18/09/2021
ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებები
ფუტკრის რძე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე:
1.ნერვული სისტემა - აძლიერებს სტრესისადმი მდგრადობას, ასტიმულირებს ზურგისა და თავის ტვინის ზრდასა და დაყოფას, აჩქარებს გლუკოზის შეთვისებას, უზრუნველყოფს მხედველობითი ნერვების ელასტიკურობასა და მთლიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
2.გულ-სისხლძარღვთა სისტემა - შველის ვეგეტო-სისხლძარღვების დისტონიას, აწესრიგებს არტერიულ წნევას (მაღალ წნევას ამცირებს, ხოლო დაბალს - ზრდის), ამტკიცებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, არეგულირებს სისხლის შემადგენლობას, აბრკოლებს თრომბებისა და ქოლესტერინის კვანძების წარმოქმნას.
3.კუჭ-ნაწლავის სისტემა - ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს მადას, აჩქარებს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გაზრდას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, აქრობს ქრონიკულ დაავადებებს.
4.ენდოკრინული სისტემა - აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ჰორმონების გამომუშავებას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების წარმოშობას.
5.საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი - ხსნის ანთებას სახსრებში, ეხმარება ორგანიზმს ძვლების მძიმე ტრავმებისა და დაზიანებების აღდგენაში, აბრკოლებს ოსტეოქონდროზის, პოდაგრის, ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების განვითარებას.
6.შარდ-სასქესო სისტემა - ხელს უწყობს ამ სისტემის ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დამარცხებას, ახანგრძლივებს ფერტილურ და სქესობრივი აქტიურობის პერიოდს, ამსუბუქებს კლიმაქსის პერიოდს, ამაღლებს პოტენციას, ამსუბუქებს მენსტრუალური ციკლის მიმდინარეობას, ორსულობის პერიოდს, შველის უნაყოფობას, აუმჯობესებს ლაქტაციას.
7.ნივთიერებათა ცვლა - ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები და რადიონუკლიდები, აჩქარებს უჯრედების დაყოფასა და ქსოვილების განახლებას. 8.ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ეხმარება ორგანიზმს კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზის შენარჩუნებაში.
9.სუნთქვის ორგანოები - აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს ვირუსული, ბაქტერიული, სოკოს დაავადებებისას (ფილტვების, ყელის, ცხვირის, ბრონქებისა და სხვა), ეხმარება ორგანიზმს რთულ ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლაში (ტუბერკულოზი, ასთმა).
10.იმუნური სისტემა - ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას გარე საფრთხეების მიმართ, ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ და სხვა.