23/02/2026
🧠 სენსორული ინტეგრაცია (გადამუშავება) არის ნორმალური ნევროლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ტვინი სხეულიდან და გარემოდან მიღებულ შეგრძნებებს ამუშავებს და აორგანიზებს ისე, რომ ბავშვმა შეძლოს სწავლა, ყოველდღიურ საქმიანობებში ჩართვა, ქცევის დაგეგმვა და სოციალურ სიტუაციებზე შესაბამისი რეაგირება.
👶 როცა ეს პროცესი შეფერხებულია, ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს ხმების, შეხების, მოძრაობის, ბალანსის თუ სხვა სტიმულების მართვა, რაც აისახება მის ქცევაზე, თამაშზე და განვითარებაზე.
📌 როდის მივმართოთ სპეციალისტს?
🔹 ბავშვი ზედმეტად აქტიურია ან პირიქით - ძალიან პასიური
🔹 აქვს ჩაძინების ან ძილის სირთულეები
🔹 უჭირს თამაში ან ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა
🔹 ზოგი სტიმული ზედმეტად იზიდავს ან თავიდან ირიდებს
🔹 ჩამორჩება მოტორულ განვითარებას
🔹 აქვს კვების სირთულეები
💙 „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ გთავაზობთ სენსორულ თერაპიას, რომელიც მორგებულია ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ეხმარება მას უკეთ დაარეგულიროს შეგრძნებები, ემოციები და ქცევა უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით 📞568 04 77 22
📍 ქუთაისი, ჯავახიშვილის 89ბ