ლაბორატორია ანასეული - Laboratory Anaseuli

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ლაბორატორია ანასეული - Laboratory Anaseuli

ლაბორატორია ანასეული - Laboratory Anaseuli ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტ?

15/05/2025
ადამ ბერიძის სახელობის, ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ  ცენტრ "ანასეული"-ს დიდი გამა...
19/02/2025

ადამ ბერიძის სახელობის, ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ "ანასეული"-ს დიდი გამარჯვება!
შვედეთის სარეიტინგო ასოციაციის, საერთაშორისო ლაბორატორიათაშორისი საკვალიფიკაციო ტესტირებაში მონაწილეობის წარმატებით გავლისათვის გადაეცა ოქროს მედალი და სერთიფიკატი

ლაბორატორია ,,ანასეული" 60 წლისაა🔬🎉
27/11/2024

ლაბორატორია ,,ანასეული" 60 წლისაა🔬🎉

ცენტრი ანასეული გთავაზობთ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში განხორციელებულ  ნემატოლოგიურ კვლევას, სახეობრივ...
24/09/2024

ცენტრი ანასეული გთავაზობთ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში განხორციელებულ ნემატოლოგიურ კვლევას, სახეობრივ დონეზე, ნიადაგსა და მცენარეში. ლაბორატორიის მიერ მოწოდებული დასკვნისა და განსახორციელებელი აგროტექენოლოგიური ღონისძიებების რეკომენდაციის საფუძველზე თქვენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე თავიდან აირიდებთ პათოგენური ნემატოდების მიერ მოყენებულ ზიანს. რაც წინაპირობაა, ჯანსაღი და იმუნურად ძლიერი მცენარის და მისგან უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპეციალისტს ☎️ 551550969

📌სიახლე ლაბორატორია ანასეულში 📣📣📣    საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დიდი ამოცანა დგას, ჩვენი მიზანია მკვეთრად გავზ...
16/09/2024

📌სიახლე ლაბორატორია ანასეულში 📣📣📣
საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დიდი ამოცანა დგას, ჩვენი მიზანია მკვეთრად გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა და მისი ხარისხი, ამ ამოცანის შესრულებაში კი დიდი მნიშვნლობა ენიჭება, კულტურული მცენარეების დაცვას მავნებელ-დაავადებათაგან.
სწორედ ერთ-ერთი ძლიერი მავნებელი, რომელიც აუარესებს მოსავლის ხარისხს, ამცირებს მოსავლიანობას და ხშირ შემთხვევაში სრულიად ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არის პათოგენური ნემატოდები ანუ ფიტოჰელმინთები.
საქართელოში არსებული კლიმატური პირობები, ნემატოდებისათვის ძალზედ ხელსაყრელია, ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში ისინი ფართოდ არიან გავრცელებული.
ფიტოპათოგენურ ნემატოდებს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა კულტურული მცენარისათვის, რადგან ფიტოჰელმინთებთან ერთად მცენარეთა ქსოვილებში იჭრებიან მავნე ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც აავადებენ მცენარეებს, ხშირ შემთხვევაში კი სრულად ანადგურებენ მათ.
სწორედ ამიტომ, ცენტრი ანასეული გთავაზობთ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში განხორციელებულ ნემატოლოგიურ კვლევას, სახეობრივ დონეზე, ნიადაგსა და მცენარეში. ლაბორატორიის მიერ მოწოდებული დასკვნისა და განსახორციელებელი აგროტექენოლოგიური ღონისძიებების რეკომენდაციის საფუძველზე თქვენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე თავიდან აირიდებთ პათოგენური ნემატოდების მიერ მოყენებულ ზიანს. რაც წინაპირობაა, ჯანსაღი და იმუნურად ძლიერი მცენარის და მისგან უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სპეციალისტს ☎️ 551550969

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ სამუშაო ...
13/08/2024

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ოლეგ გორგაძე. ბატონი ოლეგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ენტომოპათოგენების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, მას ნემატოდებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 95 სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 31 ნაშრომი ეხება მეცნიერებისათვის ახალი სახეობის ნემატოდების აღწერას (ენტომოპათოგენური ნემატოდების ჩათვლით), 21 კი ტყისა და სასოფლო- სამეურნეო კულტურულ მცენარეთა მავნებელი მწერების ბიოკონტროლს. დანარჩენი სტატიები ეხება ნემატოდების სხვადასხვა ჯგუფების ბიომრავალფეროვნების შესწავლას.
სტატიების უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებული აქვს, მაღალრეიტინგულ და ფაქტორიან ნემატოლოგიურ ჟურნალებში.
1981 წლიდან არის ევროპის ჰელმინთოლოგთა ასოციაციის წევრი, 1982 წლიდან ევროპის პარაზიტოლოგთა ფედერაციის და პარაზიტოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრი. ხოლო, 1984 წლიდან საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოების წევრი.
ბატონი ოლეგის მიერ მოხდა თანამშრომელთა დატრენინგება და გადამზადება ნემატოდების აღმოჩენასა და მათი სახეობის გარჩევასთან დაკავშირებით, დასკვინითი ლექცია ჩატარდა თემაზე: პათოგენური ნემატოდების შესწავლა, რკვევა და საანალიზო პროცესის მიმდინარეობის შესწავლა.

