თვალის პროთეზირება საქართველოში/Eye Prosthetic in Georgia/Глазные протезы

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • თვალის პროთეზირება საქართველოში/Eye Prosthetic in Georgia/Глазные протезы

თვალის პროთეზირება საქართველოში/Eye Prosthetic in Georgia/Глазные протезы თვალის პროთეზირების კერძო კაბინეტი

08/07/2024

📢📢📢 პროთეზირების კაბინეტში სულ უფრო ხშირია დაზიანებული თვალბუდის მქონე პაციენტთა მომართვები. დაზიანების მიზეზი უმეტესწილად მზა, ე. წ. ქარხნული პროთეზების გამოყენებაა, რაც ხელს უშლის ენუკლეაციის შემდგომ თვალბუდის სწორად ჩამოყალიბებას, მისი დიდი დროის მანძილზე ტარება აზიანებს კონიუნქტივის ღარებს, ჰქმნის არასწორ ანაბეჭდს ბუდეში და იწვევს დეფორმირებას, რაც შემდგომში ართულებს პროთეზირებას.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ, რომ ოპერაციის შემდეგ თვალბუდე თავიდანვე უნდა შეივსოს სრულად და სწორად, პროთეზი უნდა იყოს უნიკალური, თქვენს ბუდეზე მორგებული, დამზადდეს ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის ზომის, ფორმისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.
მეტი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 595359135

26/06/2024

გილოცაააავთ❤❤❤მადლობა ბიჭებს

26/03/2024

🇬🇪 გილოცააავთ❗️

🏆⚽️ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს❗️

02/12/2022

📢📢📢პროთეზირების კაბინეტში გახშირდა დაზიანებული თვალბუდის მქონე პაციენტთა მომართვები. დაზიანების მიზეზი უმეტესწილად არის სხვადასხვა კლინიკაში შეთავაზებული მზა პროთეზები, რომლებიც არ არის დამზადებული ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტისთვის და მორგებულია მათთვის პირობითად, თვალის ზომით. ასეთი პროთეზის დიდი დროის მანძილზე ტარება აზიანებს კონიუნქტივის ღარებს, ჰქმნის არასწორ ანაბეჭდს ბუდეში და იწვევს დეფორმირებას, რაც შემდგომში ართულებს პროთეზირებას.
❗️ გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პროთეზი უნდა იყოს უნიკალური, დამზადდეს პროფესიონალი სპეციალისტის მიერ, ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის ზომის, ფორმისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.
მეტი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 595359135

22/10/2021

📢 აუცილებელი რეკომენდაციები:
👁‍🗨. მათ, ვინც აპირებს გაიკეთოს თვალის ოპერაცია (ენუკლეაცია), ოპერაციამდე, სასურველია, წინასწარი კონსულტაცია გაიარონ ანაპლასტოლოგთან (ხელოვნური თვალის სპეციალისტთან) და ამის შემდეგ დაგეგმონ ოპერაცია, რათა ქირურგიული ჩარევის დროს ექიმმა გაითვალისწინოს ოპერაციის შემდგომი პროთეზირებისთვის საჭირო ყველა ნიუანსი;

👁‍🗨 ანაპლასტოლოგის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტ-ოპერაციულ პერიოდშიც. აუცილებელია ვიზიტი დაიგეგმოს ოპერაციის შემდეგ მაქსიმუმ სამ კვირაში, რათა დროულად შეფასდეს ნაოპერაციები თვალბუდის მდგომარეობა და მისი მზაობა პროთეზირებისთვის. ჯანსაღი თვალბუდის შესანარჩუნებლად, უნდა ჩაისვას კონფორმერი, დაფიქსირდეს კონიუქტივის ღარები და შეირჩეს იდეალური დრო პროთეზირებისთვის, რათა გარანტირებული იყოს საუკეთესო შედეგი.

📞 დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ხელოვნური თვალის სპეციალისტს, ნინო მარჯანიშვილს. დაგვიკავშირდით ნომერზე 595359135

გისურვებთ ჯანმრთელობას!

