Integra Center • ცენტრი ინტეგრა

Integra Center • ცენტრი ინტეგრა ინტეგრა - ჰიპერთერმია, იმუნოთერაპია და პერსონალიზებული მკურნალობა უმაღლესი კომპეტენციით.

იმუნო და ონკოთერმიის ცენტრი „ინტეგრა“ უზრუნველყოფს პაციენტებზე მორგებულ უმაღლესი კომპეტენციის მულტიმეთოდურ და ინტეგრაციულ მკურნალობას იმუნოთერაპიული და ონკოლოგიური მიმართულებით.

„ინტეგრა“ პირველი ცენტრია საქართველოში, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში ნერგავს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ,მთელი სხეულის ჰიპერთერმიის მეთოდს, რომელიც გულისხმობს Heckel HT3000 მოწყობილობის დახმარებით, ს

ხეულის გაფართოებულ და ღრმა გათბობას, რაც ონკოლოგიური დაავადებების ტრადიციული მეთოდებით მკურნალობაზე ეფექტურად მოქმედებს და დადებით გავლენას ახდენს მკურნალობაზე ყველაზე მძიმე, შორსწასულ შემთხვევებშიც. Heckel-ის მთელი სხეულის ჰიპერთერმიის სისტემები გამოიყენება ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებში და სამედიცინო დაწესებულებებში.
მთლიანი სხეულის მსუბუქი და ზომიერი ჰიპერთერმია ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 28-ე დღეს და პაციენტის დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე მოიცავს დაახლოებით მკურნალობის 2- დან 6 კურსამდე ; პროცედურა გრძელდება 1-დან 3 საათამდე.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ განსაკუთრებული ყურადღებით, სითბოთი, მზრუნველობითა და ყოველმხრივ გამართული სამედიცინო-ადმინისტრაციული რესურსით აღჭურვილ სიღრმისეულ და კომპლექსურ მკურნალობას ინტეგრაციული მეთოდის გამოყენებით.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენ ხანგრძლივ და ხარისხიან სიცოცხლეზე და ვიბრძვით ყოველი წამისთვის!

⏱ სულ რაღაც 30 წუთში — 11 000 კეგელის ვარჯიში - აპარატი “EMSELLA“ ‼️🔸 მოკლე დროში🔸სრულიად უმტკივნეულოდ🔸 ქირურგიული ჩარევ...
10/02/2026

⏱ სულ რაღაც 30 წუთში — 11 000 კეგელის ვარჯიში - აპარატი “EMSELLA“ ‼️
🔸 მოკლე დროში
🔸სრულიად უმტკივნეულოდ
🔸 ქირურგიული ჩარევის გარეშე
მხოლოდ 3–5 პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა:
• უნებლიე შარდვა
• რექტოცელე
ასევე ეფექტურია სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის:
👩🏻 ქალბატონებში — ლიბიდოს დაქვეითება
👨🏻 მამაკაცებში — ერექციული დისფუნქცია

📞 ჩაწერა წინასწარ: + 995 591 60 16 60

📣 მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე,პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი,„კალანტაროვის კლინიკის“ კლინიკური დირექტორი  ალექ...
02/02/2026

📣 მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე,
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი,
„კალანტაროვის კლინიკის“ კლინიკური დირექტორი ალექსანდრე კალანტაროვი კვლავ ეწვევა სამედიცინო ცენტრ ინტეგრას.

28 თებერვალს ისევ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაიაროთ კონსულტაცია ბატონ ალექსანდრესთან.

⏳ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 591 60 16 60

📍ქუთაისი, სამედიცინო ცენტრი ინტეგრა.

📣 8 დეკემბერს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმის ფილიალს ეწვევა მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოლოგი, ჰემატოლ...
27/11/2025

📣 8 დეკემბერს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმის ფილიალს ეწვევა მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოლოგი, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი– სოფიო ბაძგარაძე.

💡8 დეკემბერს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ბათუმის ფილიალს ეწვევა მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოლოგი, ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი– სოფიო ბაძგარაძე.
🔹️საექიმო საქმიანობის გამოცდილება – 2005 წლიდან.
🔹️2013 წლიდან – ევროპის ონკოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ESMO).
🔹️2020 წლიდან – ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი (ASCO).
🔹️2023 წლიდან – მსოფლიოს ჰიპერთერმიის წევრი (ESHO)
🔹️ორმოცზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და სპიკერი, მათ შორის: საფრანგეთში, ინგლისში, ჩეხეთში, თურქეთში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.
🔹️არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.
🔹️იმპაქტ ფაქტორის მქონე და რეფერირებად საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომების ავტორი.
👌🏻პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მათი ჯანმრთელობისთვის სარგებლობის მომტანი, ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა, რომელიც აპრობირებულია ევროპაში, ისრაელსა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.
📍მისამართი . პეტრე ბაგრატიონის 129
☎️ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 032 2 800 816

📣 სასიხარულო ამბავი ! 🔸უამრავი თხოვნის შემდეგ,  6 დეკემბერს  ქუთაისს სტუმრობს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, "კა...
22/11/2025

📣 სასიხარულო ამბავი !
🔸უამრავი თხოვნის შემდეგ, 6 დეკემბერს ქუთაისს სტუმრობს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, "კალანტაროვის კლინიკის" კლინიკური დირექტორი ბ-ნი ალექსანდრე კალანტაროვი !
6 დეკემბერს გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაიაროთ კონსულტაცია— ექიმთან, რომლის მიდგომამ და გამოცდილებამ არაერთი პაციენტის ცხოვრება შეცვალა.