29 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა გურული ღვინის ...
01/07/2024

29 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა გურული ღვინის ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობნენ გურიის საოჯახო მარნები, მეღვინეობები და ღვინის მწარმოებელი კომპანიები. გურული ღვინის ფესტივალში ასევე მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა.
ფესტივალი ემსახურებოდა გურული ენდემური და უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციას.

27/06/2024

ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული" გთავაზობთ მომსახურებას, ანალიზების ჩატარებაზე: ხარისხობრივი მაჩვენებლები, მძიმე ლითონები, სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული პათოგენები, ნემატოდები, აფლატოქსინები, ენტომოფაგები.

✅ ნიადაგი
✅ წყალი
✅ ჩაი
✅ დაფნა
✅ ციტრუსოვნები
✅ კაკლოვანი კულტურები
✅ კენკროვანები
✅ მარცვლეული
✅ თაფლი
✅ სასუქები
✅ თიხა, ქვიშა, ღორღი
✅ რძე და რძის პროდუქტები

☎️599-92-87-61 ☎️551-63-33-03
🌐https://agroculture.ge/ 📧agroculture.ge@gmail.com

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ "ანასეულს",  სტუმრად...
06/06/2024

შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ "ანასეულს", სტუმრად ეწვია თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს „TIKA“-ს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს.

📌მიმდინარე წლის 14 მაისს, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის   დიაგნოსტიკუ...
20/05/2024

📌მიმდინარე წლის 14 მაისს, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ ,,ანასეულს" იტალიელი ენტომოლოგები: დოქტორი მატეო მასპერო და დოქტორი ჯუზეპინო საბატინი ეწვივნენ.
📌სტუმრების ვიზიტი საქართველოში
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აგრიჯორჯიას მხარდაჭერით განხორციელდა.
📌მეცნიერების ვიზიტის მიზანი იყო ქვეყანაში გამოვლენილი აზიური ფაროსანას ბუნებრივი პარაზიტოიდების გამოყენების პოტენციალის შეფასება და აზიური ფაროსანას სახელმწიფო პროგრამის ადგილზე გაცნობა.
📌ვიზიტისას აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრების შესახებ ჩატარებული კვლევების თაობაზე ისაუბრა დოქტორმა მანანა კერესელიძემ.

2024 წლის 2 აპრილს, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ ...
02/04/2024

2024 წლის 2 აპრილს, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ "ანასეულს" სამუშაო ვიზიტით ესტუმრა გერმანელი სპეციალისტები მევენახეობა/მეღვინეობის დარგში.
გერმანელმა სპეცილიასტებმა დაათვალიერეს ცენტრ "ანასეულის" ლაბორატორია, გაეცნენ ნიადაგის ანალიზების მსვლელობას, მცენარეთა დაავადებების გამოვლენის პროცესებს, გაესაუბრნენ ადგილობრივ სპეციალისტებს, განიხილეს სამომავლოდ თანამშრომლობის პექსპექტივები. განსაზღვრეს გურიაში გავრცელებული ნიადაგის ტიპებიდან მევენახეობისათვის ვარგისიანი, აღინიშნა, რომ ვაზი თავისი განვითარებისათვის მოითხოვს ნეშომპალა-კარბონატულ ხირხატიან თიხნარ ნიადაგებს, რომლებიც გურიაში ძირითადად გავრცელებულია მთისწინა სოფლებში.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი ჯიშების აღდგენასთან დაკავშირებით.
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიაში, გერმანელმა სპეციალისტებმა, დაათვალიერეს სამუშაოები, რომლებიც ტარდება მავნებელ ფაროსანასთან ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად.
Helmut Caspary სენიორ ექსპერტთა სერვისის პროგრამისა (SES) და პროექტის "მწვანე გურიის" თანამშრომლობის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში გეგმავს და ხელმძღვანელობს მევენახე/ მეღვინეების სასწავლო და პრაქტიკულ პროცესს, აკვირდება მათ საველე სამუშაოებს, იმუშავებს რეკომენდაციებს და გურულ მეღვინეებს გადასცემს შესაბამის ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას.
ექსპერტს აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მრჩეველის, კონსულტანტისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის რაინლანდ-პფალცის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც მოიცავს მევენახეობის, მებაღეობის და სოფლის მეურნეობის სფეროებს.
აღნიშნული პროექტი მევენახეობა- მეღვინეობის მხარდაჭერის მიზნით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და ორგანიზაცია "CENN" ორგანიზებით ხორციელდება.

Address

მეცნიერების ქ, # 9
Ozurgeti
3500

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599928761

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლაბორატორია ანასეული - Laboratory Anaseuli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლაბორატორია ანასეული - Laboratory Anaseuli:

Share