15/04/2021

📣 პაციენტთა საყურადღებოდ!
მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემაზე, რომელსაც კონიუნქტივიტი იწვევს.
▪️ კონიუნქტივა არის შიდა ლორწოვანი გარსის ანთება. იგი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორმა: ჰიგიენის ნორმების დარღვევამ, არასწორად მორგებულმა პროთეზმა, მინის პროთეზმა და, რაც ძალიან ხშირია, ჩაკეტილმა ზედა ქუთუთომ, რომელიც უძრავია, არ ხდება თვალის დახურვა და გაღება ანუ ხამხამი. ეს უკანასკნელი იწვევს სიმშრალეს და ხდება კონიუნქტივიტის მიზეზი;
▪️ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პაციენტისთვის საკმაოდ დიდი დისკომფორტის მიზეზია, ამიტომ, გირჩევთ, დროულად თქვათ უარი მინის პროთეზზე.

▪️პროთეზი დამზადებული უნდა იყოს სამედიცინო კლასის პოლიმერული მეტაკრილისაგან და ინდივიდუალურად მორგებული თვალ ბუდესთან.

📞 შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სპეციალისტს ქვემოთ მითითებულ ნომერზე 👇
595 359135, ნინი მაჯანიშვილი.

25/10/2020

🔸 ხშირად მისვამენ შეკითხვას, რა არის კონფორმერი? - თვალის ქირურგიული გზით ამოღების შემდეგ, თვალის ღრუში იდგმება გამჭვირვალე პლასტიკისგან დამზადებული ლინზა ან კონფორმერი, რომელიც სრულიად შეესაბამება თვალის ღრუს ზომებს და აძლევს ქუთუთოებს საშუალებას, იმოძრაონ პოსტ-ოპერაციულ ნაკერთან შეხების გარეშე.
🔸 კონფორმერს ატარებენ 4-5 კვირის განმავლობაში, სანამ თვალის ღრუ სრულად არ შეხორცდება და არ შემცირდება შეშუპება. სასურველია, პროთეზის სპეციალისტს მიმართოთ ოპერაციის შემდეგ, დაუყოვნებლივ;
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის, დამიკავშირდით ტელეფონზე 595 359135, ნინო მარჯანიშვილი.

25/10/2020

ხშირად მისვამენ შეკითხვას რა არის კონფორმერი?
თვალის ქირურგიული გზით ამოღების შემდეგ, თვალის ღრუში იდგმება გამჭვირვალე პლასტიკისგან დამზადებული ლინზა ან კონფორმერი, რომელიც სრულიად შეესაბამება თვალის ღრუს ზომებს და აძლევს ქუთუთოებს საშუალებას იმოძრაონ პოსტოპერაციულ ნაკერთან შეხების გარეშე. კონფორმერს ატარებენ ექვსი-რვა კვირის განმავლობაში, სანამ თვალის ღრუ სრულად არ შეხორცდება და არ შემცირდება შეშუპება.

25/02/2020

📣📣📣პაციენტთა საყურადღებოდ! არსებობს მცდარი მოსაზრება,თითქოს საუკეთესო პროთეზირების მისაღებად, სჭიროა თვალბუდეში იმპლანტის ჩანერგვა, რაც არ შეეფერება სიმართლეს. მეტიც, ხშირად იგი ხელის შემშლელია და საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. იდეალური პროთეზის მისაღებად საკმარისია, დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ოპერაციიდან 3-4 კვირაში, რათა არ მოხდეს კონიუქტივის ღარების შეხორცება ან შევიწროვება. გისურვებთ წარმატებას! 💖

Address

Bukhaidze Str. 4/19
Kutaisi
4600

Telephone

+995595359135

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თვალის პროთეზირება საქართველოში/Eye Prosthetic in Georgia/Глазные протезы posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თვალის პროთეზირება საქართველოში/Eye Prosthetic in Georgia/Глазные протезы:

Share