📍სამედიცინო ცენტრი ინტეგრა

დაიჯავშნეთ თქვენი ადგილი დღესვე , ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

📞 დაგვიკავშირდით ნომერზე:
+995 591601660

19/11/2025

6 დეკემბერს , ქუთაისში,
კალანტაროვების კლინიკას სამედიცინო ცენტრი ინტეგრა უმასპინძლებს🙏🏼💫
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 591 601 660

EMUC 25 - 16th European Multidisciplinary Congress on Urological Cancer სადაც აქტიური ჩართულობით , პოსტერ პრეზენტაციით მ...
17/11/2025

EMUC 25 - 16th European Multidisciplinary Congress on Urological Cancer

სადაც აქტიური ჩართულობით , პოსტერ პრეზენტაციით მიწვეული იყო კლინიკის ახალგაზრდა გუნდის წევრი .

ვამაყობთ იმ ფაქტით , რომ ჩვენი ცენტრი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს კვლევას – შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ინფრაწითელი ჰიპერთერმიისა ( Heckel HT-3000) და ქიმიოთერაპიის კომბინაციის გამოყენებით.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოში მივიღოთ ის ინოვაციური და უსაფრთხო მეთოდები, რომლებიც რეალურად აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას.

ინტეგრა , სადაც მეცნიერება და ადამიანურობა ერთ მიზანს ემსახურება.

EMUC 25 – 16th European Multidisciplinary Congress on Urological Cancer

Where, with active participation and a poster presentation, a young member of our clinic’s team was invited.

We are proud that our center is now represented on the international stage with research focused on improving the quality of life in patients with bladder cancer, using a combination of infrared hyperthermia (Heckel HT-3000) and chemotherapy.

This is yet another step toward bringing to Georgia the innovative and safe treatment methods that truly improve patient outcomes.

INTEGRA – where science and humanity serve one purpose.

📣გერიატრიული ონკოლოგია – სოფიო ბაძგარაძის ხედვა: “დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე ...
31/10/2025

📣გერიატრიული ონკოლოგია – სოფიო ბაძგარაძის ხედვა:

“დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, ყველაზე რთული გამოწვევაა – გერიატრიული ონკოლოგია.

როცა ვამბობთ „ხანდაზმული პაციენტი ონკოლოგიაში“, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ასაკზე — ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურობაზე:
• ფიზიკურ დეგრადაციაზე
• მრავლობით ქრონიკულ დაავადებებზე
• პოლიფარმაციაზე
• ფსიქოსოციალურ ფაქტორებზე
• და, რაც მთავარია – ინდივიდუალურობაზე

📊 რიცხვები, რომლებიც არ ტყუიან
2025 წლის მონაცემებით:
• 65+ ასაკის ადამიანები შეადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის 12%-ს
• მაგრამ ონკოლოგიური დიაგნოზების 60%-ს სწორედ ისინი იღებენ
• საშუალო ასაკი კიბოს დიაგნოზის დროს – 68 წელი

მაგრამ სტატისტიკა მხოლოდ ნახევარია.
რეალობაა: 75 წლის პაციენტს, რომელსაც აქვს COPD, დიაბეტი, გულის უკმარისობა და ახლა – ფილტვის კიბო, არ შეიძლება მკურნალობდე ისევე, როგორც 55 წლის ჯანმრთელ ადამიანს.

მთავარი პრობლემა: „ქრონოლოგიური ასაკი ≠ ბიოლოგიური ასაკი“
ჩვენ ვიცით, რომ:
• 80 წლის ადამიანი შეიძლება იყოს უფრო ჯანმრთელი, ვიდრე 65 წლის
• ფიტნესი, კვება, კოგნიტიური ფუნქცია და სოციალური მხარდაჭერა – აი, ეს არის ნამდვილი „ასაკი“

👉 ამიტომ, გერიატრიული შეფასება (CGA – Comprehensive Geriatric Assessment) არაა „დამატებითი“, ის არის სავალდებულო.”

23/10/2025

💗 ვარდისფერი ოქტომბერი „ინტეგრაში“ 💗

🎀 დღეს, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანიის — ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ჩვენს სამედიცინო ცენტრში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება ⤵️

🎁 ონკოპაციენტებს გადაეცათ საჩუქრები — მხარდაჭერისა და იმედის ნიშნად.

💬 პაციენტებმა გამოთქვეს უამრავი მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვა კლინიკის პერსონალის, დედების ფონდისა და სპონსორი ქართული კომპანიების მიმართ.

🤍 მათმა გულწრფელმა ემოციებმა განსაკუთრებულად გაამდიდრა ეს დღე.

