Dental Hub • დენტალ ჰაბი

Dental Hub • დენტალ ჰაბი მულტიპროფილური, უახლესი ტექნოლოგიები

ევროპული ხარისხის და ფართო სპექტრის სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური მომსახურება ...
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, საუკეთესო ხარისხის აპარატურით, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით დაცვის გარანტია.
კლინიკის მყუდრო, კომფორტული გარემო დაგეხმარებათ დაძლიოთ გავრცელებული შიში - დენტოფობია. თქვენს პატარებს კი პირველივე ვიზიტიდან შეაყვარებს სტომატოლოგთან სტუმრობას.
უდიდესი ყურადღება ეთმობა სადიზ

ინფექციო-ჰიგიენურ კონტროლს. სტერილიზაცი კი შედგება რამდენიმე ეტაპისგან და ამ პროცესზე თვალის მიდევნება ყველა ვიზიტორს შეუძლია, რადგან დეკონტამინაციის ოთახი, რომელიც კლინიკის ცენტრში არის განთავსებული, მინის კედლებშია მოქცეული და სრულად გამჭირვალეა.
დენტალ ჰაბის გამოცდილი გუნდი გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენს პირის ღრუზე ზრუნვას, არამედ მრავალფეროვან პროცედურებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენებით.

17/05/2026

მკურნალობ კბილებს, მაგრამ პრობლემა ისევ და ისევ ბრუნდება?

თუ ეს სიტუაცია შენთვისაც ნაცნობია, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახო.
ხშირად პრობლემა მხოლოდ კბილში არ არის — მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს მიკრობიომი, ჰიგიენა, თანკბილვა, ღრძილების მდგომარეობა ან ყოველდღიური ჩვევები.

⚪️მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგთან ბრძოლა, არამედ გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა და კონტროლი.

⚪️სწორედ სწორი დიაგნოსტიკა არის გრძელვადიანი და სტაბილური შედეგის საფუძველი.
გელოდებით კონსულტაციაზე.

🦷 დენტალური იმპლანტაცია იწყება სწორი დაგეგმვითდენტალური იმპლანტაცია არის კომპლექსური პროცესი, სადაც მნიშვნელოვანია არა მ...
16/05/2026

🦷 დენტალური იმპლანტაცია იწყება სწორი დაგეგმვით

დენტალური იმპლანტაცია არის კომპლექსური პროცესი, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმპლანტის ინტეგრაცია, არამედ საბოლოო ფუნქციური და ესთეტიკური შედეგი.

Dental Hub-ში თითოეული შემთხვევა იგეგმება ინდივიდუალურად — პაციენტის ძვლოვანი ქსოვილის, თანკბილვის, ღიმილის ხაზისა და მომავალი ორთოპედიული კონსტრუქციების გათვალისწინებით.

🥼ყბა-სახის ქირურგი: ლია ბაწელაშვილი

📍 რუსთავი, ჟ. შარტავას 2გ
📞 +995 598 03 03 30
📩 მოგვწერეთ პირადი შეტყობინება

06/05/2026

ფისურების ჰერმეტიზაცია — კბილის დაცვის მარტივი და უმტკივნეულო გზა 🦷💙

საღეჭი კბილების ღრმა ღარებში ხშირად გროვდება ბაქტერიები და საკვების ნარჩენები 🦠
ჰერმეტიზაცია სპეციალური დამცავი ფენის საშუალებით იცავს კბილს კარიესისგან 🛡️

29/04/2026

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზრუნვა მათზე, ვინც ხშირად შორს არის საკუთარი სახლიდან. 🤍

ამიტომ, გვინდა ემიგრანტებს შევთავაზოთ სპეციალური პირობები:

📅 1 მაისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით
სპეციალური კოდის წარმოდგენის შემთხვევაში, იმოქმედებს ფასდაკლება შემდეგ სერვისებზე:
• იმპლანტაცია
• პაროდონტოლოგია
• თერაპია
• ქირურგია

ასევე, ყველა ექიმთან კონსულტაცია იქნება უფასო.

📌 ვიზიტი საჭიროებს წინასწარ ჩაწერას.

26/04/2026

რთული ორთოდონტიული ქეისი, რომელიც მოითხოვდა სწორ დაგეგმვას და მოთმინებას როგორც ექიმის, ისე პაციენტის მხრიდან.

