06/05/2026
ღია სახლი გთავაზობთ მაინდფულნესის პრაქტიკას და სამუშაო შეხვედრას, მაინდფულნესის ტექნიკების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის მიზნით.
🗓️23-24 მაისი, 11:00 საათი
რა არის მაინდფულნესი /mindfulness/
მაინდფულნესი ცნობიერების მდგომარეობაა, რომელიც მიიღწევა უწყვეტი, მიზანმიმართული, მოცემულ მომენტზე ორიენტირებული და არაგანსჯითი ყურადღებით.
ეს არის მედიტაციური პრაქტიკა, რომელიც ადამიანს ეხმარება უფრო ღრმად გააცნობიეროს საკუთარი გამოცდილება, აზრები, ემოციები და სხეულებრივი შეგრძნებები და დაინახოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, შეფასებისა და კრიტიკის გარეშე.
რა შეიძლება ვისწავლოთ მაინდფულნესის პრაქტიკით?
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
• ყურადღების კონცენტრაციასა და სტაბილიზაციას
• აზრების, ემოციებისა და სხეულის შეგრძნებების გაცნობიერებას
• „აქ და ამჟამად ყოფნის“ უნარის განვითარებას
• გამოცდილების მიღებას შეფასებისა და თვითკრიტიკის გარეშე
მაინდფულნესის პრაქტიკის ბენეფიტები:
• სტრესის დონის შემცირება;
• შემოქმედებითი უნარების ზრდა;
• შრომის უნარის გაზრდა სამუშაო სივრცეში, burnout ის პრევენცია;
• სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესება;
• ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება ;
მაინდფულნესის მიმდინარეობა
მაინდფულნესის პრაქტიკა მოიცავს ორ ძირითად ფორმას:
ფორმალური პრაქტიკა
მართული (გიდირებული) მედიტაციები სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომლებიც ავითარებს ყურადღების სტაბილურობასა და ცნობიერების სიფხიზლეს.
არაფორმალური პრაქტიკა
მაინდფულნესის ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას ყურადღების მიზანმიმართული დაბრუნება „აქ და ამჟამად“.
ორივე ფორმის პრაქტიკა მნიშვნელოვანია და პროგრამის მიზანია მათი ყოველდღიურობაში ინტეგრირება.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
პროგრამის წამყვანი:
სოფო ტაბაღუა, ფსიქოთერაპევტი, მაინდფულნესის სპეციალისტი
მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის 32 (ყოფილი ნინოშვილის ქუჩა) „ღია სახლი“
ტრენინგის ორდღიანი კურსის სრული ღირებულება შეადგენს 200 ლარს.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 844 484