღში, არ უვლია და აქ ხშირად ვაწყდებით მიჯაჭვულობას.ამიტომ,თამამად დატოვეთ ბავშვები პედაგოგებთან,ასე მივაჩვევთ მათ უცხო გარემოსთან შეგუებას.
ჩვენ კი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ველით პატარებს.