მკურნალობის პროცესში ეტაპობრივად მივედით იმ შედეგამდე, რომელიც თავიდანვე დავისახეთ.

21/04/2026

რატომ არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ფილერის შეყვანა ერთ ვიზიტზე?

ესთეტიკური პროცედურების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება და სწორი დაგეგმვა.

თუ ერთ ვიზიტზე დიდი რაოდენობით ფილერი შეგვყავს, შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა:

▫️ მიგრაცია – ფილერი შეიძლება გადაადგილდეს სხვა ზონაში და დაარღვიოს სახის ბუნებრივი ფორმა
▫️ გრანულომები და კვანძები – შესაძლოა განვითარდეს თვეების შემდეგაც, რაც საჭიროებს დამატებით ჩარევას
▫️ ტუჩის ასიმეტრია – ზედმეტი მოცულობა ხშირად იწვევს არათანაბარ განაწილებას

✨ რატომ ვირჩევთ ეტაპობრივ მიდგომას?
✔️ უკეთესად კონტროლდება შედეგი
✔️ უფრო ბუნებრივი და ჰარმონიული ეფექტი მიიღება
✔️ მცირდება გართულებების რისკი

💉 სილამაზის მედიცინაში ნაკლები ხშირად ნიშნავს უკეთესს.

📩 თუ გაქვს კითხვები ან გინდა ინდივიდუალური კონსულტაცია — მოგვწერეთ პირადში.

ქრისტე აღსდგა!დენტალ ჰაბის გუნდი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 🤍
12/04/2026

ქრისტე აღსდგა!
დენტალ ჰაბის გუნდი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 🤍

10/04/2026

დენტალ ჰაბში მთელი თვის განმავლობაში გელოდებათ განსაკუთრებული შეთავაზება კონსულტაცია ყველა სტომატოლოგთან სრულიად უფასოა.

იზრუნეთ თქვენს ღიმილზე პროფესიონალებთან ერთად და მიიღეთ კომპეტენტური რჩევები ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ნუ გადადებთ ეს საუკეთესო დროა ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილისთვის!

📢 ძვირფასო პაციენტებო,გაცნობებთ, რომ სააღდგომო კვირეულთან დაკავშირებით, „დენტალ ჰაბი“ არ იმუშავებს 10-13 აპრილის ჩათვლით...
09/04/2026

📢 ძვირფასო პაციენტებო,

გაცნობებთ, რომ სააღდგომო კვირეულთან დაკავშირებით, „დენტალ ჰაბი“ არ იმუშავებს 10-13 აპრილის ჩათვლით.

ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით განახლებული ენერგიით 14 აპრილიდან.

გმადლობთ ნდობისთვის! 🦷✨

05/04/2026

📋 უცხოეთიდან მოკლე პერიოდით ჩამოსულმა პაციენტმა მოგვმართა
ქვედა ყბის არეში არსებული ფუნქციური და ესთეტიკური დისკომფორტით.

პაციენტს უკვე ჰქონდა, უცხოეთში ჩატარებული,
ქვედა ყბაში განთავსებული ორი იმპლანტი.

კლინიკურ გუნდში — იმპლანტოლოგის, პაროდონტოლოგისა და ორთოპედის მონაწილეობით —
ჩატარდა შემთხვევის დეტალური განხილვა და შეფასება.

პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით
დაიგეგმა მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა.

მკურნალობის გეგმის მიხედვით, პროცედურა განხორციელდა ერთ ვიზიტში,
რაც უზრუნველყოფდა როგორც დროის ეფექტურ გამოყენებას,
ასევე პროგნოზირებად და სტაბილურ შედეგს.

01/04/2026

იმპლანტაცია ჩვენს კლინიკაში ტარდება ამერიკული სისტემით — BioHorizons.

აღნიშნული სისტემა გამოირჩევა პროგნოზირებადი ოსეოინტეგრაციით,
ბიოშეთავსებადობითა და კლინიკურად დადასტურებული შედეგებით.

მაღალი ხარისხის მასალა და სწორი პროტოკოლის დაცვა
განსაზღვრავს საბოლოო შედეგის სტაბილურობას.

Address

Rustavi, Shartava Avenue 2g
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Telephone

+995598030330

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dental Hub • დენტალ ჰაბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dental Hub • დენტალ ჰაბი:

Share