29/08/2025
ENDE STAR LTD არის პროფესიონალური ფუმიგაციის სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტებსა და უსაფრთხოების წესებს.
ჩვენი მთავარი მიზანია – ტვირთის უსაფრთხო დაცვა, ხარისხის შენარჩუნება და კლიენტის მაქსიმალური კომფორტი.
რატომ ENDE STAR LTD?
✅ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვა (ISPM-15, FAO, WHO რეკომენდაციები)
✅ ფუმიგაციის შემდგომ ოფიციალური სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობა
✅ უსაფრთხოების უმაღლესი ზომები როგორც ტვირთის, ისე პერსონალისათვის
✅ პროცესის მონიტორინგი დაწყებიდან დასრულებამდე
სტანდარტული ფუმიგაცია (Phosphine – PH₃)
გამოიყენება ჰერმეტულად დალუქულ კონტეინერებსა და ტვირთზე
მოქმედებს მარცვლეულში, ნედლეულში და საკვებ პროდუქტებში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ
სრულად იშლება და არ ტოვებს ნარჩენებს
უსაფრთხო, ეფექტური და საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული მეთოდი
რეცირკულაციური ფუმიგაცია (Recirculation System)
გამოიყენება დიდი მოცულობის ტვირთზე, გემის ტრიუმებში ან სილოსებში
პროცესი მიმდინარეობს უმაღლესი დონის აპარატურითა და მილებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის თანაბარ განაწილებას
მუდმივი კონტროლი: გაზის დონის, ტემპერატურისა და ჰერმეტულობის მონიტორინგი მთელი პროცესის განმავლობაში
ზრდის ეფექტურობას და ამცირებს გაზის ხარჯვას
უზრუნველყოფს მავნე ორგანიზმების სრული განადგურებას, მათ შორის რეზისტენტული ფორმების წინააღმდეგ
უსაფრთხოება და ხარისხი
პერსონალი მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
ტარდება PPM (parts per million) მონიტორინგი ტვირთისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
პროცესი სრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზის დონე ნულამდე ჩამოიწევს და ტვირთი გახდება სრულად უსაფრთხო
ჩვენი დანაპირები
ENDE STAR LTD–ში ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას ყველა დეტალს:
უსაფრთხოება
ხარისხის შენარჩუნება
ტვირთის ეფექტური დამუშავება
სერტიფიცირებული დოკუმენტაციის გაცემა
ჩვენი კლიენტები იღებენ სრულად დაცულ და უსაფრთხო ტვირთს, რომელიც მზად არის ნებისმიერი საერთაშორისო ბაზრისთვის.