01/12/2023
საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ბატონი ვაჟა გაბუნია. მის სახელს უკავშირდება დასავლეთ საქართველოში ძვალ-სახსართა ქირურგიის, ზოგადი ქირურგიისაგან დარგის გამოყოფის შემდეგ, მიმართულების დანერგვა და აღორძინება. ბატონი ვაჟა ათწლეულების მანძილზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქუთაისის ავტოქარხნის მედსანნაწილის ტრავმატოლოგიური განყოფილების წამყვან სპეციალისტად. მის სახელს უკავშირდება საქართველოში მოღვაწე არაერთი ორთოპედ-ტრავმატოლოგთა თაობის აღზრდა და დახელოვნება. პრაქტიკულ საქმიანობას იგი უთავსებდა პედაგოგიურ შრომას. მისი გამორჩეულად განსაკუთრებული ადამიანური სითბო და იუმორი ყოველთვის იმედით აღავსებდა მადლიერ პაციენტებს. მის სახელზეა წარმატებით ჩატარებული ათასობით ოპერაციული ჩარევა, რომელიც ყოველთვის კორელაციაში იყო მედიცინის თანამედროვე მიღწევებთან. მიუხედავად მუდმივი დაკავებულობისა, ის ორგანულად უთავსებდა ექიმის საქმიანობას იმერულ სტუმართმოყვარეობას. წლების განმავლობაში იყო იმერეთში ტრავმა-ორთოპედიის განხრით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციების დიდებული ორგანიზატორი და სუფრის თამადა, ერთ რამედ ღირდა ქართულ სუფრაზე მასთან ერთად მოლხენა. გულით ვუსამძიმრებთ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მეუღლეს – ქალბატონ მადონას, ქალიშვილს – იას და ვაჟიშვილს – ქუთაისის ცნობილ ტრავმატოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორ ბატონ გია გაბუნიას. დარწმუნებული ვართ უკვალოდ არ ჩაივლის ბატონი ვაჟას ღვაწლი სამშობლოსადმი, ნათელი მის ხსოვნას. – საქართველოა ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმი.
საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართვე...