ახალი N2 სამშობიარო სახლი მდებარეობს იმერეთში, ქალაქ ქუთაისში, ნიკო ლორთქიფანიძის N13 -ში 2013 წლიდან. ჩვენ გამოგვარჩევს მაღალი სამედიცინო სტანდარტები და პროფესიონალი მედპერსონალით დაკომპლექტებული გუნდი. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მიმღები, რენდგენის ოთახი, დღის სტაციონარი; მე-2 სართულზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა, ქალთა კონსულტაცია და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომელ
იც აღჭურვილია უახლესი გერმანული აპარატურით. მესამე სართულზე სამეანო განყოფილება.
სამშობიარო სახლი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მეან - გინეკოლოგებით, ოჯახის ექიმით, თერაპევტით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, რეპროდუქტოლოგით, ოტოლარინგოლოგით, ოკულისტით, დერმატოვენეროლოგით, სტომატოლოგით, ნევროპათოლოგით, უროლოგით და თერაპევთ-ჰომეოპატით. გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობის და სეკეისრო კვეთისა, კეთდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები, როგორიცაა (საშვილოსნოს ვაგინალური ექსტირპაცია , ასევე საშოს კედლების გამო წინა და უკანა კოლპორაფია ბადეების იმპლატაციით,ლევატორო პლასტიკით და საშოს ტაკვის გამოვარდნის გამო ფიქსაცია საკრალურ იოგებთან.)
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. სამშობიარო სახლი პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოსა და პირობებს სთავაზობს.
კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის გამოკვლევები: ექოსკოპია, რენდგენიგინეკოლოგიურ-სამეანო, ჩიყვი, სარძევე ჯირკვლები. ანალიზები: კლინიკური, ბიოქიმიური, ვირუსული. ორსულობის მეთვალყურეობა. კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ესპანური ფერადი ვიდეოკოლპოსკოპიით და საჭიროემისამებრ პრობლემების აღმოფხვრა).
საშვილონოს ყელის წყლულებისა და კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, მაღალი სიხშირის რადიოტალღებით, ამერიკული წარმოების აპარატი- სურგიტრონით ასევე ოზონოთერაპიის თერაპიის მეთოდით. 2023 წელს კლინიკამ აიღო ISO სერთიფიკატი .�2024 წელს კლინიკას დაემატა ოფთალმოლოგიური განყოფილება უახლესი თანამედროვე აპარატურით�,