
18/10/2024
💉 18 ოქტომბრიდან საქართველოში მცხოვრებ პრიორიტეტულ ჯგუფებს შეუძლიათ მიაკითხონ ვაქცინაციის პუნქტს და გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აიცრან
🛡 4 ნოემბრიდან კი ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ შეეძლება 6 თვეზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს
✅ 18 ოქტომბრიდან გრიპის წინააღმდეგ უფასოდ აცრა შეეძლებათ შემდეგ ჯგუფებს:
დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ორსულები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:
ექიმები, ექიმი-რეზიდენტები, ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები), საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებია ქალები, სტომატოლოგები, სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან.
ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;
მონადირეები;
ვეტერინარები;
ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;
სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:
ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომლები;
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;
სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.
პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;
პატიმრობის დაწესებულების თანამშრომლები;
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლები;
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.