მასწავლე, რომ განვვითარდე

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • მასწავლე, რომ განვვითარდე

მასწავლე, რომ განვვითარდე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მასწავლე, რომ განვვითარდე, Psychologist, აღმაშენებლის 8, Poti.

🎒📚 პირველი ზარი! 📚🎒დღეს პირველად შევაბიჯეთ სკოლაში ❤️ადგილი, სადაც იწყება დიდი თავგადასავალი, ოცნებები ფრთებს იფარებენ დ...
15/09/2025

🎒📚 პირველი ზარი! 📚🎒

დღეს პირველად შევაბიჯეთ სკოლაში ❤️ადგილი, სადაც იწყება დიდი თავგადასავალი, ოცნებები ფრთებს იფარებენ და ყოველი დღე ახალ ცოდნას, აღმოჩენებს და მეგობრობას ჰპირდება.📚

ჩემო პატარა გმირებო!
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი გვქონოდეს! 💙

10/09/2025

ჩემი ნინიკო🩷🌟🌞

☀️მგონია, რომ ასეთი ვიდეოების გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია! როცა ნამდვილი ემოციები და კავშირი ჩანს, ეს ბევრად უფრო შთამბეჭდავია და თვალსაჩინოა. იმის გაზიარება, რომ ნებისმიერი ადამიანს, შეუძლია იცხოვროს სასიამოვნო და პოზიტიური ცხოვრების სტილით, ნამდვილად დადებით გავლენას ახდენს სხვებზე.🌟🌞

❤️
10/09/2025

❤️

10/09/2025

❤️

🩷
10/09/2025

🩷

📢 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

🔹პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა.

🔹სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.

🔹ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის გავლა 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, ვებგვერდზე - https://vet.emis.ge/ #/ შეეძლებათ.

🔹პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში. მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.

🔹ასევე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად, 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.

🔹 პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას აგრძელებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

🌟 ABA თერაპია – ეფექტური მხარდაჭერა ბავშვის უნარების განვითარებისთვის!გთავაზობთ ABA თერაპიას, რომელიც ეფექტურად მუშაობს ...
09/09/2025

🌟 ABA თერაპია – ეფექტური მხარდაჭერა ბავშვის უნარების განვითარებისთვის!
გთავაზობთ ABA თერაპიას, რომელიც ეფექტურად მუშაობს შემდეგ უნარებზე:

⭐️ქცევითი სირთულეები – პრობლემური ქცევების შემცირება და ემოციური რეგულაცია.
⭐️მეტყველების უნარები – კომუნიკაციის უნარების გაძლიერება და ფუნქციური მეტყველების განვითარება.
⭐️სოციალური ურთიერთობები – მეგობრული ურთიერთობების დამყარება და თანატოლებთან ეფექტური კომუნიკაცია.
⭐️თვითმომსახურების უნარები – დამოუკიდებლობის განვითარება ყოველდღიურ საქმიანობაში.
⭐️თამაშის უნარები – ფუნქციური და სიმბოლური თამაშების უნარების გაძლიერება.
⭐️ნატიფი მოტორიკა – თითებისა და ხელების კოორდინაციის გაუმჯობესება.

👉🏿გთავაზობთ სივრცეს, სადაც თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ ყურადღებას იღებს ! 🗣️🧠✍🏻 📚  ❗️წინასასკოლო მზაობა არის ბავშვის მზ...
06/07/2025

👉🏿გთავაზობთ სივრცეს, სადაც თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ ყურადღებას იღებს !
🗣️🧠✍🏻 📚
❗️წინასასკოლო მზაობა არის ბავშვის მზადყოფნა სკოლაში სწავლის დასაწყებად – როგორც ინტელექტუალური, ისე ემოციური, სოციალური, მოტორული და კომუნიკაციური თვალსაზრისით.

წინასასკოლო მზაობის ძირითადი კომპონენტები:
1. 🗣️კოგნიტური მზაობა (გონებრივი განვითარება):
• ფერების, ფორმების, რაოდენობის ცნობა
• ყურადღების კონცენტრაცია
• ლოგიკური აზროვნება
• მეხსიერება (მოკლე და გრძელვადიანი)
• ელემენტარული მათემატიკური უნარები
2. 🗣️ენა და კომუნიკაცია:
• აზრის მკაფიოდ გადმოცემა
• კითხვებისა და ინსტრუქციების გაგება
• სიტყვათა მარაგი
• საუბრის გამართულობა და გამართულად მეტყველება
3. 🗣️სოციალური და ემოციური მზაობა:
• ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან
• გუნდური მუშაობა და წესების დაცვა
• ემოციების მართვა (კონფლიქტებთან გამკლავება, მოთმინება)
• დამოუკიდებლობა
4. 🗣️მოტორული უნარები:
• წვრილი მოტორიკა (მაგ. ფანქრის სწორად დაჭერა, ჭრა, წერა)
• მსხვილი მოტორიკა (სირბილი, ხტომა, ბალანსის შენარჩუნება)

სახალისო აქტივობა წყლით თამაში💧მთავარი მოთხოვნა : მოქმედება შესრულდეს ორივე ხელით ერთდროულად .💧🫧
28/06/2025

სახალისო აქტივობა წყლით თამაში💧
მთავარი მოთხოვნა : მოქმედება შესრულდეს ორივე ხელით ერთდროულად .💧🫧

06/06/2025
🤩
05/06/2025

🤩

🗣️✏️📚5-6 წელი სკოლისათვის, ანუ სწავლებისთვის მომზადება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს: •    ბავ...
31/05/2025

🗣️✏️📚
5-6 წელი სკოლისათვის, ანუ სწავლებისთვის მომზადება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
• ბავშვის ინტელექტუალურ მზადყოფნას;
• პიროვნულ მზადყოფნას;
• სოციალურ-ფსიქოლოგიურ მზადყოფნას.
სწორედ ამ კომპონენტების არსებობაზეა დამოკიდებული მომავალი სასწავლო პროცესის წარმატება. მხოლოდ ასოებისა და ციფრების ცოდნა სკოლისთვის საკმარისი არ არის.
ამ შემთხვევაში ინტელექტუალური მზადყოფნა ფაქტების დაკავშირებასა და ანალიზის გაკეთებას გულისხმობს. სოციალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნა საზოგადოებასთან ურთიერთობას, კომუნიკაციის უნარს გულისხმობს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველა თავისებურად ვითარდება...

Address

აღმაშენებლის 8
Poti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასწავლე, რომ განვვითარდე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share