სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე"

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე"

სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" მაღალი სტანდარტების სამედიცონი კლინიკა "XXI საუკუნე" .

23/08/2024
დედის მოლოდინში ❤️                                      გილოცავთ💐❤️
03/03/2024

დედის მოლოდინში ❤️ გილოცავთ💐❤️

24/05/2023

დღე მშვიდობისა მეგობრებო 💐 გაცნობებთ, რომ კლინიკა 26 - 27 მაისს არ იმუშავებს 🔒 ერთმანეთს შევხვდებით 29 მაისს 🩺
წინასწარ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪❤️

გილოცავთ შობა-ახალ წელს!🥳🥳ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!👨‍⚕️🧑‍⚕️💛კლინიკა 3 იანვრიდან მუშაობს ჩვეულებრივი რეჟიმი...
04/01/2023

გილოცავთ შობა-ახალ წელს!🥳🥳
ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!👨‍⚕️🧑‍⚕️💛
კლინიკა 3 იანვრიდან მუშაობს ჩვეულებრივი რეჟიმით 10 -17 სთ-მდე!
შაბათს 7 იანვარს ვისვენებთ!🩺🩺

27/07/2022

ყურადღება!!!

კლინიკა არ მუშაობს ამა წლის 28 ივლისიდან 22 აგვისტომდე თანამშრომელთა შვებულების გამო

კითხვებისთვის მოგვმართეთ:
574068710; 599101863;

26/05/2021

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ბედნიერებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ სრულიად საქართველოს. 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

კოვიდის მძიმე დღეების გამოძახილი!ჩვენ ერთად ვართ💐🥰❤ მთავარია!
14/04/2021

კოვიდის მძიმე დღეების გამოძახილი!
ჩვენ ერთად ვართ💐🥰❤ მთავარია!

👉ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი რადიოლოგის, ქალბატონი მანანა შავლაყაძის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მაღალტექნოლოგი...
02/12/2020

👉ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი რადიოლოგის, ქალბატონი მანანა შავლაყაძის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მაღალტექნოლოგიური მხარდაჭერა აქვს. (ნაყოფის 4D ფოტოსურათი)🤰👼

