Blood Bank ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • Blood Bank ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი

Blood Bank ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბა

13/09/2024

მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ძვირფასო თანამოქალაქენო, სისხლის ბანკში პერიოდულად იქმნება სისხლის დეფიციტი. იმიტომ რომ არ მოხდეს მძიმე პაციენტებისათვის სტაციონარებში სისხლის მიწოდების შეფერხება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ჩააბაროთ სისხლი. ერთი ჩაბარებული სისხლით სამი ადამიანის სიცოცხლე შეგიძლიათ გადაარჩინოთ. ჩაბარება შესაძლებელია ორი გზით: უანგაროდ და თანხის კომპენსაციით (50 ლარი). სურვილის შემთხვევაში სისხლის ჩაბარება შეუძლიათ 18 წლიდან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანებს. სისხლის ჩაბარების შემთხვევაში უფასოდ გაკეთდება ჰემოგლობინი, ჯგუფი და რეზუსი და ინფექციები შიდსი, B და C ჰეპატიტი და სიფილისი.
მიღება 9 სთ დან 16 სთ მდე მისამართი: ოდიშარიას ქ. N19 რუსთავის მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის შენობის მე-2 სართულზე. სისხლის ბანკი - VITA.
საკონტაქტო ნომერი; 595 494 498; 593319 020; 599 427 107

20/10/2023

გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!
უანგარო დონაციის პოპულარიზაციის მიზნით, დღეს გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ კიდევ ერთი უანგარო გმირი დონორი. თუმცა საბა ბრაჭველი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ადამიანია. საბა არის ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდა მოწვეული პროფესორი და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი. საბა ბრაჭველის ყველა რეგალიებს აქ ვერ ჩამოვთვლით, მთავარი მისი რეგალია სიკეთის კეთებაა (ასეთ ოჯახშიც არის აღზრდილი) საბა ბევრი წელია უანგარო დონორია და უჩუმრად აკეთებს სიკეთეს,უანგაროდ აბარებს სისხლს და ჩუქნის სიცოცხლეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს. დღეს საბამ კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა. მადლობა ამ არაჩვეულებრივ და კეთილშობილ ადამიანს.
ახალგაზრდებო მიბაძეთ საბას, გააკეთეთ სიკეთე და გახდით უანგარო რეგულარული დონორი!

14/06/2023
გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე! ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი აგრძელებს უანგარო დონორობის  პოპულარიზაციას და...
17/12/2022

გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!
ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი აგრძელებს უანგარო დონორობის პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ.მნიშვნელოვანია რომ ერთი ადამიანის მიერ ჩაბარებული სისხლით სამი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება.
ასეთ ჰუმანურ აქციაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა,ასევე კონსერვატორიის სტუდენტებმა და უანგაროდ ჩააბარეს სისხლი. ასეთი საამაყო ადამიანები მუშაობენ და სწავლობენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში,რომელიც საერთაშორისო აღიარების უმაღლესი სასწავლებელია.
მადლობას ვუხდით ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისათვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.
იმედი გვაქვს ასეთი აქციები საზოგადოებაში სოლიდარობის განცდას გააჩენს და პერიოდულობით დავეხმარებით იმ ადამიანებს,რომელთაც გადაუდებლად ესაჭიროებათ სისხლი.

Address

გ. ოდიშარიას ქ. N19
Rustavi
3700

Telephone

+995557390304

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Blood Bank ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Blood Bank ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი:

Share