OFPH

OFPH OFPH - Organization Future Prosperity House
არასამათავრობო ორგანიზაცია მომავლის განვიᲗარების სახლი

About the Organization

The Organization Future Prosperity House is an independent, non-governmental, nonpolitical, nonprofit organization, which focuses on protection of the rights of Internally Displaced People (IDP). In order to increase access to legal assistance and information on IDP rights the following activities are carried out:
Provision of generic information on IDPs rights during

the mobile visits and information sessions with the target groups, as well as trough dissemination of printing materials such as newspapers, brochures, leaflets. Provision of legal counseling to discuss and solve specific issues and problems of displaced people. The individual and group counseling are provided during the mobile visits as well as in legal clinic available at OFPH Kutaisi office. Provision of direct legal assistance, which entails various legal and administrative actions, ranging from simple compilation of the necessary documentation, phone calls to the third parties and mediation on behalf of the beneficiary to formal addresses to state bodies including in-court representation. Assistance in formalization of condominiums via provision of legal counseling, community mobilization and information/education campaign. Since 2014, OFPH along with four Georgian nongovernmental organizations is the member of the Consortium Legal Aid Georgia (LAG). The consortium itself is established based on Information, Counseling and Legal Assistance (ICLA) program implemented by Norwegian Refugee Council (NRC). The current projects:
Information, Counseling and Legal Assistance Project
The donors: UNHCR, LAG

IDP Home-Owners Associations, Condominiums for better local integration
The donor: European Union

17 მაისს შედგა ,,წიგნიერების სამყაროს" მოზარდების დაუვიწყარი ვიზიტი რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმში.  ემოციებით და შთაბეჭდილე...
24/05/2025

17 მაისს შედგა ,,წიგნიერების სამყაროს" მოზარდების დაუვიწყარი ვიზიტი რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმში. ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გვქონდა. მადლობა მუზეუმს - შემოქმედებითი სახლი ,,ჯარისკაცის მამა" და მის არაჩვეულებრივ დიასახლისს, Irine Tsagurishvili მასპინძლობისათვის.

08/02/2025

ღონისძიების ფოტო კოლაჟი

25 იანვარს გაიმართა კალენდრის კონკურსის გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება.გილოცავთ ყველას!!!უღრმესი ...
26/01/2025

25 იანვარს გაიმართა კალენდრის კონკურსის გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება.

გილოცავთ ყველას!!!

უღრმესი მადლობა გასართობ ცენტრ ,,ფერად სამყაროს" გულთბილი მასპინძლობისთვის.

ღონისძიების ამსახველ ფოტოებსაც მალე გაგიზიარებთ.

დაიბეჭდა 2025 წლის კალენდარი ,,ჩვენ ერთი გუნდი  ვართ". კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს!!!დაგველოდეთ, მალევე გაიმართ...
13/01/2025

დაიბეჭდა 2025 წლის კალენდარი ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ".

კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს!!!

დაგველოდეთ, მალევე გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება.

22/12/2024

დასრულდა 2025 წლის კალენდრის კონკურსი. გამოვლინდა 17 გამარჯვებული მონაწილე:
1.ელენე სებისკვერაძე – მე–19 საჯარო სკოლა
2.ლუკა კვინიკაძე – 22–ე საჯარო სკოლა
3.ლილიანა გელაშვილი – მე–17 საჯარო სკოლა
4. ევა და დემეტრე კილაძეები – 32 –ე საჯარო სკოლა
5. ლიზი კლდიაშვილი – 33–ე საჯარო სკოლა
6. გვანცა და ვახო გუმბერიძეები – მე–12 საჯარო სკოლა
7 ლილე შათირიშვილი – 1–ლი საჯარო სკოლა
8 ლუკა და იოანე ტორაძეები – 1–ლი საჯარო სკოლა
9. ლუკა გავაშელაშვილი – 1–ლი საჯარო სკოლა
10. ილიკო ვაშაყმაძე მე–6 საჯარო სკოლა
11. გიორგი ლიკლიკაძე –ქვედა სიმონეთის 1–ლი საჯარო სკოლა
12. ანა ბუხაიძე და ბარბარე ჯმუხაძე – 33–ე საჯარო სკოლა
13. ნანო კოღუაშვილი – მე–2 საჯარო სკოლა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს!
სერტიფიკატების გადაცემა შედგება იანვარში.

31/10/2024

წიგნიერების სამყარო იწყებს პროექტის ,,ონლაინ მკითხველთა კლუბი’’ პილოტირებას.
კლუბი გათვლილია 13–15 წლის მოზარდებისთვის. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები, პედაგოგის ჩართულობით, წაიკითხავენ სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებს და გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს როგორიც არის წაკითხულის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი და კრიტიკული აზროვნება.

პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან. მონაწილეობის ერთადერთი პირობაა გქონდეთ წვდომა ინტერნეტზე და შეიძინოთ წიგნი, რომელიც შეირჩევა ერთობლივი კითხვისთვის.
შეხვედრისთვის, რომელიც ჩატარდება კვირაში ერთხელ, გამოვიყენებთ zoom აპლიკაციას. ჯგუფში მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
მსურველებმა მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, ქალაქი/სოფელი ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე ofph@ofph.org ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 599 76 08 38.
გისურვებთ წარმატებებს!