🤝 ღონისძიება განხორციელდა ,,დედების ფონდის” ინიციატივით და „ინტეგრას“ მხარდაჭერით - ეს უკვე ჩვენი მეორე კოლაბორაციაა, რომელიც სიყვარულითა და ზრუნვით არის შთაგონებული.

🎀 ვარდისფერი ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ეძღვნება ძუძუს კიბოს პრევენციას, ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მხარდაჭერას.
ეს თვე გვახსენებს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლეს ნიშნავს, ხოლო თანადგომა და სოლიდარობა — უდიდესი ძალაა.

💗 ერთად ვართ ძლიერი 💗
ვიბრძვით ყოველი წამისთვის! 💪

#ვარდისფერიოკტობერი #ინტეგრა

💗 Pink October at Integra 💗

Today, as a part of the global campaign to fight breast cancer — Pink October, a special event was held at our medical center.

🎁 Oncopatients were given gifts — as a sign of support and hope.
✨ Patients expressed gratitude and love to the clinic staff, the Mothers' Fund and sponsoring Georgian companies.

💬 Their sincere emotions enriched this day in a special way.

🤝 The event was held at the initiative of the Mothers' Fund and with the support of Integra — this is our second collaboration, inspired by love and care.

🎀 Pink October is dedicated to breast cancer prevention, awareness raising and support for women all over the world.
This month reminds us that early diagnosis means life, and support and solidarity are the greatest strength.

💗 Together we are strong.
Let's fight for every second! 💪

ვარდისფერი ოქტომბერი 🎀სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.გაითვა...
03/10/2025

ვარდისფერი ოქტომბერი 🎀

სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.

გაითვალისწინეთ სიმპტომები, რომლებიც მოითხოვს დაუყოვნებელ კონსულტაციას ექიმთან:

⚪️ კვანძის ან შეშუპების გაჩენა მკერდში (ხშირად უმტკივნეულო)
⚪️ მკერდის ფორმის, ზომის ან ფერის ცვლილება
⚪️ კანის ცვლილებები – ჩავარდნა, „ფორთოხლის კანის“ მსგავსი ტექსტურა, სიწითლე
⚪️ დვრილის ან არეოლის გარეგნობის ცვლილება
⚪️ დვრილიდან სისხლიანი ან უჩვეულო გამონადენი

Symptoms of breast cancer can include:

⚡️ A breast lump or thickening, often without pain
⚡️ Change in size, shape or appearance of the breast
⚡️ Dimpling, redness, pitting or other changes in the skin
⚡️ Change in ni**le appearance or the skin surrounding the ni**le (ar**la)
⚡️ Abnormal or bloody fluid from the ni**le

📌 ვაკანსია:  სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი📍 ქუთაისი, ი. აბაშიძის ქუჩა N13🏥 იმუნო და ონკოთერმიის ცენტრი „ინტეგრა“,...
16/09/2025

📌 ვაკანსია: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
📍 ქუთაისი, ი. აბაშიძის ქუჩა N13
🏥 იმუნო და ონკოთერმიის ცენტრი „ინტეგრა“, რომელიც ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
✅ სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
🔹 სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად;
🔹 კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი, შეფასება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება;
🔹 სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა და პაციენტის უსაფრთხოების კონტროლი;
🔹 სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (ტრენინგები, გადამზადება, ცნობიერების ამაღლება);
🔹 სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
🔹 საერთაშორისო სტანდარტებისა და აკრედიტაციის (ISO, JCI და სხვ.) პროცესებში აქტიური მონაწილეობა და კოორდინაცია.

მოთხოვნები:
🔹 უმაღლესი სამედიცინო განათლება;
🔹 იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
🔹 ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO, JCI, ეროვნული პროტოკოლები) ცოდნა;
🔹 დოკუმენტაციის წარმოებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
🔹 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

📨 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ ელ. ფოსტაზე:
📧 infointegraclinic@gmail.com
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 885 558

📌 ვაკანსია:  ექიმი-ლაბორანტი📍 ქუთაისი, ი. აბაშიძის ქუჩა N13🏥 იმუნო და ონკოთერმიის ცენტრი „ინტეგრა“, რომელიც ფუნქციონირებ...
16/09/2025

📌 ვაკანსია: ექიმი-ლაბორანტი
📍 ქუთაისი, ი. აბაშიძის ქუჩა N13
🏥 იმუნო და ონკოთერმიის ცენტრი „ინტეგრა“, რომელიც ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
✅ ექიმი-ლაბორანტი
ძირითადი მოვალეობები:
🔹 ბიოლოგიური მასალის მიღება, დამუშავება და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება;
🔹 შედეგების ზუსტი ინტერპრეტაცია და დროული წარდგენა;
🔹 ლაბორატორიული აღჭურვილობის მართვა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი.
მოთხოვნები:
🔹 პროფილის შესაბამისი უმაღლესი განათლება;
🔹 სამუშაო გამოცდილება და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
🔹 დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.
📨 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ ელ. ფოსტაზე:
📧 infointegraclinic@gmail.com
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 885 558

Address

9 აპრილის ქუჩა, 8
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995595885558

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Integra Center • ცენტრი ინტეგრა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Integra Center • ცენტრი ინტეგრა:

Share

Category