27/11/2020

ბოლო 10 თვეა საქართველო მსოფლიოს მსგავსად ნამდვილ "კორონა" ისტერიაში ცხოვრობს. ზოგს ჯერა და ეშინია ამ ვირუსის! ზოგს - არ ჯერა და ალბათ არც დაიჯერებს, სანამ თვითონ არ გადაიტანს მინიმუმ საშუალო სიმძიმის კლინიკური ფორმით მაინც!
საოცრად ბევრი და თითქმის ამომწურავი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით, თუმცა, მათ შორის, საკმაოდ ბევრია ე.წ. "ცრუ" ინფორმაცია!
ამ ინფორმაციის ნიაღვარში ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ჩემი კოლეგების მიერ იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა გაიკეთო გამოკვლევა?!
მაგრამ ბოლო დღეებში კვლავ იმატა კითხვებმა:
როგორ დავადგინოთ კორონა ვირუსით ინფიცირება?
რომელი ტესტი ჯობს?
როდის გავიკეთოთ?
ვარგა თუ არა ტესტები?
და კიდევ, ბევრი არასწორი შეხედულება შემხვდა ფბ-ში კომენტარებში ჩაწერილი. ამიტომ თავი მოვალედ ჩავთვალე და მინდა კიდევ ერთხელ, მოკლეთ, აგიხსნათ ადამიანის ორგანიზმში SARS-CoV-2 ვირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებული "პრობლემები".
1. როგორი ტესტები გვაქვს დღეს საქართველოში?
ჩვენ ვიყენებთ, როგორც მთელი მსოფლიო, 2 ტიპის სადიაგნოსტიკო ტესტს:
ა. ვირუსის ნაწილების აღმომჩენი:
- SARS-CoV-2 ვირუსის ნუკლეინის მჟავის აღმომჩენი ე.წ. PCR ტესტი
- SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის (სპეციფიური პროტეინის) აღმომჩენი ე.წ. "ანტიგენის სწრაფი ტესტი"
ბ. ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულების (IgM & IgG) აღმომჩენი ტესტი
2. როდის და რომელი ტესტი გავიკეთოთ?
ა. თუ პაციენტი საუბრობს მხოლოდ კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტზე და ან დაავადების პირველ საეჭვო ნიშნებზე - ჯობია ვირუსის ნაწილების აღმომჩენი ტესტების გაკეთება (PCR ან Ag)
ბ. თუ ვირუსის ნაწილების აღმომჩენი ტესტებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მაგრამ პაციენტი ძალიან საეჭვოა კოვიდ-19-ზე, მაშინ უნდა გაკეთდეს SARS-CoV-2 ანტისხეულების ტესტი
გ. თუ პაციენტს აინტერესებს, გადაიტანა თუ არა ეს ინფექცია და ან, აქვს თუ არა იმუნიტეტი გამომუშავებული ამ ვირუსის წინააღმდეგ (ანუ დაცული იქნება თუ არა რეინფიცირებისაგან/განმეორებითი დაავადებისაგან) - უნდა გაკეთდეს SARS-CoV-2 ანტისხეულების ტესტი
P.S. კვლევებით დადგენილია, რომ სპეციფიური ანტისხეულები კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთან ორგანიზმში გამოჩნდებიან მინიმუმ ვირუსით ინფიცირებიდან 6-7 დღეში! ანუ, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 2-3 დღეში ისინი უნდა იყოს პაციენტის ორგანიზმში! მაგრამ ასე არ არის ყველა პაციენტთან, ამიტომ ამ სპეციფიურ ანტისხეულებზე კვლევა ჯობია, ჩატარდეს დაავადების დაწყებიდან 1-3 კვირაში!
და მაინც, როდის უნდა გავიკეთოთ PCR / Ag ტესტი?
 PCR / Ag ტესტი უნდა გავიკეთოთ კორონა ინფიცირებულთან კონტაქტიდან არა უგვიანეს 1 კვირისა! თუ ტესტი უარყოფითი იქნება, თქვენ, მაღალი ალბათობით, კიდევ მოგიწევთ ტესტის ხელახალი გაკეთება!
ზოგადად, კი უმჯობესია:
 PCR / Ag ტესტი გაიკეთოთ, კორონას პირველი საეჭვო სიმპტომების გამოჩენიდან 3 დღის შემდეგ! (ვირუსს ვაცალოთ გამრავლება!)
3. როგორია ამ ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა?
ა. ვირუსის RT-PCR ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 95-97% (შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ოფიციალური სამეცნიერო და საექსპერტო ლიტერატურა!)
ბ. ვირუსის ანტიგენის აღმომჩენი ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 96-99 % არის
გ. ვირუსის ანტისხეულების აღმომჩენი ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა 92-98% არის
P.S. მე ვსაუბრობ, ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერ დამზადებულ ტესტებზე, რომლებითაც ვაკეთებთ კვლევებს!
4. რამ შეიძლება გამოიწვიოს ტესტირების "შეცდომა"?
აქ ბევრი ობიექტური მიზეზია, მაგრამ ამ მიზეზთაგან ყველაზე ხშირია:
ა. არასწორად შერჩეული ტესტირების დრო და მეთოდი
ბ. უშუალოდ ნაცხის აღების დროს დაშვებული შეცდომები
P.S. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კორონა ვირუსი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, რეალურად იგი ადამიანის ორგანიზმში ხვდება: პირის, ცხვირისა და თვალის გზით! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ვერცერთ ამ მიდამოში ვერ აღმოჩნდეს ვირუსის ფრაგმენტები რაღაც მიზეზთა გამო და ან პაციენტი იყოს ინტუბირებული, მაშინ საკვლევი მასალის აღება თვით ფილტვიდან ხდება!
კოვიდის სწორ და სწრაფ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით კიდევ გვაქვს ბევრი "პრობლემა" (უსიმპტომო პაციენტი, პირიდან და თვალიდან ინფიცირებულები, დაბალი ჰუმორული იმუნური პასუხის განვითარება და ა.შ.). ამ საკითხებში გარკვევა და დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ. ამიტომ, მეგობრებო, სანამ კოვიდ-19 დაავადებაზე ან მის გამომწვევ ვირუსზე კვლევას გადაწყვიტავთ, ჯობია, პროფესიონალისგან აიღოთ რჩევა.
და ბოლოს, ახლა საქართველოში რესპირატორული პრობლემების დიდი წილი რეალურად მოდის კოვიდზე, მაგრამ სხვა ინფექცებიც იჩენენ თავს პერიოდულად! ამიტომ, გთხოვთ, თითოეული პაციენტის შემთხვევის შედეგების ანალიზი გააკეთებინეთ მხოლოდ პროფესიონალებს!
ამით თქვენ, თქვენს და სხვის დროს, ნერვებს, თანხებს გაუფრთხილდებით და დაზოგავთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!❤️

Address

თამარ მეფის 85
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995574068710

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to სამედიცინო კლინიკა ''XXI საუკუნე":

Share