25/10/2024

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრი ,,წიგნიერების სამყარო’’ 8-12 წლის მოზარდებისათვის აცხადებს 2025 წლის კალენდრის კონკურსს ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, რომლის საფუძველზე შექმნილი კალენდრით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქართველ სპორტსმენებს (ოლიმპიელებს, პარაოლიმპიელებს, ფეხბურთელებს, რაგბისტებს, UFC-ის მებრძოლებს და სხვა) წლის განმავლობაში მონიჭებული მრავალი ბედნიერი წუთისთვისა და ემოციისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე ან ოფისის მისამართზე, უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენივე ნახატი სლოგანით, რომელიც გამოსახავს შთამბეჭდავ სპორტულ წარმატებას/სპორტსმენს. მოგვწერეთ რატომ შეარჩიეთ ეს კონკრეტული ეპიზოდი/სპორტსმენი და რას მოგვიყვებოდით მის შესახებ.

ნამუშევრების მიღება დასრულდება 2024 წლის 3 დეკემბერს.
ასევე მოგვაწოდეთ საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, ტელეფონი.
ჩვენი მისამართია: ქუთაისი, თამარ მეფის 95/13.
ელ.ფოსტა: ofph@ofph.org; ტელ: 599760838
გისურვებთ წარმატებებს!

17/08/2024

ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლმა განაახლა პროექტ „წიგნიერების სამყარო“ -ოს მონაწილეთა რეგისტრაცია. პროექტი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს კომპიუტერული ტექნოლოგიების წიგნის კითხვით ჩანაცვლებას.
პროექტის ფარგლებში პატარები გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს როგორიცაა: წაკითხულის შინაარსის გადმოცემა და ანალიზი, კრიტიკული აზროვნება, ჯგუფური მუშაობა. პროექტის მსვლელობისას მოზარდები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ხატვით, აპლიკაციითა და როლური თამაშებით შექმნიან და გააცოცხლებენ ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 4 შემეცნებით-გასართობი ღონისძიების განხორციელებას სასწავლო წლის განმავლობაში, რომელთა დაგეგმვა და განხორციელება მოხდება მოზარდთა საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებით.
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, 1 საათის ხანგრძლივობით.
მისამართი: ქუთაისი. თამარ მეფის ქ. 95/13
პროექტი ხორციელდება შემოწირულობებით.
მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე ofph@ofph.org 2024 წლის 15 სექტემბრამდე.
ბავშვის სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა.
მშობლის სახელი, გვარი
საკონტაქტო ტელეფონი.
პროექტის იდეა ეკუთვნის მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეს კარენ ქროსლის.
შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 599760838.
გისურვებთ წარმატებებს!

დᲦეს ქეᲗი ბერᲫენიᲨვილის დაბადების დᲦეა🙏❤
24/07/2024

დᲦეს ქეᲗი ბერᲫენიᲨვილის დაბადების დᲦეა🙏❤

11/06/2024

,,წიგნიერების სამყაროს'' შემაჯამებელი ღონისძიების ამსახველი ვიდეო რგოლი🥰🥰🥰

2024 წლის 4 ივლისს გაიმართა ,,წიგნიერების სამყაროს'' რიგით მეოთხე შემაჯამებელი ღონისძიება. მადლობა პროექტის ყველა მონაწი...
05/06/2024

2024 წლის 4 ივლისს გაიმართა ,,წიგნიერების სამყაროს'' რიგით მეოთხე შემაჯამებელი ღონისძიება. მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს, მშობლებს და განუმეორებელ ტრენერს –ნინო ბერძენაძეს მაქსიმალური ჩართულობისათვის, ერთგულებისათვის და წიგნის სიყვარულისათვს. ბედნიერი მომავალი და ულევი სიხარული წიგნიერ თაობას.❤
პ.ს. ტრადიციულ ვიდეო რგოლსაც მალე მოგაწვდით.

📌სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს დევნილთა პოლიკლინიკაში დღის სამედიცინო მომსახურების...
04/04/2024

📌სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წყალტუბოს დევნილთა პოლიკლინიკაში დღის სამედიცინო მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
აქტივობა, ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლის მიერ სამედიცინო ცენტრ „დიომედ+“-თან ერთად განხორციელდა. პროექტის შემდგომი ეტაპი რეაბილიტირებული სივრცის სამედიცინო აპარატურით აღჭურვას და პერსონალის გადამზადებას ითვალისწინებს.
📌 პროექტი: ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღის საავადმყოფოს სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში“.

📌 The Future Prosperity House, in partnership with the "Diomed+" medical center rehabilitated day medical space at the Tskaltubo IDP Policlinic to ensure better access to healthcare services in regions. The project covers provision of medical equipment and training the medical staff as well.
📌 The project: " Increasing availability of Day Hospital for IDPs and local population in Tskaltubo municipality" is implemented with the support of the European Union and the United Nations Development Program (UNDP), within the framework of the project.

Address

Kutaisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when OFPH posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to OFPH:

Share