24/04/2026
კლინიკა ,,მიელინი” სოლიდარობას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.
დიუშენის დისტროფია მძიმე გენეტიკური დაავადებაა, მაგრამ დღეს უკვე არსებობს მედიკამენტები, რომლებიც რეალურად ეხმარება ბავშვებს და ანელებს დაავადების პროგრესს:
🔹კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დეფლაზაკორტი) - ამცირებს ანთებას და ინარჩუნებს კუნთის ძალას
🔹ვამოროლონი - ახალი თაობის პრეპარატი, მსგავსი ეფექტით, თუმცა ნაკლები გვერდითი მოვლენებით - კვლევებით დასტურდება, რომ პრეპარატი არ იწვევს მეტაბოლურ გვერდით ეფექფებს, წონაში მატებასა და ჰორმონულ დისბალანსს.
🔹გივინოსტატი - ამცირებს კუნთის დაზიანებას და ანთებით პროცესებს
🔹ეგზონ-შემოვლითი თერაპია (ეტეპლირსენი, გოლოდირსენი, ვილტოლარსენი) - ეხმარება ორგანიზმს ნაწილობრივ მაინც გამოიმუშაოს დისტროფინი
🔹გენური თერაპია (ელევიდისი) - უშუალოდ მოქმედებს დაავადების გამომწვევ მიზეზზე და აუმჯობესებს მდგომარეობას.
ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები სრულ განკურნებას ჯერ ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს მის ხარისხს.
როდესაც მშობლები ითხოვენ ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობას - ისინი ითხოვენ დროს, შანსს და სიცოცხლეს საკუთარი შვილებისთვის 💜